აგრარული განათლებარუბრიკებიფერმერი ფერმერს

ნიმის ზეთი, ბიოლოგიური ინსექტიციდი

ბიოლოგიური ინსექტიციდი, რომლის მთავარი მოქმედი ნივთიერება აზადირაქტინია და შეიცავს ასევე სხვა ლიმონოიდებს.

პრეპარატის დამზადებისას გამოიყენება ნიმის ზეთი და საპნის ხის ნაყოფიდან გამოყოფილი საპონინები, ამიტომ არის წყალში ხსნადი, გამოყენებისთვის მზა ფორმა.

გამოყენება: გამოიყენება სასოფლო – სამეურნეო კულტურებში, სატყეო და სასათბურე სანერგე მეურნეობებში, სხვადასხვა ტიპის ნიადაგში, როგორც ფოთლოვანი, ისე პირდაპირი შეტანის გზით.

ზოგადი ინფორმაცია:
  • გამოიყენება მწერების, ტკიპებისა და ნემატოდების წინააღმდეგ
  • გამოიყენება მავნებლის კვერცხის, მატლისა და ზრდასრული ფაზების წინააღმდეგ
  • შეიძლება გამოყენებული იქნას მოზამთრე კვერცხების ფაზაში
  • სამუშაო ნაზავით ფოთლების ზედა და ქვედა მხარეები კარგად უნდა დამუშავდეს
  • როგორც სხვა ზეთოვანი პრეპარატების შემთხვევაში, გამოიყენეთ დილით ადრე ან საღამოს, რათა თავიდან აიცილოთ ფოთლის დამწვრობა
  • გამოიყენება ფოთლების გამწმენდ საშუალებად დეკორატიულ მცენარეებში
მოქმედება:
  • მწერი წყვეტს საკვების მიღებას
  • რეპელენტი
  • აჩერების მწერების ზრდის პროცესს
  • სტერილანტი
ინსექტიციდური მოქმედება:
  • კოქციდები ( ცრუფარიანები, ფარიანები )
  • ბუგრები
  • თრიფსები
  • ქერცლფრთიანები (ნაყოფჭამიები, მზომელები, სფინქსები, ჩრჩილები, ალურები, ხვატრები და სხვა)
  • ტკიპები
  • ბაღლინჯოები
პრეპარატის გამოყენება კულტურების მიხედვით:
  • მარცვლოვნები (ხორბალი, ქერი, შვრია) – ხერხია, ცხვირგრძელა, ხვატარი, ჭიაწურბელა, თრიფსი, ბუგრი, პურის ხოჭო, კალია, ბაღლინჯო. ხარჯვის ნორმა – 2-2.5 ლიტრი/ჰა;
  • სიმინდი – ღეროს ფარვანა, ხვატარი, ბაღლინჯო. ხარჯვის ნორმა – 2 – 2.5 ლიტრი/ჰა;
  • ვაზი – კვირტის ჭია, ტკიპა, ცრუფარიანა, ყურძნის ჭია, მაისის და ივნისის ღრაჭები, ფოთლიხვევია, ბოსტრიხუსი, ბაღლინჯო. ხარჯვის ნორმა – 2-3 ლიტრი/ჰა.
  • ციტრუსები – ვერცხლისფერი ტკიპა, შავი ფრთათეთრა, ციტრუსოვანთა ფრთათეთრა, ცრუფარიანა, ფარიანა, ბუგრი, ბაღლინჯო. ხარჯვის ნორმა – 4-5.5 ლიტრი/ჰა.
  • კენკროვანი ხილი – ხერხია, ბუგრი, ჟოლოს კვირტის ჩრჩილი, ჟოლოს ცხვირგრძელა, აბლაბუდიანი ტკიპა, ჟოლოს ხოჭო, ჟოლოს ღეროს მეგალე, ბაღლინჯო – ხარჯვის ნორმა – 1 – 2 ლიტრი/ჰა.
  • თესლოვანი ხეხილი (ვაშლი, კომში და ა.შ) – ფარიანა, ჩრჩილი, ნაყოფჭამია, ბუგრი, არაფარდი პარკიხვევია, კოკრიჭამია, ფოთლიხვევია, სფინქსი, მინაფრთიანა, თრიფსი, ოქროკუდა, ბაღლინჯო. ხარჯვის ნორმა – 3-4 ლიტრი/ჰა.
  • კურკოვანი ხეხილი (გარგარი, ატამი, ქლიავი) – ნაყოფჭამია, ბუგრი, კოკრიჭამია, ფსილა, ტკიპა, ატმის ცრუფარიანა, ქლიავის ნაყოფჭამია, თრიფსები, ხერხია, ცხურფარიანა, ბაღლინჯო. ხარჯვის ნორმა – 3-4 ლიტრი/ჰა.
  • პარკოსნები – ბუგრი, თრიფსი, ხვატარი, ცხვირგრძელა, ხერხია, ბაღლინჯო. ხარჯვის ნორმა – 1.5-2 ლიტრი/ჰა;
  • ნუში – ცხვირგრძელა, ბუგრი, ქერქიჭამია, პეწიანა, მინაფრთიანა, ფარიანა, ბაღლინჯო. ხარჯვის ნორმა – 3-4 ლიტრი/ჰა;
  • ლეღვი – ჩრჩილი, ტკიპა, ალურა, ფარიანა, ცრუფარიანა, ბაღლინჯო. ხარჯვის ნორმა – 1-2 ლიტრი/ჰა.
  • ბროწეული – ბუგრი, ფარიანა, ოქროკუდა, ტკიპა, ბაღლინჯო.  ხარჯვის ნორმა – 1-1.5 ლიტრი/ჰა.
  • წიწაკა – ბუგრი,ტკიპა, ხვატარი, ფრთათეთრა, თრიფსი, ბაღლინჯო. ხარჯვის ნორმა – 1 -1.5 ლიტრი/ჰა.
  • კომბოსტო – ხვატარი, თრიფსი, თეთრულა, ბუგრი, ჩრჩილი, ბაღლინჯო. ხარჯვის ნორმა – 2-2.5 ლიტრი/ჰა.
  • სტაფილო – ხახვის ბუზი, ბუგრი, ხვატარი, ბაღლინჯო. ხარჯვის ნორმა – 1-1.5 ლიტრი/ჰა.
  • გოგროვნები – ბუგრი, ხვატარი, ნესვის ბუზი, ტკიპა, ბაღლინჯო. ხარჯვის ნორმა – 1.5-2 ლიტრი/ჰა.
  • სატყეო და სასათბურე სანერგე მეურნეობებში – ფრთათეთრა, ბუგრი, ბაღლინჯო, ტკიპა, თრიფსი, ხერხია, ხვატარი, ჰერმესები, ჩრჩილი – 3 – 4 ლიტრი/ჰა.
  • დეკორატიული მცენარეები – ბუგრი, თრიფსი, კოქციდები, ბაღლინჯო, ფრთათეთრა, ტკიპა. ხარჯვის ნორმა – 1-2 ლიტრი/ჰა.

ინსექტოაკარიციდული მოქმედების პრეპარატი, ასევე გამოიყენება ზოგიერთი სახეობების ნემატოდების წინააღმდეგ.

დოზირება:

ღია გრუნტი – 0.3 – 0.7 % სამუშაო ნაზავი

სატყეო და სასათბურე სანერგე მეურნეობები – 0.7 – 1 % სამუშაო ნაზავი

გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.

პრეპარატით წამლობის გამეორება რეკომენდირებულია 10-15 დღის ინტერვალით. თუ მწერი განვითარების მაღალ სტადიაშია, გამოიყენეთ მეტი სიხშირით.

თავსებადობა:

პრეპარატის შერევა შეიძლება ნებისმიერ ბიოლოგიურ თუ ქიმიურ მცენარეთა დაცვისა და გამოკვების საშუალებებთან, გარდა ალკალოიდების ჯგუფისა.

შენახვის ვადა: პრეპარატი ინახება 3 წლის განმავლობაში თვისებების შეუცვლელად, შენახვის პირობების დაცვისას. შეინახეთ ორიგინალურ კონტეინერში მშრალ, გრილ, უსაფრთხო ადგილას.

გამოყენების მეთოდი

დოზირება და ხსნარის პროცენტულობა დამოკიდებულია მწერების განვითარების დონეზე,  მცენარის განვითარების პერიოდზე და მწერებთან ბრძოლის ადგილობრივ გამოცდილებაზე.

გამოიყენეთ დილით ადრე ან საღამოს.

არ გამოიყენოთ ყვავილობის დროს.

სამუშაო ხსნარის მომზადება:

ჭურჭელში პირველად ჩაასხით პრეპარატი, შემდეგ დაუმატეთ წყალი და კარგად მოურიეთ.

სამუშაო ხსნარი მომზადების დღესვე გამოიყენეთ.

სარგებელი
  • ეფექტურად აკონტროლებს/ებრძვის ისეთ მწერებს, როგორიცაა, ფრთათეთრა, ბუგრები, თრიფსები, ცრუფარიანა, ჭრიჭინობელა და სხვა.
  • რეპელენტის თვისების წყალობით შეგვიძლია პროფილაქტიკური მიზნით გამოყენება და მეურნეობაში მავნებლების გაჩენის ალბათობის შემცირება.
  • უსაფრთხოა სასარგებლო და მტაცებელი მწერებისთვის.
  • არის ეკო მეგობრული და ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნებას უწყობს ხელს.
  • არ იწვევს რეზისტენტულობას
  • არ აქვს ნარჩენები