მანდარინის მოვლა-მოყვანის ინტენსიური ტექნოლოგია (რეკომენდაცია)

  მანდარინის საბაღე ნაკვეთის შერჩევა და გაშენება

მანდარინის ბა­ღე­ბის გაშენებისას მე­ტად დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ადგილის ოპტიმალური პირობების შერჩევას და მის სწორ ორგანიზაციას. ტე­რი­ტო­რი­ის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­ათ­ვის პრინ­ცი­პუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს რე­ლი­ეფს. არ­ჩე­ვენ ვა­კე და მცი­რე და­ქა­ნე­ბის (0-50), სა­შუ­ა­ლო და­ქა­ნე­ბის (5-200) ფერ­დო­ბებს, ძლი­ერ და­ქა­ნე­ბუ­ლი კი 20-30 გრა­დუსს არ უნ­და აღ­ემ­ატ­ებ­ოდ­ეს. ნი­ად­აგ­ის რგვის­წი­ნა და­მუ­შა­ვე­ბისა და მცე­ნა­რე­თა გა­შე­ნე­ბისათვის საჭიროა შემდეგი ღონისძიებების გატარება, რათა სა­მუ­შაო წე­სი­ერ­ად და მცე­ნა­რე­თა მოთ­ხოვ­ნი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად შეს­რულ­დეს.

ყო­ვე­ლი­ვე ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია პლან­ტა­ჟის ან ნი­ად­აგ­ის ღმა და­მუ­შა­ვე­ბა-გაფ­ხვი­ერ­ებ­ით. ხა­რის­ხი­ან დაპ­ლან­ტა­ჟე­ბა­ზე დი­და­დაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი მანდარინის ნარ­გა­ვე­ბის სი­ცოც­ხლი­სუ­ნა­რი­ან­ო­ბა და მო­სავ­ლი­ან­ო­ბა. ეს იმ­ით აიხ­სნე­ბა, რომ უმ­ჯო­ბეს­დე­ბა ნი­ად­აგ­ის ფი­ზი­კურ-ქი­მი­უ­რი თვი­სე­ბე­ბი, წყლის გამ­ტა­რი­ან­ო­ბა.

პლან­ტა­ჟის დროს ნი­ად­აგ­ის ქვე­და ფე­ნა ზე­ვით ბრუნ­დე­ბა და წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სით­ბო-სი­ცი­ვის, მი­ნე­რა­ლუ­რი და ორ­გა­ნუ­ლი ნივ­თი­ერ­ებ­ებ­ის გავ­ლე­ნით კულ­ტუ­რუ­ლი ნი­ად­აგ­ის თვი­სე­ბებს ღე­ბუ­ლობს. ქვე­და ფე­ნა­ში მოქ­ცე­უ­ლი ზე­და ფე­ნა კი, მცე­ნა­რე­ებ­ის უკ­ეთ ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს.

ნი­ად­აგ­ის ნა­ყო­ფი­ერ­ებ­ის ას­ამ­აღ­ლებ­ლად უდ­იდ­ე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენ­იჭ­ე­ბა მანდარინის დარ­გვის წინ პარ­კო­სა­ნი კულ­ტუ­რე­ბის თეს­ვას. პარ­კო­სან მცე­ნა­რე­ებს კულ­ტუ­რულ მდგო­მა­რე­ობ­ა­ში მო­ყავს და­რეც­ხი­ლი ეწ­ე­რი და მცი­რე სის­ქის ნი­ად­აგ­ე­ბი, აუმ­ჯო­ბე­სებს მათ თვი­სე­ბებს, ამ­იტ­ომ, სა­სურ­ვე­ლია ბა­ღის გა­შე­ნე­ბამ­დე 2-3 წლით ად­რე პარ­კო­სა­ნი მცე­ნა­რე­ებ­ის თეს­ვა და ნი­ად­აგ­ში ჩახ­ვნა.

მანდარინის  ჯიშები  გან­სხვავ­დე­ბი­ან გან­ვი­თა­რე­ბის სიძ­ლი­ერ­ი­თა და ხან­გრძლი­ვო­ბით, ამ­იტ­ომ ისინი სხვადასხვა კვე­ბის არ­ეს მო­ით­ხოენ. მცე­ნა­რე­თა გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან გავ­ლე­ნას ახ­დენს სა­ძი­რე­ე­ბი, ად­გი­ლის კლი­მა­ტუ­რი და ნი­ად­აგ­უ­რი პი­რო­ბე­ბი და სხვა ფაქ­ტო­რე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სუბ­ტრო­პი­კულ ზო­ნა­ში სა­დაც მცე­ნა­რე­ე­ბი ხან­გრძლი­ვი პე­რი­ოდ­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ყინ­ვი­სა­გან არ ზი­ან­დე­ბი­ან, მე­ტად გახ­ში­რე­ბუ­ლი ნარ­გა­ვე­ბის გა­შე­ნე­ბა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი არ არ­ის და ამ­ას არც წარ­მო­ებ­ის  მუ­შა­კე­ბიც უჭ­ერ­ენ მხარს. ამ­იტ­ომ­აა, რომ აგ­რო­წე­სე­ბის გან­ხილ­ვი­სას მან­და­რი­ნის კვე­ბის არ­ედ მი­ღე­ბუ­ლია 5×2-მ, ე. ი. 1000 ძი­რი ჰექ­ტარ­ზე.

ნერგის დარგვა

და­სარ­გა­ვი ორ­მო­ებ­ის ამ­ოღ­ებ­ის ვა­დე­ბი და მა­თი ზო­მე­ბი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ნაკ­ვე­თის მომ­ზა­დე­ბის წეს­ზე.  მანდარინს რგა­ვენ შე­მოდ­გო­მა­ზე – ოქ­ტომ­ბერ­ში ან გა­ზაფ­ხულ­ზე ვე­გე­ტა­ცი­ის დაწ­ყე­ბამ­დე. შე­მოდ­გო­მა­ზე რგვა კარგ შე­დეგს იძ­ლე­ვა გან­სა­კუთ­რე­ბით იმ რა­ი­ონ­ებ­ში, სა­დაც თბი­ლი და ხან­გრძლი­ვი შე­მოდ­გო­მა იც­ის, რად­გან ას­ეთ ამ­ინ­დში უკ­ეთ­ ხდე­ბა და­ფეს­ვი­ან­ე­ბა და მცე­ნა­რე ზრდას ად­რე გა­ზაფ­ხულ­ზე იწ­ყებს. გა­ზაფ­ხულ­ზე დარ­გუ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბი კი, სუბ­ტრო­პი­კუ­ლი რა­ი­ონ­ებ­ის­ათ­ვის და­მა­ხა­სი­ათ­ებ­ე­ლი გვალ­ვე­ბის მავ­ნე მოქ­მე­დე­ბას გა­ნიც­დი­ან. შე­მოდ­გო­მა­ზე რგვის უარ­ყო­ფი­თი მხა­რე ის არ­ის, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­მო­ზამ­თრე­ბის პირ­ველ­სა­ვე წელს მცე­ნა­რე ყინ­ვამ და­აზ­ი­ან­ოს. გა­მოც­დი­ლე­ბამ გვიჩ­ვე­ნა, რომ თუ მცე­ნა­რე­ე­ბი ად­რე შე­მოდ­გო­მით გა­შენ­და, არა უგ­ვი­ან­ეს 25 ოქ­ტომ­ბრი­სა, და მათ დარ­გვის­თა­ნა­ვე შე­მო­ეყ­ა­რა საკ­მა­რი­სი მი­წა, და­ღუპ­ვი­სა­გან და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა. ყინ­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­ზი­ან­დე­ბა მი­წის­ზე­და ნა­წი­ლი, რაც პირ­ველ­სა­ვე წელს სწრა­ფად აღ­დგე­ბა.

დარ­გვამ­დე 2-3 კვი­რით ად­რე ორ­მო­ებს ავ­სე­ბენ. მა­ნამ­დე, ამ­ოღ­ებ­უ­ლი მი­წის ზე­და ფე­ნას ურ­ევ­ენ ორ­გა­ნულ და მი­ნე­რა­ლურ სა­სუ­ქებს. მა­თი დო­ზე­ბი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ნი­ად­აგ­ის შედ­გე­ნი­ლო­ბა­ზე. თუ სა­სუ­ქი ნი­ად­აგ­ის და­მუ­შა­ვე­ბამ­დე არ იყო შე­ტა­ნი­ლი, დარ­გვი­სას შე­აქვთ 10-25 კგ-მდე გა­დამ­წვა­რი ნა­კე­ლი და 500-800 გ-მდე სუ­პერ­ფოს­ფა­ტი. მძი­მე თიხ­ნარ ნი­ად­აგ­ებს უმ­ატ­ებ­ენ 30 კგ ქვი­შას, მჟა­ვე ნი­ად­აგ­ებ­ზე კი – კირს.

ნერ­გი არ უნ­და და­ირ­გოს ღრმად, ან ზე­რე­ლედ, ამ­ას დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მცე­ნა­რის მო­მა­ვა­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის. ნარ­გა­ვის ფეს­ვის ყე­ლი 2-3 სმ-ით მაღ­ლა უნ­და იქ­ნეს. ეს სა­ჭი­როა იმ­ის­ათ­ვის, რომ მი­წის დას­კდო­მის შემ­დეგ ნერ­გი ნი­ად­აგ­ში ნორ­მა­ლუ­რად მო­თავ­სდეს. სა­ჭი­როა ახ­ალ­გაზრ­და მცე­ნა­რე სა­იმ­ედ­ოდ მი­ვაკ­რათ ჭი­გოს, რად­გან აუკ­ვრე­ლი ნერ­გი ქა­რის დროს ქა­ნა­ობს, ფეს­ვე­ბი ერ­ყე­ვა და ცუ­დად ვი­თარ­დე­ბა.

ნიადაგის საფარის მოვლა

მანდარინის ნარ­გა­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მთე­ლი ციკ­ლი შე­იძ­ლე­ბა და­იყ­ოს სამ ძი­რი­თა­დად პე­რი­ოდ­ად:

პირველი _ ახ­ალ­გაზრ­და მცე­ნა­რე­ებ­ის ფორ­მი­რე­ბა მსხმო­ი­არ­ობ­ის დაწ­ყე­ბამ­დე, რომ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხე­ე­ბი ძლი­ერ იზრ­დე­ბა;

მე­ო­რე – გაძ­ლი­ერ­ებ­უ­ლი მსხმო­ი­არ­ო­ბა, მცე­ნა­რის ვე­გე­ტა­ცი­ურ ზრდას­თან ერ­თად ვი­თარ­დე­ბა გე­ნე­რა­ცი­უ­ლი ორ­გა­ნო­ე­ბი;

მე­სა­მე – კლე­ბუ­ლობს მცე­ნა­რე­თა ზრდი­სა და მსხმო­ი­არ­ობ­ის ტემ­პი, რო­მე­ლიც სა­ბო­ლო­ოდ მა­თი და­ღუპ­ვით მთავრ­დე­ბა.

ახ­ალ­გაზრ­და ნარ­გა­ვე­ბის ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბა, მსხმო­ი­არ­ო­ბა, აგ­რეთ­ვე ყინ­ვა­გამ­ძლე­ო­ბა დი­და­დაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი მწკრივ­თა­შო­რი­სებ­ში ნი­ად­აგ­ის მოვ­ლის ხერ­ხებ­ზე. მწკრივ­თა­შო­რი­სებ­ში მრა­ვალ­წლი­ა­ნი ბა­ლა­ხე­ბის თეს­ვა რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია მა­ნამ, ვიდ­რე ნარ­გა­ვე­ბი ხუ­თი წლი­სა გახ­დე­ბა. ით­ეს­ე­ბა ხის შტამ­ბი­დან 75-100 სმ და­შო­რე­ბით. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წი­თელ­მი­წა ნი­ად­აგ­ებ­ზე მან­და­რი­ნის ახ­ალ­გაზრ­და ნარ­გა­ვე­ბის მოვ­ლის ძი­რი­თა­დი ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ია:

  1. მწკრივ­თა­შო­რი­სებ­ში ნი­ად­აგ­ის მოვ­ლის ხერ­ხე­ბის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბა პლან­ტა­ცი­ის ად­გილ­მდე­ბა­რე­ობ­ის, რე­ლი­ეფ­ი­სა და ნი­ად­აგ­უ­რი პი­რო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით;
  2. ნი­ად­აგ­ის და­მულ­ჩვა ტორ­ფით, მწვა­ნე ორ­გა­ნუ­ლი მა­სით, შა­ვი­ პო­ლი­ეთ­ილ­ენ­ის აფს­კით, ტო­ლით, იზ­ოლ­ა­თი და სხვა;
  3. ფერ­დო­ბებ­ზე გა­შე­ნე­ბულ ახ­ალ­გაზრ­და ბა­ღებ­ში ნი­ად­აგ­ის ერ­ოზ­ი­ას­თან საბრ­ძოლ­ვე­ლად და ნა­ყო­ფი­ერ­ებ­ის ას­ამ­აღ­ლებ­ლად, მი­ზან­შე­წო­ნი­ლია მრა­ვალ­წლი­ა­ნი ბა­ლახ­ნა­რე­ვე­ბის, მარ­ცვლო­ვან-პარ­კო­სან­თა თეს­ვა. ამ­ას­თან მცე­ნა­რე­ებ­ზე ბა­ლა­ხე­ბის უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნის შე­სამ­ცი­რებ­ლად სა­ჭი­როა:
  4. მსხმო­ი­ა­რე ბა­ღე­ბის ყო­ველ­წლი­უ­რი გა­და­ბარ­ვის უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნის გა­მო მწკრივ­თა­შო­რი­სე­ბის გა­და­უბ­არ­ავ­ად და­ტო­ვე­ბა, ამ­ას­თან გა­და­ბარ­ვის ნაც­ვლად 5-7 სმ-ის სიღრ­მე­ზე ზე­და­პი­რუ­ლი გაფ­ხვი­ერ­ე­ბა;
  5. ზედ­მე­ტად და­სა­რევ­ლი­ან­ებ­ულ ბა­ღებ­ში, მრა­ვალ­წლი­ა­ნი ბა­ლა­ხე­ბის და სი­დე­რა­ტე­ბის ჩა­ბარ­ვა;
  6. და­მულ­ჩვი­სა და ბა­ლახ­თეს­ლი­ან სი­დე­რა­ტებ­ზე ან ან­ე­ულ­ზე გა­დას­ვლი­სას ნი­ად­აგ­ის და­მუ­შა­ვე­ბა ციტ­რუ­სო­ვან მცე­ნა­რე­თა ფესვ­თა სის­ტე­მის გან­ლა­გე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

სა­რე­ვე­ლა­თა მო­სას­პო­ბად იყ­ენ­ებ­ენ სხვა­დას­ხვა ქი­მი­ურ ნივ­თი­ერ­ებ­ას ე. წ. ჰერ­ბი­ცი­დებს. ციტ­რუ­სო­ვან­თა ნარ­გა­ვებ­ში სა­რე­ვე­ლე­ბის წი­ნა­აღმ­დეგ ბრძო­ლი­სათ­ვის უფ­რო ეფ­ექ­ტუ­რია სი­მა­ზი­ნი­სა და ატ­რა­ზი­ნის ხსნა­რე­ბით ნი­ად­აგ­ის და­მუ­შა­ვე­ბა. ჰექ­ტარ­ზე სა­ჭი­როა 4-8 კგ პრე­პა­რა­ტი მოქ­მედ ნივ­თი­ერ­ებ­ა­ზე გა­და­ან­გა­რი­შე­ბით.

მორ­წყვა.  კულ­ტუ­რუ­ლი მცე­ნა­რე­ებ­ის ნორ­მა­ლუ­რი ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბა და მო­სავ­ლი­ან­ო­ბა, რო­გორც ცნო­ბი­ლია, დი­და­დაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ნი­ად­აგ­ში წყლის რე­ჟიმ­ზე. წყა­ლი მცე­ნა­რეს აწ­ოდ­ებს საკ­ვებ ელ­ემ­ენ­ტებს, მის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია მცე­ნა­რის სი­ცოც­ხლე. ერ­თე­უ­ლი მშრა­ლი ნივ­თი­ერ­ებ­ებ­ის შე­საქ­მნე­ლად მცე­ნა­რე სა­ჭი­რო­ებს 220-300 და ზოგ­ჯერ 900 ერ­თე­ულ წყალს.

ფერ­დო­ბებ­სა და ტე­რა­სებ­ზე გა­შე­ნე­ბუ­ლი ნარ­გა­ვე­ბი მე­ტად გა­ნიც­დის ტე­ნის დე­ფი­ციტს, რად­გა­ნაც მა­რაგ­დე­ბი­ან მხო­ლოდ ატ­მოს­ფე­რუ­ლი წყლით, ამ­იტ­ომ ის­ი­ნი მოკ­ლე­ბუ­ლი არ­ი­ან კა­პი­ლა­რულ ქმედებას გრუნ­ტის წყლე­ბის დიდ სიღრ­მე­ზე არ­სე­ბო­ბის გა­მო. შა­ვი ზღვის სა­ნა­პი­რო ზოლ­ში, სა­დაც ძირითადად გავრ­ცე­ლე­ბუ­ლია მანდარინის კულ­ტუ­რა, ატ­მოს­ფე­რუ­ლი ნა­ლე­ქე­ბის რა­ოდ­ენ­ო­ბა საკ­მა­რი­სია და ცალ­კე­უ­ლი რა­ი­ონ­ებ­ის მი­ხედ­ვით წლი­ურ­ად 1300-2500 მმ-ს აღ­წევს. მი­უხ­ედ­ავ­ად ამ­ი­სა, ციტ­რუ­სო­ვა­ნი კულ­ტუ­რე­ბი მა­ინც გა­ნიც­დი­ან წყლის სიმ­ცი­რეს წლის ზო­გი­ერთ პე­რი­ოდ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ზაფ­ხულ­ში, რო­დე­საც ად­გი­ლი აქვს ყვა­ვი­ლე­ბის წარ­მოქ­მნას და ნას­კვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

მანდარინის ბაღის განოყიერება

ციტ­რუ­სოვ­ნე­ბი, განსაკუთრებით  კი მანდარინი უხ­ვად მსხმო­ი­ა­რე მცე­ნა­რე­ებს მი­ეკ­უთ­ვნე­ბა. ის­ი­ნი ერ­თსა და იმ­ა­ვე ნაკ­ვეთ­ზე დიდ­ხანს იზრ­დე­ბა. ყო­ველ­წლი­ურ­ად მო­სა­ვალ­თან ერ­თად  ნი­ად­აგ­იდ­ან გა­მო­აქვს საკ­მაო რა­ოდ­ენ­ობ­ის საკ­ვე­ბი ნივ­თი­ერ­ებ­ე­ბი და აღ­არ­იბ­ებს მას.

მანდარინის ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აგ­რო­ტექ­ნი­კის ამ­ოც­ან­აა კვე­ბის გაძ­ლი­ერ­ე­ბა ზრდის და­საწ­ყის­ში ვარ­ჯის ფორ­მი­რე­ბის და­საჩ­ქა­რებ­ლად. შემ­დგომ­ში სა­სუ­ქე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი აზ­ოტ­ი­ა­ნი, გა­მო­იყ­ენ­ე­ბა ზრდის ტალ­ღე­ბის დაწ­ყე­ბის წინ.

მანდარინის გა­ნო­ყი­ერ­ებ­ი­სა და ნა­ყო­ფე­ბის დი­ეტ­უ­რი თვი­სე­ბე­ბის გა­მო, დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენ­იჭ­ე­ბა მისი კვე­ბის სა­კით­ხებს. ამ­იტ­ომ მანდარინის გა­ნო­ყი­ერ­ებ­ა­ში ცალ­კე­უ­ლი საკ­ვე­ბი ნივ­თი­ერ­ებ­ებ­ის რო­ლის შე­სა­ფა­სებ­ლად დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ელ­ემ­ენ­ტის იმ რა­ოდ­ენ­ობ­ის ცოდ­ნას, რო­მე­ლიც გა­მო­იტ­ან­ე­ბა ნი­ად­აგ­იდ­ან მო­სავ­ლის სა­ხით. გ. ურ­უშ­აძ­ის გა­მოკ­ვლე­ვე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ ყო­ვე­ლი 50 ტ/ჰა სა­შუ­ა­ლო მო­სავ­ლი­ან­ობ­ის­ას მან­და­რი­ნის ნა­ყოფს ნი­ად­აგ­იდ­ან გა­მო­აქვს: აზ­ო­ტი – 75, ფოს­ფო­რი – 30 და კა­ლი­უ­მი – 125 კგ. მა­თი ჯა­მი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აღ­ემ­ატ­ე­ბა ფოს­ფო­რის, მაგ­ნი­უმ­ის, გო­გირ­დის, რკი­ნის, ბო­რის, მან­გა­ნუ­მის, სპი­ლენ­ძის და ალ­უმ­ინ­ის ჯამს. მა­შა­სა­და­მე, ციტ­რუ­სე­ბის ნა­ყო­ფის მი­ერ ნი­ად­აგ­ის ას­ე­თი გა­ღა­რი­ბე­ბა უნ­და შე­ივ­სოს მა­თი გა­ნო­ყი­ერ­ებ­ის სა­ფუძ­ველ­ზე.

აზ­ოტ­­­ნი სა­სუ­ქე­ბი. აზ­ოტ­ის რო­ლი მცე­ნა­რის ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბა­ში მე­ტად დი­დია და გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ეს გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ამ კულ­ტუ­რე­ბის აზ­ოტ­ზე დი­დი მოთ­ხოვ­ნი­ლე­ბით და წი­თელ­მი­წა და ეწ­ერ ნი­ად­აგ­ებ­ში აზ­ოტ­ის სი­ღა­რი­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­სუ­ქის მი­მართ მა­ღალ მოთ­ხოვ­ნას მანდარინის მცენარეები ამ­ჟღავ­ნე­ბენ ყვა­ვი­ლო­ბის დროს, რადგანაც აზ­ოტ­ის ნაკ­ლე­ბო­ბის გა­რეგ­ნუ­ლი ნიშ­ნე­ბი პირ­ველ რიგ­ში ფოთ­ლე­ბის სიყ­ვით­ლე­ში ვლინ­დე­ბა, რომ­ლის დრო­საც სუს­ტად ვი­თარ­დე­ბი­ან, აქვთ დაკ­ნი­ნე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბა, მცი­რე ზო­მის, ღია მწვა­ნე შე­ფე­რი­ლო­ბის ფოთ­ლე­ბი და ტო­ტე­ბი, შემ­ცი­რე­ბუ­ლი აქვთ ყვა­ვი­ლე­ბი­სა და გა­მო­ნას­კვუ­ლი ნა­ყო­ფე­ბის რა­ოდ­ენ­ო­ბა, ას­ე­ვე მო­მა­ვა­ლი წლის სა­ნა­ყო­ფე კვირ­ტე­ბის ჩა­სახ­ვა.

აზ­ოტ­ით ცალ­მხრი­ვი ჭარ­ბი კვე­ბა იწ­ვევს მათ გაძ­ლი­ერ­ებ­ულ ზრდას, ფა­შა­რი ქსო­ვი­ლე­ბის მქო­ნე დი­დი ზო­მის ფოთ­ლე­ბი­სა და მო­უმ­წი­ფე­ბელ და უნ­აყ­ო­ფო, ე. წ. “სან­თე­ლა” ყლორ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, რაც მა­თი ყინ­ვის, და­ავ­ად­ებ­ებ­ის, ავ­ადმ­ყო­ფო­ბე­ბის და მავ­ნე­ბელ­თა მი­მართ გამ­ძლე­ობ­ის შე­სუს­ტე­ბას იწ­ვევს, მცირ­დე­ბა ნა­ყოფმ­სხმო­ი­არ­ობ­აც. გან­ვით­რე­ბუ­ლი ნა­ყო­ფე­ბი ნა­რინ­ჯის­ფე­რის მა­გივ­რად მწვა­ნეა და უხ­არ­ის­ხო, მიდ­რე­კი­ლე­ბა აქვთ სი­დამ­პლი­სა­კენ.

მანდარინის პლანტაციაში აგ­რო­წე­სე­ბის მი­ხედ­ვით სა­ჭი­როა აზ­ოტ­ი­ა­ნი სა­სუ­ქე­ბის ყო­ველ­წლი­უ­რი შე­ტა­ნა – მი­სი ას­ა­კი, მო­სავ­ლის დო­ნი­სა და ნი­ად­აგ­ის გა­ნო­ყი­ერ­ებ­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ნე­შომ­პა­ლა-კარ­ბო­ნა­ტულ, ალ­უვ­ი­ურ, გა­ეწ­რე­ბულ, წი­თელ­მი­წა, ყომ­რალ ნი­ად­აგ­ებ­ზე გა­შე­ნე­ბულ ბა­ღებ­ში შე­აქვთ:

1-3 წლამ­დე – 30-40 /მცე­ნა­რე­ზე;   6-8 წლამ­დე – 100-150 /მცე­ნა­რე­ზე;

   4-5 წლამ­დე – 60-80 /მცე­ნა­რე­ზე;   9 წელ­ზე მე­ტი – 200-250 /მცე­ნა­რე­ზე.

    ფოს­ფო­რი­­ნი სა­სუ­ქე­ბი. ფოს­ფო­რი ად­იდ­ებს და აჩ­ქა­რებს მანდარინის მსხმო­ი­არ­ებ­ას, ხელს უწ­ყობს მცე­ნა­რე­ში აზ­ოტ­ის შეღ­წე­ვას და არ­ეგ­ულ­ირ­ებს აზ­ოტ­ურ კვე­ბას, ფოს­ფო­რი ხნოვანი ნა­წი­ლე­ბი­დან ად­ვი­ლად გა­და­ინ­აც­ვლებს ახ­ალ­გაზრ­და­ში, ამ­იტ­ომ მას­ში იგი ყო­ველ­თვის მე­ტია. ფოს­ფო­რის სიმ­ცი­რე აფ­ერ­ხებს მცენარის ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბას, ყვა­ვი­ლო­ბა­სა და ნა­ყოფმ­სხმო­ი­არ­ობ­ას. ის ივ­ით­არ­ებს მცი­რე ზო­მის მუქ-მწვა­ნე ფოთ­ლებს. ამ ელ­ემ­ენ­ტის ძლი­ე­რი დე­ფი­ცი­ტის პი­რო­ბებ­ში ყლორ­ტის ქვე­და ნა­წილ­ში წარ­მოქ­მნი­ლი ფოთ­ლე­ბი იღ­ებ­ენ ალ­ის­ფერ შე­ფე­რი­ლო­ბას, შემ­დგომ­ში ქსო­ვი­ლე­ბის კვდო­მის შე­დე­გად მათ­ზე წარ­მო­იქ­მნე­ბა ყა­ვის­ფე­რი ლა­ქე­ბი, რომ­ლე­ბიც თან­და­თან ერ­თდე­ბი­ან, რის გა­მოც ფო­თო­ლი მთლი­ან­ად ხმე­ბა და ცვი­ვა.

მეც­ნი­ერ­თა რე­კო­მენ­და­ცი­ით ფოს­ფო­რი­ა­ნი სა­სუ­ქე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­აქვთ ას­ე­თი წე­სით: ფოს­ფო­რით ძლი­ერ ღა­რიბ ნი­ად­აგ­ზე 4 წლის ნორ­მა ერ­თხელ, შემ­დეგ წლებ­ში კი ნი­ად­აგ­ის ფოს­ფო­რით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის შე­სა­ბა­მი­სად. ფოს­ფო­რი­ა­ნი სა­სუ­ქე­ბის შე­ტა­ნის ოპ­ტი­მა­ლურ ვა­დად ითვლება  დე­კემ­ბერ-მარტი, ნი­ად­აგ­ის დამუშავების წინ. ფოსფორიანი სასუქების გმოყენება ხდება დადგენილი და რეკომენდირებული ინდექსებით 1 -5 წლამდე 150 გ მცენარეზე; 6 და მეტი წლისაზე კი – 300 გრ მცენარეზე.

კა­ლი­უმ­­­ნი სა­სუ­ქე­ბი. კა­ლი­უ­მი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რა­ოდ­ენ­ობ­ით შე­დის ნა­ყოფ­ში და ვე­გე­ტა­ტი­ურ ორ­გა­ნო­ებ­ში. ამ ელ­ემ­ენ­ტის სიმ­ცი­რის შემ­თხვე­ვა­ში მცენარეები ივ­ით­არ­ებ­ენ დი­დი რა­ოდ­ენ­ობ­ით წვრილ ფოთ­ლებს, რომ­ლებ­ზეც შე­ინ­იშ­ნე­ბა კა­ლი­უმ­ის სიმ­ცი­რის სიმ­პტო­მი – “კი­დე­ებ­ის სი­დამ­წვრე”. გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ნა­ყო­ფე­ბი წვრი­ლია, თხე­ლი და სრი­ა­ლა კა­ნით, მუ­ქი ფე­რის ლა­ქე­ბით. კა­ლი­უმით შიმ­ში­ლის დროს კი­დევ უფ­რო ძლი­ერ­დე­ბა ეს სიმ­პტო­მე­ბი, რის გა­მოც მი­ნი­მუ­მამ­დე ეც­ე­მა ციტ­რუ­სე­ბის მო­სა­ვა­ლი და უარ­ეს­დე­ბა ნა­ყო­ფე­ბის ხა­რის­ხი.

კა­ლი­უმ­ი­ა­ნი სა­სუ­ქე­ბის შე­ტა­ნა მანდარინის პლანტაციაში ხდე­ბა ნი­ად­აგ­ში გაც­ვლი­თი კა­ლი­უმ­ის შემ­ცვე­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. თუ მი­სი რა­ოდ­ენ­ო­ბა 100 გ ნი­ად­აგ­ში 15 მგ-ზე ნაკ­ლე­ბია, ნი­ად­ა­გი ღა­რი­ბია კა­ლი­უმ­ით და სა­ჭი­როა მი­სი შე­ტა­ნა სრუ­ლი დო­ზით. თუ გაც­ვლი­თი კა­ლი­უ­მი 15-20 მგ-ის რა­ოდ­ენ­ობ­ით­აა, ას­ე­თი ნი­ად­ა­გი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია და კა­ლი­უმ­ი­ა­ნი სა­სუ­ქე­ბი არ შე­იტ­ან­ე­ბა. დად­გე­ნი­ლია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­სუ­ქე­ბის შე­ტა­ნა წლო­ვა­ნე­ბის მი­ხედ­ვით დიდ ეფ­ექტს იძ­ლე­ვა: ღა­რიბ, ალ­უვ­ი­ურ, ეწ­ერ და წი­თელ­მი­წა ნი­ად­აგ­ებ­ზე 1-5 წლამ­დე შე­იტ­ან­ე­ბა 50 კგ, ხუთ წელ­ზე მე­ტი ხნის ნარ­გა­ობ­ა­ში 100 კგ, მდი­დარ კარ­ბო­ნა­ტულ ნი­ად­აგ­ებ­ზე 1-5 წლის ას­აკ­ში შე­იტ­ან­ე­ბა 60 კგ, ხო­ლო 5 წლის შემ­დეგ ყო­ველ ოთხ წე­ლი­წად­ში ერ­თხელ 100 კგ. კა­ლი­უმ­ი­ა­ნი სა­სუ­ქე­ბის შე­ტა­ნის სა­უკ­ეთ­ე­სო ვა­დე­ბია დე­კემ­ბე­რი და მარ­ტი, გა­და­ბარ­ვი­სას ნი­ად­აგ­ში ჩა­კე­თე­ბით 15-20 სმ-ის სიღრ­მე­ზე.

მიკროელემენტების: თუთიისა და მანგანუმის შეტანა უნდა მოხდეს ყოველწლიურად გაზაფხულზე ფოთლებზე შესხურებით, შემდეგი ნარევით: თუთია (500 –1000 მგ/ლიტ).+მანგანუმი (300–700მგ/ლიტ), შესაძლებელია მათი ცალ–ცალკე შესხურება.

მ ჟ ა ვ ი ა ნ ო ბ ა ph. მანდარინი კარგად იზრდება საშუალო მჟავიანობის პერიოდში, როცა ph=5,5–6-ია. მაღალი მჟავიანობის დროს ხდება მოკირიანება დოლომიტის, დეფეკაციური ტალახის ან კირის შეტანით. მათი დოზების განსაზღვრა ხდება ქიმიური ანალიზის საფუძველზე.

ორგანული სასუქები:     მანდარინის მცენარების გა­ნო­ყი­ერ­ებ­ის სის­ტე­მა­ში პირ­­­ვე­ლი ად­გი­ლი უკ­ავ­ი­ათ ორ­გა­ნულ სა­სუ­ქებს. ნი­ად­აგ­ში ორ­გა­ნუ­ლი ნივ­თი­ერ­ებ­ებ­ის სიმ­ცი­რის დროს ად­გი­ლი აქვს ყვა­ვი­ლე­ბი­სა და ნას­კვე­ბის ინ­ტენ­სი­ურ ჩა­მოც­ვე­ნას. მანდარინის ნარ­გა­ობ­ა­ში ორ­გა­ნულ სა­სუ­ქად შე­იძ­ელ­ე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნეს მი­სი ყვე­ლა ფორ­მა: ნა­კე­ლი, ბი­ოჰ­უმ­უ­სი, ტორ­ფკომ­პოს­ტე­ბი, ტორ­ფფე­კა­ლუ­რი კომ­პოს­ტე­ბი და სხვა, რო­მელ­თა ნორ­მე­ბი ცვა­ლე­ბა­დობს მცე­ნა­რის ას­აკ­ი­სა და ნი­ად­აგ­ის ნა­ყო­ფი­ერ­ებ­ის მი­ხედ­ვით.  ნაკელი და ტორფ-კომპოსტი ნიადაგში შეიტანება,  მანდარინის რიგთაშორისებში, 1-დან 5 წლამდე – 25; 5-10 წლამდე – 40; ათზე მეტი კი 60 კგ.

სი­დე­რა­ცია. ციტ­რუ­სო­ვან­თა ბა­ღე­ბის ნა­ყო­ფი­ერ­ებ­ის აღ­დგე­ნა­ში დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენ­იჭ­ე­ბა მწვა­ნე სა­სუ­ქებს. ახ­ალ­გაზრ­და პლან­ტა­ცი­ის და­მუ­შა­ვე­ბულ ზოლ­ში, აგ­რეთ­ვე მსხმო­ი­ა­რე პლან­ტა­ცი­ებ­ის მწკრივ­თა­შო­რი­სებ­ში, სა­დაც ნი­ად­ა­გი და­ფა­რუ­ლი არ­აა ხის ვარ­ჯით, სა­ჭი­როა შე­მოდ­გო­მა-ზამ­თრის სი­დე­რა­ტე­ბის თეს­ვა 20 ივ­ლი­სი­დან 15 აგ­ვის­ტომ­დე. თუ რა­ი­მე მი­ზე­ზის გა­მო სი­დე­რა­ტე­ბი არ და­ით­ე­სა, მა­შინ 1 აგ­ვის­ტო­დან მწკრივ­თა­შო­რი­სებ­ში ტო­ვე­ბენ ბუ­ნებ­რივ ბა­ლახს, რო­მე­ლიც ით­იბ­ე­ბა 30-40 სმ-ის სი­მაღ­ლის მიღ­წე­ვი­სას.

მჟა­ვე რე­აქ­ცი­ი­სა და ჩა­რეც­ხილ ნი­ად­აგ­ებ­ზე შე­მოდ­გო­მა-ზამ­თრის სი­დე­რა­ტე­ბად გა­მო­იყ­ენ­ე­ბა: ყვი­თე­ლი, ლურ­ჯი და თეთ­რი ხან­ჭკო­ლა, ბარ­და და ჩი­ტ­ფე­ხა, ხო­ლო კარ­ბო­ნა­ტუ­ლი და ტუ­ტე რე­აქ­ცი­ის ნი­ად­აგ­ებ­ზე – მუ­ხუ­დო, ცერ­ცვი, ცერ­ცვე­ლა და ცუ­ლის­პი­რა.

მწვა­ნე სა­სუ­ქე­ბის თესვა ციტ­რუ­სე­ბის ბაღ­ში ეკ­ონ­ომ­ი­ურ­ად­აც გა­მარ­თლე­ბუ­ლია, რად­გან ის­ი­ნი ნა­კე­ლი­სა და ტორ­ფკომ­პოს­ტე­ბის ან­ალ­ოგ­ი­ურ ეფ­ექტს იძ­ლე­ვი­ან. ამ­ას­თან, 30-35 ტ/ჰა სი­დე­რა­ტე­ბის მწვა­ნე მა­სის მი­სა­ღე­ბად სულ სა­ჭი­როა 150-200 ტო­ნა თეს­ლი და 100 კგ მი­ნე­რა­ლუ­რი სა­სუ­ქი, რო­მელ­თა სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბა ბევ­რად ნაკ­ლე­ბია, შო­რი მან­ძი­ლი­დან მო­ზი­დულ ნა­კე­ლი­სა და ტორ­ფკომ­პოს­ტე­ბის გა­და­ზიდ­ვა­ზე გა­წე­ულ და­ნა­ხარ­ჯებ­თან შე­და­რე­ბით.

ეკ­ოლ­ოგ­ი­ურ­ად სუფ­თა მანდარინის მო­სავ­ლის მი­სა­ღე­ბად აუც­ილ­ებ­ელ­ია მათ გა­ნო­ყი­ერ­ებ­ის სის­ტე­მა­ში, მწვა­ნე სა­სუ­ქებ­თან ერ­თად, ჩარ­თუ­ლი იქ­ნეს ბი­ოჰ­უმ­უ­სი და ბი­ოკ­ომ­პოს­ტე­ბი. ბი­ოჰ­უმ­უ­სი შე­იტ­ან­ე­ბა სამ წე­ლი­წად­ში ერ­თხელ 15-20 ტ/ჰა-ზე. ის სა­შუ­ალ­ებ­ას იძ­ლე­ვა მთლი­ან­ად გა­მო­ირ­იც­ხოს მი­ნე­რა­ლუ­რი სა­სუ­ქე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და მხო­ლოდ რო­მე­ლი­მე საკ­ვე­ბი ელ­ემ­ენ­ტის დე­ფი­ცი­ტის გა­მოვ­ლი­ნე­ბი­სას შე­იტ­ან­ე­ბა მა­თი მი­ნი­მუ­მამ­დე შემ­ცი­რე­ბუ­ლი ნორ­მე­ბი.

და­მულ­ჩვა. მო­სავ­ლი­ან­ობ­ის და­მულ­ჩვით გა­დი­დე­ბის ეფ­ექ­ტურ სა­შუ­ალ­ებ­ას დი­დი ხა­ნია იც­ნო­ბენ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ობ­ა­ში, თუმ­ცა იგი ფარ­თოდ არ გა­მო­იყ­ენ­ე­ბა. ამ­ის მი­ზე­ზი ის­იც­აა, რომ კულ­ტუ­რე­ბის მი­ხედ­ვით მულ­ჩის ეფ­ექ­ტუ­რო­ბა ზუს­ტად დად­გე­ნი­ლი არ არ­ის.

მულ­ჩი (mulcha) ინ­გლი­სუ­რი სიტ­ყვაა და მავ­ნე მე­ტე­ორ­ოლ­ოგ­ი­უ­რი პი­რო­ბე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბი­სა­გან ნი­ად­აგ­ის დაც­ვას ნიშ­ნავს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ნი­ად­აგ­ის და­მულ­ჩვის შეს­წავ­ლა­ში დი­დი ღვაწ­ლი მი­უძ­ღვნის აკ­ად. მ. გო­გო­ლიშ­ვილს, რო­მელ­მაც 1961 წელს პირ­ველ­მა ქარ­თულ ენ­ა­ზე გა­მოს­ცა კა­პი­ტა­ლუ­რი ნაშ­რო­მი: “და­მულ­ჩვის თე­ორ­ია და პრაქ­ტი­კა მე­ვე­ნა­ხე­ობ­ის ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­ში”. სა­დაც და­ამ­ტკი­ცა, რომ და­მულ­ჩვის ეფ­ექ­ტუ­რო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია მულ­ჩის სა­ხე­ობ­ებ­ზე, გა­მო­ყე­ნე­ბის ხერ­ხებ­ზე, დრო­ზე, კლი­მა­ტურ პი­რო­ბებ­ზე და სხვა ფაქ­ტო­რებ­ზე.

სუბ­ტრო­პი­კულ რა­ი­ონ­ებ­ში, სა­დაც რთუ­ლი რე­ლი­ეფ­ის გა­მო მან­და­რი­ნი­სა და ფორ­თოხ­ლის ყვა­ვი­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში მორ­წყვა შე­უძ­ლე­ბე­ლია, მ. გო­გო­ლიშ­ვი­ლი აუც­ილ­ებ­ლად მი­იჩ­ნევს ნი­ად­აგ­ის და­მულ­ჩვას. მან სა­წარ­მოო ცდე­ბით და­ად­გი­ნა, რომ და­მულ­ჩვის შემ­დეგ აღ­არ არ­ის სა­ჭი­რო ნი­ად­აგ­ის ოთხ­ჯე­რა­დი გა­თოხ­ნა, ვი­ნა­იდ­ან მას უკ­ვე შე­ნარ­ჩუ­ლე­ბუ­ლი აქვს საკ­მა­რი­სი ტე­ნი და შე­სა­ბა­მი­სი ტემ­პე­რა­ტუ­რა. ამ პი­რო­ბებ­ში მცე­ნა­რე გა­ცი­ლე­ბით მეტ ნასკვს ინ­არ­ჩუ­ნებს და მო­სავ­ლის ნა­მა­ტი 30%-ს აღ­წევს. მან და­ამ­ტკი­ცა, რომ და­მულ­ჩვა გა­ცი­ლე­ბით ია­ფი ჯდე­ბა, ვიდ­რე ნი­ად­აგ­ის ჩვე­ულ­ებ­რი­ვი მოვ­ლა.

ცნო­ბი­ლია, რომ ზაფ­ხუ­ლის გვალ­ვა მანდარინის ნარგაობათა გან­ვი­თა­რე­ბას აფ­ერ­ხებს, შე­მოდ­გო­მა­ზე ტე­ნი­ან­ობ­ის მო­მა­ტე­ბა კი აძ­ლი­ერ­ებს მცე­ნა­რე­თა ზრდას. სწო­რედ ეს გა­რე­მო­ე­ბა წარ­მო­ად­გენს ციტ­რუ­სო­ვან­თა ყინ­ვა­გამ­ძლე­ობ­ის შე­სუს­ტე­ბის ერთ-ერთ მი­ზეზს. მცე­ნა­რე­ე­ბი თბი­ლი შე­მოდ­გო­მის შემ­დეგ, ზამ­თარ­ში ზი­ან­დე­ბი­ან. მა­შა­სა­და­მე, მულ­ჩი არ­ეგ­ულ­ირ­ებს ტემ­პე­რა­ტუ­რის მკვეთრ ცვა­ლე­ბა­დო­ბას, ამ­ცი­რებს მის ამ­პლი­ტუ­დას, ზაფ­ხულ­ში ინ­ახ­ავს ტენს, ნარ­გა­ვი ზო­მი­ერ­ად და რიტ­მუ­ლად ღე­ბუ­ლობს წყალს, ნორ­მა­ლუ­რად ვი­თარ­დე­ბა. თუ იგი სა­ღი და ძლი­ერ­ია, არ­ახ­ელ­საყ­რელ პი­რო­ბებს ად­ვი­ლად იტ­ანს.

ჩვენ­ში მულ­ჩმა­სა­ლად გა­მო­იყ­ენ­ე­ბა, მწვა­ნე ორ­გა­ნუ­ლი მა­სა, ტორ­ფი, ტო­ლი, სი­დე­რა­ტე­ბი და შა­ვი პო­ლი­ეთ­ილ­ენ­ის აფს­კი. მ. გო­გო­ლიშ­ვილ­მა და რ. ჯაბ­ნი­ძემ (1984) მან­და­რი­ნის სა­დე­დე ბა­ღე­ბის თორ­მეტ­წლი­ან ნარ­გა­ვებ­ში ნი­ად­აგ­ის თბურ რე­ჟიმ­ზე შა­ვი პო­ლი­ეთ­ილ­ენ­ის აფს­კის ზე­გავ­ლე­ნის კვლე­ვი­სას და­ად­გი­ნეს, რომ აპ­რილ-მა­ის­ში პო­ლი­ეთ­ილ­ენ­ის აფს­კით და­მულ­ჩულ ნი­ად­აგ­ში 5-20 სმ – ის სიღრ­მე­ზე ტემ­პე­რა­ტუ­რამ 2,8 გრა­დუ­სით აიწ­ია.

მანდარინის ვარჯის გასხვლა–ფორმირება

მანდარინის ვარჯის გასხვლა აუცილებელია. მისი მიზანია  სინათლის შეღწევადობის გაზრდა. ხშირი ვარჯი ხელს უშლის საკმარისი რაოდენობის სინათლის მისაწვდომლობას თვითეულ ნაყოფამდე, მავნებლებისა და დაავადებების შემცირებას, რადგან რბილქსოვილიანი მავნებლები მრავლდებიან და ბინადრობენ  ხშირ ვარჯში, ისინი კარგად ეგუებიან მაღალ ტენიანობას და ჰაერის მოძრაობის ნაკლებობას. ვარჯის გამოხშირვა შესაძლებლობას იძლევა მავნებლების რაოდენობის შემცირების იმ დონემდე, რომ ნაკლები  ან საერთოდ საჭირო აღარ იყოს პესტიციდების გამოყენება. საჭიროა არა პროდუქტიული ტოტების მოცილება, რადგან ისინი გრძელი, მსხვილი, კარგად  განვითარებული ტოტებია და შესაბამისად მოიხმარენ დიდი რაოდენობის საკვებს, სამაგიეოროდ იძლევიან დაბალი ხარისხის, დიდი ზომის შიგნიდან გამომშრალ ფუყე ნაყოფებს.

მანდარინის გასხვლით უმჯობესდება ნაყოფის ხარისხი ფერისა და გემოს ხარჯზე, იზრდება სტანდარტული ნაყოფების პროცენტული რაოდენობა. მცირდება დანახარჯები მოვლის, შეწამვლის და მოსავლის აღების დროს. ასევე იქმნება დაავადებებისა და მწერების გავრცელების ნაკლები შესაძლებლობა. ხე გაცილებით ჯანსაღია. გასხვლა ტარდება ორი წესით: გამოხშირვით, როცა ტოტებს მთლიანად აშორებენ და დამოკლებით, როცა ტოტებს აცლიან განსაზღვრულ ნაწილს.

          გ ა ს ხ ვ ლ ი ს   ვ ა დ ე ბ ი. მანდარინი უნდა გაისხლას ადრე გაზაფხულზე, ვეგეტაციის დაწყებამდე, როცა აღარ არის წაყინვების საშიშროება. შეიძლება თბილ ზამთარშიც, ამ დროს გასხვლის ოპტიმალური დროს წარმოადგენს თებერვალი და მარტი. წლის განმავლობაში მცენარეს უნდა მოშორდეს ფერშეცვლილი, დაზიანებული, გადახლართული, ქვედა ტოტების დამჩრდილავი, გამხმარი და ქვედა ნაწილში–შტამბზე განვითარებული ტოტები.გაზაფხულის დათბობისას უნდა მოიჭრას ცრუფარიანებით დაავადებული ტოტები.

ყინვებით დაზიანების შემთხვევაში მცენარე არ ისხვლება მანამ, სანამ გაზაფხულის ზრდა არ გვიჩვენებს დაზიანების ადგილს. ადრეულმა გასხვლამ შეიძლება გამოიწვიოს უფრო მნიშვნელოვანი დაზიანება.

გასხვლა არეგულირებს მეწლეულობას. როგორც წესი უხვი მსხმოიარეობის დროს მცენარეზე ახალგაზრდა ყლორტები არ წარმოიქმნება ან, უმნიშვნელო რაოდენობით ვითარდება, რის გამოც მომდევნო წელს ვღებულობთ მცირე რაოდენობის მოსავალს და ადგილი აქვს დიდი რაოდენობის ნაზარდების წარმოქმნას, მომდევნო წლებში კი  უხვმოსავლიანობის საფუძველია. სწორმა გასხვლამ შესაძლოა 30–35%–ით გაზარდოს მსხმოიარობა და შეამციროს მეწლეულობა, რისთვისაც მანდარინის ხეს უნდა შეუმცირდეს გასული წლის ნაზრდების გარკვეული რაოდენობა,  დაბალი მოსავლიანობის წლის შემდეგ. ე.ი მოსალოდნელი მაღალი მოსავლის წლის გაზაფხულზე.

გ ა ს ხ ვ ლ ი ს  ტ ე ქ ნ ო ლ ო გ ი ა. მანდარინის ხე უნდა გაისხლას ფრთხილად, რადგან მას გააჩნია ნაზი კანი. ტოტების მოჭრის დროს სასხლავი მაკრატელის მჭრელი ნაწილი მიმართული უნდა იყოს ხისკენ, რათა არ დაზიანდეს ტოტის ნაწილი.

ტოტი უნდა მოიჭრას ტოტის ყელიდან ერთი სანტიმეტრის დაცილებით ისე, რომ არ დაზიანდეს გამსხვილებული ნაწილი ტოტის დასაწყისში. ყელს აქვს უჯრედების ვიწრო სალტე, რომელიც ააქტიურებს გამამკვრივებელი ქსოვილების წარმოქმნას ნასხლავის ირგვლივ და აწარმოებს შეხორცებას. ასევე ის წარმოშობს ანტისეპტიკურ ნივთიერებას, რომელიც იცავს ჭრილობას ლპობისაგან. ასეთი წესით გასხვლის დროს მალამოს წასმა ჭრილობაზე საჭირო არ არის.

როდესაც ტოტი აჭრილია ღეროსთან ზედმეტად ახლოს, ის მოიცავს მცენარის ღეროსაც და მოჭრის ადგილზე შემდგომში ჩნდება ფუღურო, ხოლო გრძლად მოჭრისას ძნელად ხდება შეხორცება, ლპება და ვრცელდება ღეროსკენ. 

 მსხვილი ტოტების გასხვლის დროს, ჩამოტყდომები და დარჩენილი ნაწილის დაზიანების თავიდან ასაცილებლად ტარდება ორჯერადი ჭრა:

       – პირველი ჭრა – განტოტვის ადგილიდან 25–30 სმ იჭრება ტოტის ქვემოდან 1/3 – 1/2 ნაწილი;

       – მეორე ჭრა – პირველი ჭრის ადგილიდან 3–4 სანტიმეტრის დაშორებით ტოტის ზემოდან მოჭრით ტოტის მოცილება.

       ფ ო რ მ ი რ ე ბ ა.   მცენარის ფორმირება იწყება სანერგედან. ნერგის გადაჭრა ხდება დარგვის დროს. თუ ღერო წვრილი და გრძელია ამ შემთხვევაში გადაჭრა ხელს უწყობს განივი და დაბალი ვარჯის განვითარებას, რომლის მოვლა და მოსავლის აღება უფრო ადვილია. ახალგაზრდა მცენარის სწორად ფორმირებისათვის მიწისკენ მიმართული ტოტები უნდა მოიჭრას, რათა განვითარდეს ზემოთ მიმართული ტოტები. ამისათვის ტოტი უნდა გადაიჭრას იმ იღლიის კვირტის შემდეგ, რომელიც ზემოთ არის მიმართული, რაც ხელს შეუწყობს კომპაქტური ვარჯის წარმოქმნას, რომლის ტოტები მიწიდან დაცილებული იქნება 55–75 სმ სიმაღლეზე. სასურველი ფორმის ვარჯის მიღების მიზნით რეგულარულად უნდა ტარდებოდეს არასწორად განვითრებული და ვარჯის გამახშირებელი, ზედმეტი ტოტების მოცილება.

მანდარინის ყინვებისაგან დაცვის ღონისძიებები

სუბ­ტრო­პი­კუ­ლი ხე­ხი­ლოვ­ნე­ბი­დან გან­სა­კუთ­რე­ბით და­ბა­ლი ყინ­ვა­გამ­ძლე­ობ­ით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან ციტ­რუ­სე­ბი, მათ შორის მანდარინი, მათი ყინ­ვა­გამ­ძლე­ო­ბა არ წარ­მო­ად­გენს მყარ სი­დი­დეს, იგი იც­ვლე­ბა სხვა­დას­ხვა ფაქ­ტორ­თა ზე­მოქ­მე­დე­ბით. ეს ფაქ­ტო­რე­ბი ან პი­რო­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა სამ ძი­რი­თად ჯგუ­ფად და­იყ­ოს: ბი­ოლ­ოგ­ი­უ­რი, ეკ­ოლ­ოგ­ი­უ­რი და აგ­რო­ტექ­ნი­კუ­რი.

ბი­ოლ­ოგ­ი­ურ პი­რო­ბებს მი­ეკ­უთ­ვნე­ბა მცე­ნა­რის სა­ხე­ობ­რი­ვი და ჯი­შობ­რი­ვი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­ნი: ას­ა­კი, სა­ძი­რე, ზრდა, გა­მოწრ­თო­ბა და სხვა. ეკ­ოლ­ოგ­ი­ურს მი­ეკ­უთ­ვნე­ბა: ყინ­ვე­ბის სიმ­კაც­რე და ხა­სი­ა­თი, ყინ­ვის წი­ნა და შემ­დგო­მი პე­რი­ოდ­ის ამ­ინ­დე­ბი, სი­ნათ­ლე, სით­ბო, ტე­ნი­ან­ო­ბა, ქა­რი, ნი­ად­ა­გი და სხვა. აგ­რო­ტექ­ნი­კურს მი­ეკ­უთ­ვნე­ბა: ად­გი­ლის შერ­ჩე­ვა და ფარ­თო­ბის ათ­ვი­სე­ბის წე­სი, ქარ­სა­ფა­რი ზო­ლე­ბის მოწ­ყო­ბა, გან­ლა­გე­ბა, მოვ­ლი­თი აგ­რო­ტექ­ნი­კის ხა­სი­ა­თი, დო­ნე და სხვა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შე­მოდ­გო­მის პე­რი­ოდ­ში ვე­გე­ტა­ცი­ის ად­რე შეწ­ყვე­ტა და გა­მოწრ­თო­ბა.

მცენარეთა ყინ­ვა­გამ­ძლე­ობ­ის ღო­ნის­ძი­ებ­ებს – ყინ­ვე­ბი­სა­გან დაც­ვის ღო­ნის­ძი­ებ­ებს ყო­ფენ ორ ჯგუ­ფად: არ­აპ­ირ­და­პირ და პირ­და­პირ ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ად. არ­აპ­ირ­და­პირს მი­ეკ­უთ­ვენ­ბა ყვე­ლა ის ღო­ნის­ძი­ე­ბა, რომ­ლე­ბიც მი­მარ­თუ­ლია მცე­ნა­რე­თა ყინ­ვა­გამ­ძლე­ობ­ის უნ­არ­ის გა­დი­დე­ბი­სა­კენ, მა­გა­ლი­თად: კულ­ტუ­რა­თა სწო­რი და­რა­ი­ონ­ე­ბა და გა­ად­გი­ლე­ბა, გარ­თხმუ­ლი ფორ­მის გა­მო­ყე­ნე­ბა, შემ­ჭიდ­რო­ებ­უ­ლი ნარ­გა­ო­ბა, ყინ­ვა­გამ­ძლე სა­ძი­რე­ზე მყნო­ბა, სა­შე­მოდ­გო­მო სი­დე­რა­ტე­ბის თეს­ვა, და­მულ­ჩვა, მორ­წყვა, ზრდის პრო­ცე­სე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბა, ნა­ზარ­დე­ბის წაჩ­ქმე­ტა, მავ­ნებ­ლე­ბი­სა და ავ­ადმ­ყო­ფო­ბა­თა წი­ნა­აღმ­დეგ ეფ­ექ­ტუ­რი ბრძო­ლა და სხვა.

ყინ­ვე­ბი­სა­გან დაც­ვის პირ­და­პირ ღო­ნის­ძი­ებ­ებს წარ­მო­ად­გენს სა­ზამ­თროდ მი­წის შე­მოყ­რა, ინ­დი­ვი­დუ­ალ­უ­რი და ჯგუ­ფუ­რი შე­ფუთ­ვა და ღია გათ­ბო­ბა. მი­წის შე­მოყ­რა შე­იძ­ლე­ბა ფეს­ვის ყე­ლი­დან 30-35 სმ-სი­მაღ­ლე­ზე 10 წლამ­დე ლი­მონ­სა და ფორ­თო­ხალ­ზე, ხო­ლო მან­და­რინ­ზე 5 წლის ას­აკ­ამ­დე. მი­წის შე­მოყ­რის მნიშ­ვნე­ლო­ბა იმ­ა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ მკაც­რი ყინ­ვე­ბის დროს შე­იძ­ლე­ბა და­იღ­უპ­ოს მი­წის ზე­ვით დარ­ჩე­ნი­ლი ნა­წი­ლი, ხო­ლო და­უზ­ი­ან­ებ­ე­ლი დარ­ჩეს მი­წით და­ფა­რუ­ლი ნა­წი­ლი, სა­იდ­ან­აც შე­საძ­ლე­ბე­ლია მცე­ნა­რის სწრა­ფი აღ­დგე­ნა.

მი­წის შე­მოყ­რა წარ­მო­ებს ნო­ემ­ბრის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, არ­ა­უგ­ვი­ან­ეს 1 დე­კემ­ბრი­სა. ამ­ის­ათ­ვის მცე­ნა­რეს უნ­და გა­უკ­ეთ­დეს დე­ზინ­ფექ­ცია 3%-ია­ნი ბორ­დოს ხსნა­რით. შე­მო­საყ­რე­ლი მი­წა უნ­და იყ­ოს სუფ­თა, ზო­მი­ერ­ად ტე­ნი­ა­ნი. მი­წის შე­მოც­ლა წარ­მო­ებს არ­ა­უგ­ვი­ან­ეს 1 აპ­რი­ლი­სა. ნარ­გა­ვე­ბის შე­ფუთ­ვას ინ­დი­ვი­დუ­ალ­ურ­ად მი­მარ­თა­ვენ 3 წლის ას­აკ­ამ­დე. ას­ე­ვე, გარ­თხმუ­ლი ფორ­მის ლი­მონს გა­და­ხუ­რა­ვენ სამ­ფე­ნა დოლ­ბან­დით ან ქსო­ვილ ”ციტ­რუ­სით”. ამ­ის­ათ­ვის სპე­ცი­ალ­ურ თა­ღებს აკ­ეთ­ებ­ენ.

 ქარ­სა­ფა­რი ზო­ლე­ბის მოწ­ყო­ბა

 სუბ­ტრო­პი­კულ რა­ი­ონ­ებ­ში აღ­მო­სავ­ლე­თი­სა და და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის გა­ბა­ტო­ნე­ბულ ქა­რებს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი მო­აქვს სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო კულ­ტუ­რე­ბი­სათ­ვის. აღ­მო­სავ­ლე­თის ქა­რე­ბი ნი­ად­აგ­იდ­ან და მცე­ნა­რე­ებ­იდ­ან წყლის აორ­თქლე­ბას აძ­ლი­ერ­ებს, ამ­ცი­რებს ჰა­ერ­ის შე­ფარ­დე­ბით ტე­ნი­ან­ობ­ას, ნარ­გა­ვებს აზ­ი­ან­ებს მე­ქა­ნი­კუ­რად, ხო­ლო და­სავ­ლე­თის ქა­რებს მო­აქვს ციტ­რუ­სო­ვა­ნი კულ­ტუ­რე­ბი­სათ­ვის მე­ტად სა­ზი­ა­ნო ყინ­ვე­ბი. ყო­ვე­ლი­ვე ეს მცე­ნა­რე­ებ­ის ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბა­სა და მო­სავ­ლი­ან­ობ­ა­ზე უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას ახ­დენს.

ქარ­სა­ფა­რი ზო­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყ­ოს: ა) მჭიდ­რო მთელ პრო­ფილ­ზე, ბ) მჭიდ­რო ზე­მოთ, მეჩ­ხე­რი ქვე­და ნა­წილ­ში, გ) მეჩ­ხე­რი მთელ პრო­ფილ­ზე (აჟ­ურ­უ­ლი) და დ) მეჩ­ხე­რი ზე­მო ნა­წილ­ში და მჭიდ­რო ქვე­მოთ. წარ­მო­ებ­ის მო­ნა­ცე­მე­ბით სა­უკ­ეთ­ეს­ოა აჟ­ურ­უ­ლი ტი­პის სა­ფა­რი ზო­ლი, რად­გან მას­ში გავ­ლი­ლი ქა­რი ძა­ლას კარ­გავს და ბა­ღებ­ში მე­ტად შე­სუს­ტე­ბუ­ლი აღ­წევს. მჭიდ­რო ზო­ლებ­ში კი ქა­რე­ბი­სა­გან მო­ტა­ნი­ლი ჰა­ერ­ის მა­სა გა­და­იტ­ყორ­ცნე­ბა გან­საზ­ღვრულ მან­ძილ­ზე და ბა­ღებ­ში ძა­ლით იჭ­რე­ბა.

ზო­ლებს შო­რის მან­ძი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლი ქარ­სა­ცა­ვის სი­მაღ­ლე­ზე. იგი ქარ­სა­ფარ მცე­ნა­რე­თა სი­მაღ­ლეს 8-10 ჯერ უნ­და აღ­ემ­ატ­ებ­ოდ­ეს. მა­თი სი­მაღ­ლე ხში­რად 10-15 მ-ს აღ­წევს. აქ­ედ­ან გა­მომ­დი­ნა­რე ზო­ლე­ბიც ერ­თი­მე­ორ­ის­აგ­ან 80-150 მეტ­რის და­ცი­ლე­ბით ეწ­ყო­ბა.

ქარ­სა­ფა­რი შენ­დე­ბა ზო­ლად, ჭად­რა­კუ­ლი წე­სით. მწკრი­ვებს შო­რის და­შო­რე­ბა 2-4 მ, მწკრი­ვებ­ში მცე­ნა­რე­თა და­შო­რე­ბა კი ორი მეტ­რი უნ­და იყ­ოს, ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია ნარ­გა­ვე­ბის სა­ხე­ობ­ებ­სა და ნი­ად­აგ­ობ­რივ პი­რო­ბებ­ზე. არ უნ­და დარ­ჩეს ქა­რის გა­სას­ვლე­ლი ღია ად­გი­ლე­ბი, გარ­და იმ შემ­თხვე­ვი­სა, რო­დე­საც სა­ჭი­როა ცი­ვი ჰა­ერ­ის აც­ილ­ე­ბა.

პლან­ტა­ცი­ებ­ის და­სა­ცა­ვად სა­ჭი­როა ფოთ­ლო­ვა­ნი ან წიწ­ვო­ვა­ნი ხე­ებ­ის იმ ჯი­შე­ბის შერ­ჩე­ვა, რომ­ლე­ბიც ქა­რე­ბის მი­მართ გამ­ძლე­ობ­ი­თა და სწრა­ფი ზრდით ხა­სი­ათ­დე­ბი­ან. ეს­ენ­ია, ფოთ­ლოვ­ნე­ბი­დან: ევ­კა­ლიპ­ტი, აკ­აც­ია, ალ­ვის ხე, ჭა­და­რი, ვერ­ხვი და სხვა. წიწ­ვოვ­ნე­ბი­დან: იაპ­ონ­უ­რი კრიპ­ტო­მე­რია, კვი­პა­რო­სე­ბი (ლავ­ზო­ნის, პი­რა­მი­დუ­ლი, ჭა­ობ­ის), სექ­ვო­ია, დუგ­ლა­სის სო­ჭი. ფოთ­ლოვ­ნებ­თან ერ­თად შე­იძ­ლე­ბა იტ­ალ­ი­უ­რი სო­ჭის გა­მო­ყე­ნე­ბა.

მანდარინის მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლის მეთოდები

ეკოლოგიურად სუფთა და მაღალხარისხოვანი  პროდუქტის მისაღებად საჭიროა  მავნებლებისა და დაავადებების ინტეგრირებული მართვა.

მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების მართვის მიზანია არა მავნებლის მთლიანი განადგურება,არამედ მცენარის საკმარისი დაცვა, რომელიც საფუძველი იქნება შემდგომში დიდი რაოდენობის და მაღალხარისხოვანი მოსავლის მიღება.

მავნებლებისა და დაავადებების ინტერგრირებული მართვა მოიცავს :

  • მავნე ორგანიზმებით გამოწვეული პრობლემების პრევენციას;
  • მავნე ორგანიზმების სწორ იდენტიფიკაციას და მოსავლის რისკის შეფასებას;
  • მავნე ორგანიზმების პოპულაციის მონიტორინგს, შეწამვლის აუცილებლობასა და დროის განსაზღვრას;
  • მართვის სხვადასხვა საშუალებების გამოყენებას : ბიოლოგიური, აგროტექნიკური, ფიზიკო–მექანიკური და ქიმიური.

 მავნებლებით გამოწვეული პრობლემის პრევენცია გულისხმობს:

  • აზოტოვანი სასუქების სწორად გამოყენებას;
  • გასხვლას;
  • ნიადაგის განოყიერებას;
  • საფარი კულტურების გამოყენებას;
  • დრენაჟის გაუმჯობესებას;
  • მავნელების გამრავლების შეჩერების მიზნით აგროღონისძიებების დროულ ჩატარებას.
          მანდარინის ძირითადი მავნებლები:

ციტრუსის  ვერხცლისფერი ტკიპა, ციტრუსის ბეწვიანი წითელი  ტკიპა, რბილი ცრუფარიანა, ფორთოხლისფერი ფარიანა, ჩინური ცვილისებური ფარიანა, ნარინჯოვანთა ყვითელი ფარიანა, ავსტრალიური ღარებიანი ფარიანა, მიხაკისებრი ფარიანა,  ფრთათეთრა და სხვა. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი:

მცენარეზე ზიანის მიყენება იწყება გაზაფხულის ბოლოს და გრძელდება ზაფხულის ბოლომდე. კვების დროს ზიანდება ნაყოფის გარე უჯრედები და კანი იღებს მოწითალო ყავისფერს.  ვერცხლისებრ ტკიპას ბუნებრივი მტრები არ ჰყავს, ამიტომ მის წინააღმდეგ ძირითადად გამოყენებულია ბრძოლის ქიმიური მეთოდი.პირველი წამლობა უნდა ჩატარდეს ივნისის დასაწყისში მაშინ, როდესაც მანდარინის ნაყოფი თხილისოდენა გახდება. წინააღმდეგ შემთხვევაში მანამდე ან შემდგომი წამლობა ნაკლებ ეფექტურია.          ვერცხლისებრი ტკიპა – ტკიპა წუწნით აზიანებს ცირტრუსოვანთა ფოთლებს, ნაყოფებს, კვირტებს და ყლორტებს. დაზიანებული ფოთლის ქვედა მხარეს ბრინჯაოსფერს ღებულობს ხოლო კვირტები და ყლორტები ჟანგისფერი ხდება. ლიმონის ნაყოფები, რომლებიც ჩრდილშია მოვერცხლო  ფერს ღებულობს, ამიტომ ტკიპამ მიიღო სახელწოდება– ვერცხლისებრი. დაზიანებული ნაყოფი ვეღარ ვითარდება და საგრძნობლად ეცემა მისი ხარისხი. ტკიპას სხეული წაგრძელებული აქვს ორი წყვილი ფეხი, მოყვითალო ფერისაა, სხეული თავისკენ განიერი, მჩხვლეტავი–მწუწნავი პირის აპარატით. ბოლოსკენ შევიწროვებული, შესამჩნევია მხოლოდ ლინზით, აქვს წვრილი ბეწვები, სხეულის სიგრძე 0,13 – 0,15 მმ–ია. ზამთრობს ზრდასრული ტკიპა კვირტის ქერქის ქვეშ, ტოტების იღლიებში, ნაპრალებში,                                                                  მეზამთრობიდან გამოდის აპრილში. პირველად თავსდება ფოთლებზე და იკვებება. შემდეგ ნაყოფებზე გადადის,  კვერცხს დებს ახალგაზრდა ფოთლებზე და ნაყოფებზე. ერთი ტკიპა 26 მდე კვერცხს დებს. 3–4 დღეში იჩეკება, მატლები 7–10 დღეში ამთავრებენ ზრდას. ტკიპას განვითარების ოპტიმალური პირობებია 27–29 გრადუსი ტემპერატურა და 75–85 % ტენიანობა. დაბალ ტემპერატუტაზე განვითარება ფერხდება. ტკიპა წელიწადში 13–14 თაობას იძლევა.

წამლობის ჯერადობა დამოკიდებულია ტკიპას წინა წელს გავცრელების ხარისხზე.მინიმუმ 2 წამლობა უნდა ჩატარდეს.პირველი ივნისის დასაწყისში ,ხოლო მეორე –აგვისტოს ბოლოს,როდესაც უკვე შესამჩნევი ხდება ნაყოფზე დაზიანება. ვერცხლისებრი ტკიპას წინააღმდეგ გამოიყენება შემდეგი ქიმიური პრეპარატები: ენვიდორი,ომაიტი,ომუსი, მასაი, ვერტიმეკი და სხვა.

          ციტრუსოვანთა ბეწვებიანი წითელი ტკიპა. ტკიპა წუწნით აზიანებს ფოთლებს, ყლორტებს და ზოგჯერ ნაყოფსაც.დაზიანებული ფოთლები ყვითელი წერტილებით იფარება და საბოლოოდ ფოლები ქლოროზით დაავადებულს გავს. ახალგარზდა ყლორტები ხუჭუჭდება, მცენარე სუსტდება,ფოთლები იწყებენ ცვენას. ტკიპას სხეული მოწითალოა, ოვალური ფორმის, 4 წყვილი ფეხით,ზურგზე გააჩნია მეჭეჭები და გრძელი ბეწვი,მის რაოდენობას ბაღში ამცირებს მტაცებელი ხოჭო სტეტორუსი, ასევე ნადგურდება ვერცხლისფერი ტკიპას წინააღმდეგ ჩატარებული წამლობის დროს.

რაც შეეხება ცრუფარიანებს და ფარიანებს მათ ჰყავთ ბიოლოგიური მტრები, ამიტომ მათ წინაამდეგ ქიმიური მეთოდი ნაკლებად არის გამოყენებული.თუ გავრცელების კერები შეინიშნება გაზაფხულზე და შემოდგომაზე, გამოყენებული უნდა იქნას ემულსია ანუ მინერალური ზეთი, რომელიც აპკის სახით გადაეფარება მავნებელს და ხელს უშლის სუნთქვაში.ზაფხულში ბაღში თუ გავრცელდა ფარიანები და ბუგრები, რომლებიც ვრცელდებიან ახალაგარზდა ყლორტებზე, ფოთლებზე და იწვევენ მათ სიხუჭუჭეს, გამოყენებული უნდა იქნას შემდეგი პესტიციდები: პრიბან–4 ; აქტელიკი; ნემასოლი, სპინდორი , ბი–58 ; ბიიტალი;  და სხვა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ,  ეკოლოგიური თვალსაზრისით უფრო საინტერსოა ფარიანებისა და ცრუფარიანების წინაღდმეგ  ბრძოლის ბიოლოგიური მეთოდი, რომლის ამოცანაა ენტომოფაგების და მიკროორგანიზმების გამოყენება მავნებლების წინააღმდეგ. რადგან ფერმერულ მეურნეობებში უამრავი ორგანიზმი არსებობს აქედან მხოლოდ მათი მცირე რაოდენობა არის მავნებელი. ბევრი ორგანზმი სასარგებლოა, რომლებიც შლიან ორგანულ მასას ამტვერიანებენ მცენარეებს , ანადგურებენ მავნებლებს და ა.შ. ბრძოლის ქიმიური მეთოდის ანუ პესტიციდების გამოყენებით მავნებელთან ერთად ნადგურდება ბევრი სასარგებლო ორგანიზმი. ამიტომ   საჭიროა მოხდეს მავნებლის იდენტიფიცირება, სასარგელოა მავნებელი, ან პირიქით და ამის შემდეგ გამოყენებული იქნას რომელიმე ბრძოლის ღონისძიება.

ცრუფარიენბისა და ფარიანების წინააღმდეგ ქიმიური მეთოდი ნაკლებად არის გამოყენებული, მაგალითად ავსტრალიური ღარებიანი ცრუფარიანას ანადგურებს – ხოჭო როდოლია კარდინალი. რბილ ცრუფარიანას  – კრიპტოლემუსი. მიხაკისფერი ფარიანას–ლინდორუსი. იაპონურ ცვილისებურ ცრუფარიანას მრავალი მტაცებელი ხოჭოები. ზღვისპირა ცვილისებურ ცრიუფარიანას აკონტროლებს  ხოჭო კრიპტოლემუსი. ჩინური ცვილისებური ცრუფარინების რაოდენობას ამცირებს ხოჭოები: ხილოკოკრუსები და ენტომოფტორული სოკო–ცეფალოსპორიუმი. ნარინჯოვანთა ყვითელფარინებას რაოდენობს ამცირებს მისი ბუნებრივი მტრები –ჭიამაია, ხილოკოკრუსები, პარაზიტები, ასპიდიოციფაგუსი და სხვა. ბუნებრივ მტრებს წარმოადგენენ აგრეთვე კრაზანები ბუზები, ობობები და სხვა.

ფრთათეთრა. დღეისათვის  ფრთათეთრას რაოდენობა უმრავლეს ფერმერულ მეურნეობებში აღარ არის გავრცელებული, ხოლო ზოგიერთთან მინიმალურამდე არის დასული. შემცირება გამოიწვია სოკო აშესონიამ. თანამედროვე პირობებში ამ მავნებლის წინააღმდეგ არავითარი ქიმიური ბრძოლის ღონისძიება არ არის საჭირო.

ეკოლოგიურად  სუფთა პროდუქტის მისაღებად თანამედროვე პირობებში მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ ფართოდ გამოიყენება ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც უარყოფითად არ მოქმედებენ სასარგებლო ორგანიზმებზე.

 მანდარინის დაავადებები. მანდარინის მრავალი დაავადებაა ცნობილი, რომლებიც  ნაკვეთზე, ნაყოფის შენახვისა და ტრანსპორტირების დროსაც ავადდებიან. ნაკვეთზე გავრცელებულ ავადმყოფობათაგან გავრცელებულია გომოზი, მეჭეჭიანობა, ანთრაქნოზი, ბაქტერიული ნეკროზი ანუ ციტრუსბლასტი,  ციტრუსების მეჭეჭიანობა (ქეცი).  აღნიშნული დაავადება სკების სახელწოდებითაცაა ცნობილი.იგი აზიანებს ფოთლებს,ტოტებს და ნაყოფს.იჭრება ფოთლს ქვედა მხარეზე,ქმნის წვრილ ამობურცულ მეჭეჭებს,რომლის წვერო ჯერ მოყვითალოა,შემდეგში კი ოდნავ წენგოსფერი ბუსუსით იფარება.ციტრუსების დამეჭეჭებით ან ქეცით ავადდება მხოლოდ ახალგაზრდა ქსოვილები.ხანშიშესული,მომწიფებული ფოთლები და ნაყოფი ამ სოკოთი არ ავადდება.დაავადება ძლიერია ჭარბი წვიმებისა და საერთოდ მაღალი ტენის შემთხვევაში.დაავადებული ფოთლები არ გამოიყენება მულჩირებისათვის.

ციტრუსის მეჭეჭიანობის წინააღმდეგ ბრძოლა შემდეგნაირად უნდა წარვმართოთ: თუ წინა სეზონში მცენარეები დაავადებული იყო ქეცით, საჭიროა წამლობის სამჯერადი ჩატარება.დროული წამლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ უნდა განხორციელდეს მცენარის განვითარების ფაზების გათვალისწინებით.

პირველი წამლობა ტარდება მაშინ,როდესაც ამონაყრები 5–7 სმ-ს მიაღწევს. მეორე წამლობა გვირგვინის ფურცლების ჩამოცვენისას. მესამე წამლობა სამი კვირის შემდეგ-მეორე წამლობიდან. ქეცის წინააღმდეგ გამოიყენება შემდეგი ფუნგიციდები: სკორი; სპილენის სულფატი; სპილენძის ქლორჟანგი, პროფექტი, ბორდოს ხსნარი  და სხვა. უნდა აღინიშნოს,რომ ერთი და იგივე წამალი არ უნდა იყოს გამოყენებული წელიწადში ორჯერ.

ციტრუსოვანთა ბაქტერიული ნეკროზი – ციტრუს ბლასტი. დაავადება გამოწვეულია ბაქტერიით. იგი აავადებს უმთავრესად 1–3 წლიან ტოტებს, იშვიათად ნაყოფსაც. დაავადება იწყება ფოთლის ყუნწიდან, შავდება და გადადის ფოთლის უბეზე.დაზიანებული ფოთოლი ჭკნება, დეფორმირდება და ცვივა.ხშირად ასეთი ფოთლები შერჩენილია ხეზე. არის ისეთი შემთხვევები,როდესაც ფოთლის ფირფიტა ჩამოვარდნილია და ტოტზე მხოლოდ გაშავებული ყუნწია შერჩენილი. დაავადება მუხლზე გადადის რის გამოც ქერქზე პატარა ლაქა წარმოიქმნება. შემდეგ მუხლთაშორისებზე წარმოიქმნება მუქი ყავისფერი, დიდი ლაქები. ტოტი დაავადებული ადგილიდან წვეროსკენ სწრაფად ხმება, როდესაც ავადმყოფობის გავრცელებისათვის ხელშემწყობი პირობებია, როგორიცაა: ხშირი წვიმები; ღრუბლიანი დღეები; დაბალი ტემპერატურა და ქარი. იგი იმდენად ძლიერად ვლინდება მანდარინზე, რომ  მცენარის ზოგიერთი ნაწილი შესაძლოა კიდევაც დაიღუპოს. ზიანი ვლინდება გაზაფხულზე დათბობისთანავე. ბრძოლის ღონისძიებებია: უნდა გაისხვლას გამხმარი ტოტები, დაზიანებული ადგილიდან 10–15 სმ-ის დაცილებით. ბორდოს 1%-იანი ხსნარის შესხურებით, რათა არ მოხდეს მცენარის ყვითელი ლპობა.

ციტრუსოვანთა ნაყოფის ყავისფერი სიდამპლე

ბრძოლის ღონისძიება. მცენარის გასხვლა ნიადაგიდან 50–75 სმზე; სპილენძის შენაერთის ფუნგიციდების შესხურება ქვედა ტოტებზე და ხეების ქვეშ არსებულ ნიადაგზე,როგორიცაა სპილენძის ქლორჟანგი,სპილენძის სულფატი,პროტექტი,ბორდოს ნარევი.პრობლემა პერიოდულად წამოიჭრება უხვნალექიან წლებში. შესაძლებელია ტოტების, ფოთლებისა და ყვავილების ინფიცირება, რომლებიც ყავისფერდებიან და კვდებიან. დაავადებული ნაყოფის კანი დაზიანებულია, წყლით არის გაჟღენთილი, ყავისფერია და რბილია, გამოყოფს მძიმე სუნს. შენახვის დროს სუნი  ნაკლებად შეიგრძნობა. დაავადების გამომწვეია სოკო.
დაზიანება ძირითადად აღენიშნებათ მცენარის ქვედა ტოტებზე არსებულ ნაყოფებს, რადგან წვიმის დროს ნიადაგიდან სპორები ადვილად ხვდებიან ხის ქვედა ნაწილზე.

მანდარინის პლანტაციაში მო­სა­ვა­ლსა და რა­ოდ­ენ­ობ­ას­ წი­ნას­წარ საზ­ღვრა­ვენ. პირ­ვე­ლი პროგ­ნო­ზი­რე­ბა ჯერ კი­დევ ყვა­ვი­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ხდე­ბა, ხო­ლო შე­და­რე­ბით უფ­რო რე­ალ­უ­რი სუ­რა­თი ნას­კვე­ბის ცვე­ნის შემ­დეგ გა­მო­იხ­ატ­ე­ბა. დრო­უ­ლი კრე­ფა სა­ჭი­როა, რა­თა, სუსტ ყინ­ვა­გამ­ძლე მცე­ნა­რე­თა სა­ხე­ობ­ა­ნი უკ­ეთ მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხვ­დეს ზამ­თარს და შევ­ძლოთ ყინ­ვე­ბი­სა­გან დაც­ვის ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ის ჩა­ტა­რე­ბა.

მანდარინის კრეფის დროს დაცული უნდა იქნას კრეფის წესები, რათა არ მოხდეს ხარისხიანი ნაყოფის დაზიანება. სარეალიზაციოდ არ უნდა მოიკრიფოს ისეთი ნაყოფი, რომელსაც გააჩნია ვიზუალური დაზიანებები. ნაყოფის ხარისხის განსაზღვრელია სიმწიფე, , შაქრიანობა, წვენის შემცველობა, სიმკრივე, ნაყოფის ზომა  და მჟავიანობა. ნაყოფი მოსაკრეფად მზადაა, როცა მისი ზედაპირის 75 %  გაყვითლებულია. არ არის მკრივი მაგარი, თითის დაჭერით იგრძნობა მცირე სირბილე, კანი ადვილად სცილდება რბილობს.

     ნაკვეთში,  კრეფის წინ პირველ რიგში უნდა მოშორდეს დაავადებული ნაყოფები, რათა არ მოხდეს სოკოვანი დაავადებების გავრცელება. მიწაზე დავარდნილი ნაყოფი არ უნდა შეერიოს ხეზე მოკრეფილ ნაყოფებს. დაავადებულ ნაყოფზე ხელის შეხების შემდეგ საჭიროა გამოყენებული იქნას ხელსაწმენდი. არ მოხდეს ყუთების გადავსება, რომელიც შემდგომში გამოიწვევს ნაყოფის ჭყლეტას. ყუთში ნაყოფების რიგები უნდა იყოს 3 ან 4. ინახება მხოლოდ მშრალი ნაყოფი. შენახვის ოპტიმალური ტემპერატურა უნდა იყოს 7,2 გრადუსი. ოპტიმალური ტენიანობა 85–90 %. საცავი ხშირად უნდა განიავდეს ჰაერის ნაკადით. არ უნდა მოხდეს ეთილენის დაგროვება საცავში. ნაყოფი ინახება  იატაკიდან მაქსიმუმ 20–25 სმ–ის სიმაღლეზე.

მანდარინის ნაყოფი შეიძლება შერჩევით მოიკრიფოს ან მთლი­ან­ად კრე­ფა წარ­მო­ებს ნა­ყოფ­საკ­რე­ფი სე­კა­ტო­რით და იწ­ყო­ბა სპე­ცი­ალ­ურ ყუ­თებ­ში. კრე­ფა უნ­და აწ­არ­მო­ონ მშრალ ამ­ინ­დში, ფრთხი­ლად, კა­ნის და­ზი­ან­ებ­ის გა­რე­შე. ახ­არ­ის­ხე­ბენ ზო­მე­ბის მი­ხედ­ვით. მანდარინის ნა­ყო­ფე­ბი ხა­რისხ­დე­ბა ორ ჯგუ­ფად: სტან­დარ­ტუ­ლად და არ­ას­ტან­დარ­ტუ­ლად. ნა­ყო­ფებს, ზო­მე­ბის მი­ხედ­ვით (დი­ამ­ეტ­რი გა­ნივ­კვეთ­ში) აყ­ალ­იბ­ებ­ენ კა­ტე­გო­რი­ებ­ად, აწ­ყო­ბენ ფრთხი­ლად, სტან­დარ­ტულ ყუ­თებ­ში.

მან­და­რი­ნისL I კა­ტე­გო­რი­ას მი­აკ­უთ­ვნე­ბენ 65 მმ და მეტს, ბო­ლო, მე­ხუ­თეს 48 მმ-38 მმ-მდე; და­ხა­რის­ხე­ბა ხდე­ბა ხელით და დამ­ყა­ლი­ბე­ბე­ლი მან­ქა­ნით.

რეზო ჯაბნიძე,

სსმმ აკადემიის აკადემიკოსი, ს/მ მეცნიერების დოქტორი