დარგებიმეფუტკრეობარეგიონებიფერმერი ფერმერს

დასავლეთ საქართველოს ზოგ რეგიონში  ფუტკრის ოჯახების 25-35% განადგურდა

2018 წლის შემოდგომაზე დასავლეთ საქართველოში აღინიშნებოდა ფუტკრის ოჯახების მასობრივად დაღუპვა. ამ დრამატულ მოვლენებთან დაკავშირებით, წლეულს,  ქუთაისის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში 13-იდან 19 ნოემბრამდე ინტენსიურად იმართებოდა მეფუტკრეთა შეხვედრები.

მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გაირკვა, რომ განადგურდა ფუტკრის ოჯახების საერთო რაოდენობის 25-35%. ზოგ რეგიონებში ზარალი 50-80 %-საც აღწევს. 

მეფუტკრეებმა თავისი ხელით შეავსეს წინასწარ დაბეჭდილი ფორმები, რის საფუძველზეც გაკეთდა ქვემოთ მოცემული ცხრილი (რაიონების მიხედვით  ფუტკრის განადგურებული ოჯახების რაოდენობა).

აღნიშნული ინფორმაცია სრულად არ ასახავს არსებულ მდგომარეობას და მეტი ინფორმაციის მოძიებას მოითხოვს.

აღნიშნული შეხვედრების და ინფორმაციის შეჯერების შემდეგ საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის სახელზე მომზადდა მიმართვა, რომელსაც აქვე უცვლელად გთავაზობთ:

„დასავლეთ საქართველოს მეფუტკრეობაში მიმდინარე დრამატულ მოვლენებთან დაკავშირებით, მ. წ. 13,16 და 19 ნოემბერს ქუთაისის სავაჭრო სამრეწველო პალატაში ჩატარდა მეფუტკრეთა შეხვედრები. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა რომ, განადგურდა ფუტკრის ოჯახების საერთო რაოდენობის 25-35%. ზოგ რეგიონებში  ზარალი, 50-80 %-საც აღწევს. 
აღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ, დაგვეხმაროთ ფუტკრის ოჯახების  მასობრივად განადგურების მიზეზების დადგენაში.
შეკრებილ მეფუტკრეთა უმრავლესობის აზრით, ფუტკრის ოჯახების დაღუპვაში გარკვეული წვლილი მიუძღვის ფაროსანას წინააღმდეგ ჩატარებულ ღონისძიებებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ, კომპეტენტური სპეციალისტების მოვლინებას, რომლებიც შეისწავლიან მდგომარეობას ადგილებზე და მოგვცემენ კომპეტენტურ დასკვნებს. 

რა უნდა გაკეთდეს?

უნდა განისაზღვროს ფუტკრის ოჯახების დაცემის ,,ცხელი ადგილები“

მოხდეს ამ წერტილებიდან ნიმუშების აღება „ბიფენტრინი“/„დელტამეტრინის“ ნარჩენების რაოდენობის დასადგენად, შედარდეს ,,უსაფრთხო“ ადგილებიდან აღებული ნიმუშების ანალიზის შედეგს, რათა გამოვიტანოთ სწორი დასკვნები.

უნდა გადაიხედოს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია! ორი სამი და ოთხი წლის შემდეგ შედეგები უფრო დრამატული იქნება და განხილვის საგანი გახდება სატბორე მეურნეობები, მესაქონლეობა…

ვხედავთ, რომ იწამლება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე ტერიტორიებიც – ქალაქების ჩათვლით. მსგავსი პრაქტიკა ევროპულ ქვეყნებში არ არსებობს. ჩვენი ქვეყანა კი ევროინტეგრაციის გზას ადგას. ასევე აშკარაა, რომ შეწამვლის სიხშირე/ჯერადობა გადაჭარბებულია.  
მეფუტკრეებთან ნდობის ასამაღლებლად, გთხოვთ მოწვეულ სპეციალისტებში ჩართოთ უცხოელი ენტომოლოგები მეფუტკრეობის დარგში.

მათ ჩამოყვანაში დახმარების სურვილი გამოხატა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ქ-ნ ნინო ჩიქოვანმა, რომელიც პირადად ესწრებოდა 19 ნოემბრის შეხვედრას და არასამთავრობო ორგანიზაციის „ეი სი დი აი ვოკა“ ფერმერი ფერმერს პროექტის კოორდინატორმა ქ-ნ ლანა ჩვამანიამ.

ასევე თხოვნა გვექნება სანდოობის ამაღლების მიზნით უცხოელი ენტომოლოგების შერჩევისას გაითვალისწინოთ, ჩვენს მიერ ნდობით აღჭურვილი პირის  ბ-ნ ირაკლი ჯანაშიას აზრიც და ბატონმა ირაკლიმაც მიიღოს აქტიური მონაწილეობა აღნიშნული ფაქტის გარკვევაში“.

იუზა გიგაშვილი,

„საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის „ვიცე პრეზიდენტი,

ავქსენტი პაპავა,

„საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების“ გამგეობის თავმჯდომარე.

 

რაიონების მიხედვით  ფუტკრის განადგურებული ოჯახების რაოდენობა

მეფუტკრის სახელი და გვარი საფუტკრეების მდებარეობა ფუტკრის ოჯახების რაოდენობა ფუტკრის რამდენი ოჯახი დაეღუპა
         2         3        4      5
1 გია იოსელიანი ვანის რ-ნი ყუმური 70 60
    ვანის რ-ნი ყუმური 70 65
    ვანის რ-ნი ყუმური 70 63
    ვანის რ-ნი ტობანიერი 80 72
    ვანის რ-ნი ტობანიერი 100 88
    ვანის რ-ნი ისრითი 60 55
    ვანის რ-ნი ისრითი 60 52
    სატრედიის  რ-ნ ბაში 100 75
    სატრედიის  რ-ნ ბაში 100 80
    სატრედიის  რ-ნ ბაში 100 70
    სატრედიის  რ-ნ ჯიხაისი 100 2
    სატრედიის  რ-ნ ღანირი 100 1
    სატრედიის  რ-ნ ღანირი 100 2
    სატრედიის  რ-ნ ღანირი 100 1
    სატრედიის  რ-ნ ღანირი 100 1
    სამეგრელო კოდორი 100 3
    სამეგრელო გულიკარი 100 2
    სამეგრელო კეთილარი 95 1
    ლანჩხუთი ჯაპანა 98 11
    ლანჩხუთი ჯაპანა 95 7
2 თეიმურაზ ჭრელაშვილი ბაღდათი სოფ. დიმი 43 35
დავით მაღლაკელიძე ზესტაფონი  ძირულა 146 65
4 მიშა გრძელიძე ზესტაფონი 70 25
5 გოჩა გრძელიძე ზესტაფონი 40 25
6 მურმანი მუმლაძე ზესტაფონი 130 40
7 ზურა მაჭავარიანი ზესტაფონი ხარაგაული 140 3
8 ზურაბ ფრცქიალაძე ზესტაფონი ბაბი 70 40
9 ზაზა ბობოხიძე  ხონის რ-ნი ივანდიდი 36 2
10 გიორგი ლა-კვახელიანი ხონის რ-ნი ჯიხაიში 150 2
    იანეთი 70 20
    რაჭა 30 0
11 ზურა ბრეგაძე ნახშირღელე 60 10
    ნავენახევი 250 40
    მუხურა 50 10
12 ქარდავა მირზა ვანის რ-ნი საპრასია 160 75
13 ნიკა თუთისანი ბანოჯა 20 10
14 მზევინარ თაბუკაშვილი ბაღდათი 45 28
15 მადლენა კბილაშვილი ბაღდათი 45 28
16 ზაზა ნემსიწვერიძე წყალტუბო 7 0
17 ვანო ხიჯაკაძე ხარაგაული 160 3
18 ვასო გუბელაძე მაღლაკი 180 42
19  ტამაზი გოგელაშვილი გოდოგანი 13 10
20 რამინი მინაშვილი ვანის რ-ნი მუქედი 28 2
21 გია გიორგაძე სამტრედია 26 18
22 გია თევზაძე სამტრედია 27 12
23 რეზო აბდელანი ბაღდათი 15 12
24  ემზარი მამარდაშვილ წყალტუბო 21 9
25 ემზარი წულუკიძე ბაღდათი 30 15
26 ფრიდონ ლომთაძე  ტყიბული კურსები 25 11
27 დიმიტრი ნატრიაშვილი ბაღდათი 60 8
28 ამირან მსხვილაძე ბაღდათი 25 12
29 ფრიდონ ნერგაძე ბაღდათი 35 20
30  მურმანი გოგსაძე ბაღდათი 30 16
31 ვანო სუსარეიშვილ სამტრედიის დიდი ჯიხაიშ 150 50
32 ამბროსი ლეჟავა გურია 800 100
33 ლევან ლორია გორმაღალი 45 12
34 იუზა დოღონაძე ჟონეთი 85 40
35 რობერტი კაპანაძე ზესტაფონი ბოსლევი 48 15
36 არჩილი ვაშაკიძე სამტრედია იანეთი 120 28
37 ლაშა ფურცხვანიძე ფარცხანაყანე-ვი 30 20
38 გოგი ნიკოლეიშვილ სამტრედია იანეთი 55 18
39  ავთო სულაბერიძე თერჯოლის რ- კვახჭირი 80 20
40 ბიჭიკო ჩხაიძე ლანჩხუთი 40 3
41 იური დემეტრაძე ბაღდათი 80 60
42 მურმანი ვაშაკიძე გელათი 41 10
43 შოთა კვიმსაძე ჭოგნარი 18 16
44 ილია გამყრელიძე ბაღდათი აჯამეთი 130 100
45 პაატა დევიძე ვანის რ-ნი გორა 200 200
46 ბაქარი ფერაძე ზესტაფონი 4 0
47 გიორგი ჭინჭარაძე მარტვილი მესხეთი 60 25
48 ზაზა ჭინჭარაძე მარტვილი მესხეთი 85 20
49 ლევან ქოჩიაშვილი თერჯოლის რ- სიქთარვა 30 15
50 მანუჩარ რობაქიძე თერჯოლის რ- გოგნი 25 10
51 ლეილა ბარბაქაძე ტყიბული 25 13
52 კოტე ჩხიკვაძე კვახჭირი 80 10
    წყალტუბოს რ რიონი 70 10
53 შანიძე ამირანი სამტრედია 450 60
54 ვეფხია ნათაძე სამტრედიის რ გომი 300 70
55 დათო ჩაჩუა სამტრედიის რ გომი 350 70
56 მახარე მეტრეველი თერჯოლა 60 3
57 ზვიადი კოპალეიშვილ წყალტუბოს რ რიონი 150 2
58 თემური თვალთვაძე წყალტუბოს რ ჩუნეთი 120 50
59 გია გველესიანი ბაღდათის რ ობჩა 400 320
60 შიო ტონია გუმათი 80 20
61 თამაზ ლევიძე ქვიტირი 70 15
62 თემურ ყუფარაძე კვახჭირი 80 12
63 ნანი ძიძიგური ხონის რ-ნი სეხჩე 55 54
64 გეგუჩაძე გიორგი ხონის რ-ნი გუბი 30 5
65 მირანდა ბურჯანაძე ზესტაფონი ქვ.საზანო 70 7
66 კაპანაძე კახაბერი ჯიხაიში 38 10
67 ირაკლი მიქაუტაძე ცაგერი ტვიში 30 25
68 შალვა კუჭავა წყალტუბო 100 25
69 ბექა ლაჭყებიანი ცაგერი ტვიში 38 34
70 თემურ ბასილაძე ვანი 30 15
    ხონი 40 15
71 ამბერკი გენელიძე ვანი 29 2
72 რევაზი ჭოლაძე წყალტუბო ობშკვითი 50 35
73 დავით კვინიკაძე წყალტუბო რ გეგუთი 130 15
74 პაატა მაღლაკელიძე ხონის რ-ნი ბესიაური 150 60
75 გელა კაპანაძე საჩხერე 100 30
76 ჯაბა ხვედელიძე საჩხერე 52 20
77 ჩაჩანიძე ეკა საჩხერე 36 24
78 თამაზი სამხარაძე საჩხერე 25 25
79 გველესიანი კახა ბაღდათის რ ობჩა 180 140
80 თეიმურაზ შალამბერიძე წყალტუბოს რ ზედა მესხეთი 80 30+30
81 ბესარიონ მაშანეიშვილი ბაღდათი საირმე 200 40
82 ნიქაბაძე ნინო გეგუთი 80 35
    ფარცახაყანევი 20 20
83 ნემსაძე თენგიზი წყალტუბოს რ ვანისჭალა 70 50
84 შვანგირაძე შალვა წყალტუბოს რ ცხუნკური 300 109
1        2         3        4      5
85  დავით ბრეგვაძე წყალტუბოს რ ქვედა მესხეთ 38 25
86 იუზა ბრეგაძე ტყიბული 74 30
87 ავთანდილ დვალიშვილი ვანის რ-ნი სულორი 235 165
88 კახაბერ კახაია  ვანის რ-ნი ბზვანი 250 100
    ვანის რ-ნი ანაეაური 250 100
89 იუზა გიგაშვილი თერჯოლის რ-ნი  სეფარეთი 180 3
    თერჯოლის რ სიმონეთი 80 1
90 მინდია ქავთარაძე ვანის რ-ნი დიხაშხო 156 0
    ვანის რ-ნი ისრითი 140 1
    ვანის რ-ნი ციხის უბანი 149 0
    ვანის რ-ნი ვაშლარა 132 0
    ვანის რ-ნი სალხინო 145 0
    ვანის რ-ნი ისრითი 60 1
    ვანის რ-ნი ბზვანი 57 1
    ვანი 39 0
    სენაკი 146 0
    სენაკის რ შხეფი 126 0
    სენაკის რ შხეფი 132 4
    ძველი სენაკი 144 0
91 აშოთია ბადრი ტყიბულის რ- საწირე 125 70
92 ნინო ზამთარაძე ხონის რ-ნი პატარა გუბი 35 21