აგროსიახლეები

ჩოხატაურში 2,6 კილომეტრი სიგრძის  სადრენაჟე არხებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს 

შპს „საქართველოს მელიორაცია“ გურიაში სადრენაჟე სისტემებს  აწესრიგებს.  
ღონისძიებები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დამშრობ ქსელზე მიმდინარეობს.

სოფელ გორაბერეჟეულში, ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან, 2,6 კილომეტრი სიგრძის კოლექტორული და შემკრები არხები იწმინდება. 

ჩატარებული სამუშაოები არხებში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს. შედეგად, 15 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება გაუმჯობესდება, რაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდას შეუწყობს ხელს.

სადრენაჟე არხების გაწმენდით სამუშაოებს საქართველოს მელიორაცია მაისში დაასრულებს.