აგროტექნოლოგიებირუბრიკებიფერმერი ფერმერს

,,დაწნული“ მცენარეები ეზოს და სახლის შიდა ინტერიერის დასამშვენებლად

დღეს ოთახის მცენარეებიდან დიდი პიპულარობით სარგებლობს ფლორისტიკის ახალი მიმართულება – რომლის შედეგს, აბროსკულპტურიდან განსხვავებით, სწრაფად მიიღებთ.

მცენარეების ვარჯი შეიძლება გაზარდოთ ერთმაგი ან ორმაგი სპირალის, ერთ ქოთანში ჩარგული სამი ან ექვსი მცენარის ნაწნავის, გასქელების, ბადის, ვარჯების შეზრდის და სხვა ფორმებით.

ამ მიზნისთვის ძირითადად გამოიყენება: ვეფხვისტყავა (Сансевьера), დრაცენა, ბენჯამინის ფიკუსი, ლიმონი, ნოლინა, პახირა, უდაბნოს ვარდი (адениум), ხევარდა (гардения), ნემსიწვერა (герань), ბალბიფოთლა (пеларгония) და ოთახის სხვა მცენარეები.

2-3 თვიანი რამოდენიმე ცალი (2-6) ნერგი ერთ ქოთანში, რაც შეიძლება მჭიდროდ, ირგვება. 4-5 კვირის შემდეგ, როდესაც სიმაღლეში, დაახლოებით, 13-15 სმ-ს მიაღწევს, ნორჩ ღეროებს მოეჭრება ახლად წამოზრდილი გვერდითი ყლორტები და:

გასქელების მიზნით _  იკვრება ერთად, ეხვევა ძაფი მჭიდროდ, 45 გრადუსიანი კუთხით, ოღინდ ისე, რომ მცენარის ღერო არ დაზიანდეს. დაახლოებით ყოველ მე-3 თვის თავზე ძაფი იხსნება და ხელახლა ეხვევა.

● ერთმაგი სპირალი _ ერჭობა პატარა ჭიგო და ნელ- ნელა ეხვევა ზედ და ფიქსირდება ძაფით როგორც გასქელებისას. ეს პროცედურა მეორდება 3 თვეში ერთხელ.

●ორმაგი სპირალი _ ხორციელდება ორი მცენარის მეშვეობით. პროცედურა იგივეა რაც ერთმაგი სპირალის დროს. ორივე მცენარე ეხვევა შუაში ჩარგულ მხოლოდ ერთ ჭიგოს.

● ნაწნავი _ მცენარეები (3 ცალი ან 6 ცალი) ზრდის მიხედვით იწვნება და რომ არ დაიშალოს, წვეროები მაგრდება ერთად რაიმე სამაგრით, რომელიც 2-3 თვეში ეხსნება და ისევ ჩაიწვნება წამოზრდილი ნაწილები.

● რთული ნაწნავები, ბადეები, მრგვალი ღობეები და სხვა ფორმები ხორციელდება მეტალის ან მუყაოს კარკასის გამოყენებით, რომლის გარშემოც ხდება ჩარგული მცენარეების (4-6 ცალი) მიახლოება, გადაჯვარედინდება (ან სხვა..), შეხების წერტილებზე ეჭრებათ თხლად კანი, გამოსული წვენი იწმინდება და შეზრდის მიზნით იკვრება ერთად რაიმე ფიქსატორით. 3-4 თვის შემდეგ შეიძლება წამოზრდილი ღეროების ხელახლა დაახლოება (თქვენს მიერ ჩაფიქრებული ფორმიდან გამომდინარე).

2-3 წლის შემდეგ მიიღებთ სასურველ მცენარეს.

დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მცენარის ღეროს ფორმირების პარალელურად, მცენარე პერიოდულად უნდა შეიჭრას (გაისხლას), ასევე სასურველი ფორმის მისაღებად!

მოამზადა ლია მღვდელაძემ