CNN-მა ქართულ ღვინის შესახებ ორი ვიდეორგოლი მოამზადა
ერთწუთიანი ვიდეორგოლები, რომლებშიც საუბარია ქართული ღვინის მრავალფეროვნებაზე, ისტორიასა და კულტურაზე, CNN-ის ეთერში 15 იანვრიდან 28 იანვრამდე პერიოდში განთავსდება.
ტელეკომპანიის მხრიდან ქართული ღვინით დაინტერესება ქართული ღვინის შესახებ მომზადებულმა ვიდეორგოლმა „ღვინის სამშობლო წარმოგიდგენთ“ განაპირობა, რომელიც CNN-ის ეთერში გასული წლის 26 ნოემბრიდან, ერთი თვის განმავლობაში იყო განთავსებული.
CNN-ის მხრიდან ქართული ღვინის ისტორიის და თანამედროვეობის მიმართ ინტერესის გამოხატვა უმნიშვნელოვანესია ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის.
იხილეთ ვიდეო-რგოლების ლინკები:
https://www.facebook.com/nationalwineagency/videos/689667106364971
https://www.facebook.com/nationalwineagency/videos/645004420972157