დარგებიმეცხოველეობა

დაეხმარეთ ძროხებს სიცხის დამარცხებაში

ძროხები სიცხესა და ტენიანობაზე, როგორც წესი, ორი მაჩვენებლით რეაგირებენ: ჭამენ ნაკლებ საკვებს და იძლევიან ნაკლებ რძეს. კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც სიცხით და ტენიანობით გამოწვეულ სტრესთან ერთად იჩენს თავს, არის სომატური უჯრედების ზრდა რძეში. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე რჩევა, თუ როგორ შევამციროთ ზაფხულის სტრესი ძროხებში.

სთხოვეთ კვების სპეციალისტს შეამოწმოს თქვენი რაციონი, რათა განახორციელოს ცვლილებები რომლებიც დაეხმარება პირუტყვს მიიღოს იგივე რაოდენობის საკვები ნივთიერებები, ან არ შემცირდეს რძის რაოდენობა, ან ორივე ერთად. გარდა ამისა, დარწმუნდით რომ თქვენი ძროხები იღებენ საჭირო რაოდენობით A და E ვიტამინის, ასევე სელენიუმის. ეს ნივთიერებები აუმჯობესებენ იმუნური სისტემის ფუნქციონირებას, რომელიც საჭიროა ცურში ბაქტერიების მოხვედრის წინააღმდეგ და რძეში სომატურ უჯრედების რაოდენობასთან საბრძოლველად.

გააგრილეთ პირუტყვი იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია, რათა არ მოხდეს მათი შეჯგუფება სველ, დაბინძურებულ ადგილებში, სადაც ცურის დაბინძურების დიდი ალბათობაა. უფრო გრილად მყოფი ძროხების იმუნური სისტემა უკეთ ფუნქციონირებს და ებრძვის ცურში ბაქტერიების გამრავლებას. უზრუნველყავით ჩრდილი თუ ძროხები საძოვარზე ან ფერმის ღია ნაწილში არიან. დაამონტაჟეთ ფარდები და წყლის  შემასხურებლები თქვენი ფერმის სადგომებში, საწველი დარბაზის შესასვლელებთან, რათა გააგრილოთ ძროხები. ფერმებში ძროხების გასაგრილებლად წყლის ავზებსაც იყენებენ, თუმცა ამ შემთხვევაში აუციელებელია ავზებში სისუფთავის შენარჩუნება რათა არ მოხდეს ბაქტერიების გავრცელება.

შეინარჩუნეთ ცურების მაქსიმალური სისუფთავე, რათა ცურის თავებზე ბაქტერიების რაოდენობა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. სადგომებში სისუფთავის შენარჩუნება მნიშვნელოვანია ცურების სისუფთავისთვის, იმდენად, რომ დასაფენების და სავალი ბილიკების გაწმენდა უნდა მოხდეს ყოველი წველისას.

ეცადეთ გამოიყენოთ სხვადასხვა დასაფენები, რომლებზეც ნაკლებად ხდება ბაქტერიების დაგროვება, რადგან ცურის თავების ბაქტერიებით დაბინძურება მაშინ ხდება როცა ძროხები დასაფენზე ისვენებენ. ბევრი ფერმერი საფენად სილის გამოყენებას ანიჭებს უპირატესობას. თუ თქვენი ფერმის ნარჩენებთან გამკლავების სისტემას არ შეუძლია სილასთან გამკლავება, მაშინ გამოიყენეთ ღუმელში გამომშრალი ნახერხი ან ბურბუშელა (kiln-dried sawdust/shavings), უმჯობესია ფიჭვის მასალის გამოყენება. შესაძლოა ასევე  pH-ის დონის მარეგულირებელი ნივთიერებების დამატება, რათა შევამციროთ ბაქტერიების ზრდის ტემპი საფენში, ასეთი დანამატის დამატება უნდა მოხდეს 2-3 დღიანი შუალედებით.

ცურის შესაბამისი მომზადება წველისთვის კრიტიკული ფაქტორია ცურში ბაქტერიების გავრცელების წინააღმდეგ. წველამდე და წველის შემდეგ ცურის თავის დასამუშავებელი სითხეების გამოყენება, ცურის თავების სწორი გაწმენდა და გაშრობა, ასევე საწველ აპარატზე მიერთების დროის მინიმიზება მნიშვნელოვანია ახალი ინფექციების გავრცელების წინააღმდეგ და სომატური უჯრედების დაბალი მაჩვენებლის შესანარჩუნებლად რძეში.

მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეიძლება ვე მოახერხოთ სიცხის და ტენიანობის სტრესული გავლენის სრულად აღმოფხვრა, არსებობს გზები, რომლებიც დაგეხმარებათ უარყოფითი ეკონომიკური ეფექტის შემცირებაში.

წყარო: http://georgiandairy.org/ka/post/daekhmaret-dzrokhebs-sitskhis-damartskhebashi, hoards.com/