აგროსიახლეებიდარგებივეტერინარიამეცხოველეობა

ჩვენი ყველაზე დიდი აქტივი ფერმერთა კეთილდღეობაა

ფერმერთა მრავალპრფილიანი, უნივერსალური მომსახურების ცენტრიაგრიქულა

მაღალი  პროფესიონალიზმი და დაკისრებული ვალდებულების პასუხისმგებლობით შესრულება, მომხმარებელთათვის მომსახურების თანამედროვე  სტანდარტების შეთავაზება და სანდო, გულისხმიერი პარტნიორის სახელის მოპოვება ქართულ ბაზარზე სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.

დღეს ჩვენ კომპანია „როქის“, აგრარულ სფეროში, განხორციელებულ უპრეცენდენტო და უმნიშვნელოვანეს პროექტ „აგრიქულაზე“ მოგითხრობთ.

ის, რომ მეცხოველეობა ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების ჯაჭვის უმნიშვნელოვანესი რგოლია, ამაზე არავინ დავობს. ეს წლების განმავლობაში მიღებული მწარე ცხოვრებისეული გამოცდილებაა და ამის მაგალითად ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიაც კმარა,  როცა სწორედ  მეცხოველეობაზე, „მეწველ ძროხაზე“ იყო ჩამოკიდებული ჩვენი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მინიმალური ყოფითი პრობლემების დაძლევა.

ყდა აგრიქულა

მეცხოველეობის დარგს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, აქვს და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება, ამიტომ დარგის განვითარებისთვის ყოველი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის ასაღორძინებლად დადებული თითო აგურია და ფასდაუდებელი წონა აქვს.

ვიდრე კომპანია „როქზე“ თხრობას დავიწყებ, პატარა ამბავს მოგიყვებით, რასაც თბილისის შემოგარენში შევესწარი.

დავითის ოჯახი წლებია მეცხოველეობას მისდევს. პაპა ადრე ცნობილი ფერმის გამგე იყო. დღეს ოჯახს საკმაოდ მოზრდილი ფერმა აქვთ, 150 მარტო მეწველი ფური ჰყავთ.

შარშან ზაფხულის დასაწყისში ძროხებს რაღაც დაავადება გაუჩნდათ. ვეტერინარმა, რომელიც ხელშეკრულებით ემსახურება მეურნეობას, კი დაიწყო მკურნალობა, მაგრამ პრობლემის მოგვარება გაჭიანურდა, ფერმამ მნიშვნელოვნად იზარალა.

ძალიან გავწვალდით, ვიდრე ლაბორატორიებიდან ანალიზის პასუხები მივიღეთ, სხვადასხვა სპეციალისტთან გავიარეთ კონსულტაცია და ყველაფერი გაირკვა, დაგვიანების გამო სერიოზულად შევფერხდით და ვიზარალეთ _ წუხდა დავითი. ქვეყანაში ერთ სივრცეში რომ ყოფილიყო შესაძლებელი, იმ მომსახურების, მიღება, რაც ჩვენ გვჭირდებოდა, არც ამხელა დანაკარგი გვექნებოდა და ამდენსაც აღარ ვიწვალებდით, ეს ბევრ ფერმერს მოუგვარებდა პრობლემასო, _ დასძინა ბოლოს. 

რატომ გიყვებით ამას, რა კავშირი აქვს დავითის გასაჭირს კომპანია „როქთან“.

საქმე ის გახლავთ, რომ „როქი“ ვეტერინარიის და ზოოტექნიკის მიმართულების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა საქართველოში. ის სოფლის მეურნეობის სხვა დარგებშიც უწევს მომსახურებას ფერმერებს, მაგრამ ძირითადი საქმიანობა მაინც ვეტერინარული და ზოოტექნიკური მომსახურებაა.

_ კომპანია ასევე აქტიურად მუშაობს და პრაქტიკულ ნაბიჯებს დგამს საძოვრების და საკვები კულტურების წარმოების თანამედროვე მიდგომების და ტექნოლოგიების დასანერგად, რათა ხელი შეუწყონ ფერმერებს ქვეყანაში არსებული სასარგებლო რესურსების მაქსიმალურად ეფექტიან გამოყენებაში.

ნინო ჭიორელი, კომპანია „როქის“ აგრონომი:

_ მეცხოველეობის და მეფრინველეობის დარგისთვის, საკვები კულტურების წარმოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელსაც დიდი როლი აქვს სასურსათო, ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური პრობლემების წარმატებით გადაწყვეტაში.

ჩვენი მიზანია:

სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე დაიწყოს ინტენსიური საკვებწარმოება და საფუძველი ჩაეყაროს ქვეყანაში რენტაბელურ, მაღალმოსავლიან, სრულფასოვან, მაღალი კვებითი ღირებულების საკვები ბაზის შექმნას.

გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა-გამოცდილება ფერმერებს ბუნებრივი სავარგულების გაუმჯობესებაში, დაცვისა და მოვლა-მოყვანის სქემების შემუშავებაში.

xxx

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, ზრდილობა, შრომა და ერთგულება“

სულ ახლახანს კომპანია „როქმა“ საქართველოში და, სულაც არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, კავკასიის რეგიონში მეცხოველე ფერმერებისთვის უნიკალური პროექტი განახორციელა. ყველა იმ სერვისებს, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ და ესაჭიროება მეცხოველეობის (მესაქონლეობა, მეცხვარეობა, მეთხევეობა, მეღორეობა, მებოცვრეობა, მეფრინველეობა, მეცხენეობა) სფეროში დასაქმებულ ფერმერებს, ერთ სივრცეში მოუყარა თავი.

აგრიქულა 111111111111111111

„აგრიქულა“ ასე ჰქვია თანამედროვე მაღალი სტანდარტების მოთხოვნებით შექმნილ სერვისცენტრს, რომელიც, ასე ვთქვათ მუდმივმოქმედი საგამოფენო სივრცეა, სადაც ფერმერს საშუალება აქვს, ადგილზე მიიღოს პროფესიონალი სპეციალისტების რჩევა-კონსულტაცია, მაღალი ხარისხის მომსახურება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლაბორატორიაში; კონსულტაციასთან ერთად საჭირო ვეტერინარული პრეპარატები, საკვებდანამატები, სასუქები, მცენარეთა დაცვის საშუალებები, ვეტერინარული ინვენტარი, მეცხოველეობის და მეფრინველეთა საკვების მოსამზადებელი დანადგარები და მოწყობილობები.

ვიდრე „აგრიქულასსერვისცენტრს საფუძვლიანად გაგაცნობთ, კომპანიის წარმომადგენლებს მოვუსმინოთ:

დავით ბოსტაშვილი, აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი, კომპანია „როქის“ დირექტორი:

_ ჩვენი მიზანია სოფლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გამოვავლინოთ და ავამოქმედოთ ეკოლოგიური სოფლის მრავალმხრივი პოტენციალი, ხოლო მათი საქმიანობის მოდერნიზაციით, შეიქმნას განვითარებული და, რაც შეიძლება მეტი მდიდარი ფერმერი, რადგან ფერმერთა კეთილდღეობა ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივია.

ჩვენ ვეხმარებით მათ განვითარებაში, რომ დამოუკიდებელი შრომით მიიღონ მაქსიმალური შემოსავალი და ნაკლებად იყვნენ დამოკიდებულნი სახელმწიფო სუბსიდიაზე.

დავით გოგილაშვილი კომპანია „როქის“ კომერციული დირექტორი:

_ ჩვენი ძლიერი მხარეა პროდუქციის მრავალფეროვნება, საუკეთესო ხარისხი, თავისუფალი კონკურენცია და მომხმარებელთან მაქსიმალური სიახლოვე, ამიტომ დარგში ჩვენი ნოვატორული გადაწყვეტილებები მუდამ პასუხობს ფერმერთა საჭიროებებს და მოთხოვნებს; ვეხმარებით მათ დაზოგონ ფული, რათა იცხოვრონ უკეთესად.

მიხეილ ჭიჭაყუა _ ბიოლოგიის დოქტორი.

_ ჩვენი ამოცანაა ყველა მომხმარებელს გავუწიოთ პასუხისმგებლობასა და პროფესიონალიზმზე დამყარებული ყველანაირი მხარდაჭერა რათა მივცეთ მათ საშუალება თამამად შეძლონ ურთიერთობა მსოფლიო ბრენდებთან და უშუალოდ ეზიარონ მათ საუკეთესო გამოცდილებებს.

ვართ ინიციატორები და მნიშვნელოვან როლს ვასრულებთ ცვლილებების მართვაში.

ჩვენი ეს პროექტიც, ამის ერთგვარი გამოხატულებაა.

აგრიქულა 22222222222222222222

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიქცევით კეთილსინდისიერად, ვისახავთ კეთილშობილურ მიზნებს და ვამაყობთ ჩვენი შრომით, რომელიც დროის ცვალებადობის მიუხედავად მუდამ მდგრადია.

ფერმერთა მომსახურების უნივერსალური სერვისცენტრი „აგრიქულა“ მრავალპროფილიანი შოურუმის სტილშია გამართული, სადაც მომხმარებელს ​ერთ სივრცეში  სთავაზობენ მაღალი ხარისხის პროდუქციას და მაღალკვალიფიციურ მომსახურებას.

კერძოდ, სერვისცენტრში მოსული ფერმერისა თუ სხვა დაინტერესებულ მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომია:

  1.   უფასო კონსულტაციები მეცხოველეობასა და მემცენარეობაში:

გულისხმობს კონსულტანტის და მომხმარებლის (ფერმერი, სოფლის მცხოვრები და.ა.შ.) ურთიერთობას იმ მიზნით, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების და მეთოდების გამოყენებით მიიღოს ოპტიმალური ეკონომიკური შედეგები, რაც ასევე ემსახურება ცოდნის და უნარ-ჩვევების გაღრმავებას სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარებაში.

ფერმერებს ასევე შეუძლიათ მიიღონ უფასო ონლაინ და სატელეფონო კონსულტაცია 24/7.

  1. მეცხოველეობასა და მემცენარეობა-მეხილეობაში პირველადი დიაგნოსტიკური ლაბორატორიული მომსახურება:

აქ ფერმერი წარმოდგენილ პათოლოგიურ მასალაზე იღებს ინფორმაციას ანტიმიკრობულ მგრძნობელობაზე, რომელი პრეპარატი ესადაგება კონკრეტული დაავადების მკურნალობას, აქვე განისაზღვრება დაავადების სიმძიმე, სათანადო სპეციალისტების ჩართვა და დაავადების ეფექტიანად მართვა. აქვე შესაძლებელია რძის შემოწმება და რძეში ძირითადი პარამეტრების განსაზღვრა, რძეში ფარული მასტიტის გამოვლენა სწრაფი სადიაგნოსტიკო აპარატების მეშვეობით, ასევე ფოთლის ანალიზი (მიკროსკოპია).

  1. ვეტერინარული მედიკამენტები, მცენარეთა მოვლისდა დაცვის საშუალებები:

ფერმერებს და ვეტერინარებს აქ მიეწოდება ვეტერინარული მედიკამენტები, ასევე ინფორმაცია ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენების, ჩვენებების, მოხმარების და დოზირების, წესების შესახებ, რაც პროფესიონალ ვეტერინარებს და დამწყებ სპეციალისტებს, დაინტერესებულ პირებს (ფერმერებს) სტუდენტებს, შესაძლებლობას მისცემს, უფრო საფუძვლიანად განსაჯონ ნებისმიერი დაავადების დროს თერაპიული ჩარევის სისწორე.

აგრეთვე მიეწოდება ინფორმაცია ვეტერინარული პრეპარატების მოხმარებას და ვაქცინაციის ზუსტი სქემების შესახებ, ცხოველის სახეობის, სეზონის, დაყოვნების პერიოდის გათვალისწინებით.
ფერმერებს სთავაზობს აგროსერვისის სრულ სპექტრს, როგორც ერთწლიან ისე მრავალ წლიან კულტურებში.

მცენარეთა ბიო დაცვის და გამოკვების საშუალებებს (სასუქებს, პესტიციდებს და სათესლე მასალას და სხვა);

  1. ცხოველთა კვება და მეცხოველეობაში გამოსაყენებელი საკვებდანამატები და მოვლის ჰიგიენური საშუალებები :

„აგრიქულაში“ ფართო არჩევანია შინაური ცხოველების მაღალტექნოლოგიური საკვების და საკვებდანამატების, მათ შორის  ძაღლის და კატის სრულყოფილი კვებისა და ჰიგიენის დასაცავი საშუალებების ფართო ასორტიმენტი.

  1. ვეტერინარული ინსტრუმენტები:

ამ განყოფილებაში ვეტერინარ ექიმებს და ფერმერებს აქვთ საშუალება მიიღონ კვალიფიციური კონსულტაცია ინსტრუმენტებზე და ხელსაწყოებზე, რაც საშუალებას მისცემს მათი პროფესიული საქმიანობის ეფექტიანად წარმართვისთვის.

6.    ფერმის ინვენტარი და ტექნიკა:

აქ მიწოდებული ინფორმაციის, შეთავაზებული ტექნიკით და ინვენტარით ფერმერებს თვითონ შეუძლიათ გადაჭრან ტექნიკური და ტექნოლოგიური პრობლემები. ამის გარდა, ეძლევა სასურველი ტექნიკის არჩევის საშუალება, რაც მათ შემოსავლების გაზრდის კარგ პირობას უქმნის.

აგრიქულა3333333333333333333

მცირე ფერმერული მეურნეობებისთვის ხილის და სხვა პროდუქტების გადასამუშავებელი აგრეგატები:

_ აქ ასევე წარმოებს საწველი აპარატების ცვეთადი ნაწილების გეგმიური შეცვლა, დაზიანების შემთხვევაში, შეკეთება, შეძენილი აპარატების საგარანტიო მომსახურება.

„აგრიქულაში“ ფუნქციონირებს ტრენინგ ცენტრი, რომელიც ემსახურება ფერმერებს და სპეციალისტებს, სფეროების მიხედვით, აგროექსპერტთა ჩართულობით არსებული სიახლეების და ტექნოლოგიების გაცნობაში, და შეგროვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე მათი საქმიანობის სწორად წარმართვაში; ფერმის, მეურნეობის მართვის თანამედროვე უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში.

რაც ყველაზე მთავარია,  „აგრიქულაში“  მოქმედებს ქულების დაგროვების პრინციპი. აქტიური და წარმატებული ფერმერები იღებენ საგრძნობ შეღავათებს, რათა დაზოგონ თანხა, რომელიც მათივე კეთილდღეობის გაუმჯობესებას მოხმარდება.

„როქი“, როგორც ვთქვი, დარგში ერთ-ერთი ყველაზე ნოვატორული კომპანიაა, რომელიც მუდმივად სიახლის ძიებაშია. კომპანიაში ამჟამად 60-მდე ადამიანია დასაქმებული, ორგანიზაცია კი მუდმივად ვითარდება და ახალ სამუშაო ადგილებსაც ქმნის.

სრულყოფილი მომსახურება, რასაც მრავალპრფილიანი, უნივერსალური მომსახურების ცენტრი „აგრიქულა“  სთავაზობს ფერმერებს, ჩვენს რეალობაში უპრეცედენტოა, აქ მოსული მომხმარებელი მაღალი ხარისხის, სრულყოფილ სერვისს იღებს და ამ საქმეში უაღრესად დიდი წვლილი მიუძღვით კომპანიის მენეჯმენტს და მაღალკვლიფიციურ თანამშრომლებს, რომლებიც მუდამ მზად არიან დაეხმარონ მათ სწორი არჩევანის გაკეთებაში.

აქვე იმასაც ვიტყვი, რომ მსგავსი მომსახურების სივრცის შექმნა მარტო კომპანია „როქის“ კი არა, მთელი ქალაქის და ქვეყნისთვის საამაყოა, რადგან ეს არის სერვისის ძალიან მაღალი დონე, რითაც ბევრი განვითარებული ქვეყანა მოიწონებდა თავს.

ჩვენ კი ბოლოს თავს უფლებას მივცემთ და გირჩევთ ეწვოთ „აგრიქულას“, რომელიც თბილისში, სამგორის მეტროს მიმდებარედ, ქეთევან წამებულის გამზირზე 77-ე ნომერში მდებარეობს, დარწმუნებული ვართ უდაოდ კმაყოფილი დარჩებით.

მოამზადა,

ნესტან გუგუშვილმა