დარგებიმეფუტკრეობა

დედა ფუტკრის როლი

ალბათ, ოდესმე დაინტერესებულხარ, თუ რა როლი უკავია დედა ფუტკარს სკაში?
ის, რა თქმა უნდა,  სასიცოცხლო როლს თამაშობს ფუტკრის კოლონიაში, თუმცა ზუსტად რას აკეთებს?
მოდი, შევხედოთ დედოფლის ცხოვრებას მისი დასაწყისიდან დასასრულამდე.

დედა ფუტკარი, რა თქმა უნდა, ყველაფრის მამოძრავებელი ღერძია, რაც ჯანმრთელ სკაში ხდება. რამდენიმე იშვიათი გამონაკლისის გარდა, დედოფალი ერთადერთია უზარმაზარ ფუტკრის კოლონიაში, რომლის რიცხვი, შესაძლოა, 60 000 ან მეტს აღწევდეს.

სხვა ფუტკრების მკაფიო უმრავლესობა დედოფალს კვერცხდების პროდუქტიულობაში ეხმარებიან. მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესი საქმიანობა პირდაპირ კვერცხდებას არ ეხება, ისინი არიან პასუხისმგებელნი კოლონიის მთლიან გადარჩენაზე. მაგალითად, მუშა ფუტკრები გაზაფხულსა და ზაფხულზე თაფლის უზარმაზარ საცავებს აშენებენ. ეს რეზერვები ეხმარება კოლონიას ზამთარში გადარჩენაში, რომლის შემდეგაც დედა ფუტკარი ისევ იწყებს კვერცხის დებას.

დედოფალი აკონტროლებს ფუტკრის კოლონიას?

როგორც მეფუტკრეს, მნიშვნელოვანია გვესმოდეს დედა ფუტკრის როლი და მისი ურთიერთკავშირი მუშა და მამალ ფუტკრებთან. ეს, სკაში მიმდინარე პროცოსებსა და პრობლემებზე (თუ ისინი თავს იჩენენ) დაყრდნობით, ფუტკრის ოჯახის ჯანმრთელობის შეფასებაში დაგვეხმარება. 

მიუხედავად იმისა, რომ მეფუტკრეობა საკმაოდაა განვითარებული და არსებობის დიდი ხნის ტრადიცია აქვს, მეცნიერები დღესაც ცდილობენ კიდევ უკედ შეისწავლონ დედა ფუტკარი. სწორედ ამიტომაა მეფუტკრეობა ამოუწურავი და საინტერესო!

დედოფალი ძალიან ზუსტი და ორგანიზებულია ყველაფერში, რასაც აკეთებს, დაწყებული შეწყვილების ფრენიდან, დამთვებული თანმიმდევრული კვერცხის დების პროცესით. მიუხედავად იმისა, რომ იგი ცენტრალური ფიგურაა და მისი სახელიც – დედოფალი, საკმაოდ მკაფიოდ ჟღერს, სრულიად ცხადი და გასაგები უნდა იყოს, რომ იგია მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ოჯახში, თუმცა ეს ასე საერთოდ არ არის.

კოლონიაში გადაწყვეტილებას დედოფალი არ იღებს

მართლაც, იგი შესაძლოა ცენტრალურ მარიონეტულ ფიგურადაც ჩაითვალოს.

დედოფალი, თავისი კვერცხდების შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ნამდვილი ვარსკვლავია სკისთვის, თუმცა მას მუშა ფუტკრები – იგივე, მარიონეტების ოსტარები აკონტროლებენ. მუშა ფუტკრებს ახალი დედოფლის გამოზრდის ან არსებულის მოკვლის უნარი აქვთ – როგორც მათ მოესურვებათ.

დედა ფუტკარი მხოლოდ კვერცხდებას აკონტროლებს და ასევე, გამოყოფს ფერომონს, რომელიც ძირითადი სიგნალია მთელი კოლონიისთვის.

კვერცხიდან კვერცხდებამდე, სადედე ჯამი

სადედე ჯამი ცვილის გუმბათოვანი უჯრედებია, რომელიც მომავალი დედოფლისთვისაა განკუთვნილი.

მეფუტკრე სკის დათვალიერებისას სადედე ჯამებთან ფხიზლად უნდა იყოს, რადგან ის მნიშვნელოვან სიგნალს იძლევა პოტენციური ნაყრობის განზრახვის შესახებ.

დედა ფუტკრის სადედე ჯამი
სადედე ჯამი

თუ სადედე ჯამში კვერცხი და თეთრი სითხეა (ფუტკრის რძე), ან მთლიანადაა ჩამოშენებული (გრძელი ფორმის), მაშინ მას ყურადღება უნდა მივაქციოთ. ეს სადედე ჯამი უკვე “აღიარებულია” და მასში დედის ჩამოყალიბების პროცესი მიდის, რაც პოტენციური ნაყრობის ნიშანი შესაძლოა იყოს.

ფუტკრის რძე და დედა ფუტკარი

როგორც კი მუშა ფუტკრები სადედე ჯამს ააშენებენ და დედა კვერცხს შიგ ჩადებს, ძიძა ფუტკრები ფიჭიდან უჯრას დაახლოებით 25 მილიმეტის სიგრძეზე ჩამოაშენებენ, რათა მომავალი დედოფლის ლარვას გასაზრდელად დიდი სივრცე მისცენ. უჯრედი მე-9 დღეს ცვილის თხელი ფენით გადაიბეჭდება, ამის შემდეგ კი 16 დღეა საჭირო დედის გამოსაჩეკად. 

ძიძა ფუტკრები მას ფუტკრის რძით კვებავენ, უფრო დიდხანს ვიდრე მუშა და მამალი ფუტკრების ლარვებს. დედოფალი ფუტკრის ერთადერთი კასტაა, რომელიც ამ საიდუმლო ნივთიერებით მთელი თავისი ლარვის პერიოდში იკვებება.

დაბადება

16 დღის შემდეგ, დედა ფუტკარი სადედე უჯრიდან გამოსვლას იწყებს და ცვილის ზედა საცობს ღრნის. როცა მისი თავი გამოჩნდება, მას გამოსვლაში უკვე მუშა ფუტკრებიც ეხმარებიან.

ნახეთ დედოფლის დაბადების ეს საოცარი კადრები:

ანატომია და მრავალჯერადი ნესტარი!

დედოფალი ყველაზე დიდი ფუტკარია კოლონიაში. სხვა ფუტკრებთან შედარებით, რომელთა ფრებიც მათ მუცელს მთლიანად ფარავს, დედოფლის ფრთები, მუცლის მხოლოდ ნახევარს წვდება. იგი ადვილი საცნობია წაგრძელებული ფორმის გამო.

დედა ფუტკრის ზომა დაახლოებით 2 სანტიმეტია. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ანატომიური მახასიათებელი რეპროდუქციული ორგანოებია, როგორიცაა სპერმათეკა. ეს ის ადგილია, სადაც მამლებთან შეწყვილების ფრენის დროს შენაგროვებ სპერმას ინახავს. ამ სპერმას იგი მთელი ცხოვრება გამოიყენებს, რომ განაყოფიერებული კვერცხი დადოს, რომლისგანაც შემდგომ მდედრი ფუტკრები გაჩნდებიან.

დედა ფუტკრის ნესტარი, მუშა ფუტკრის ეკლიან ნესტართან შედარებით, უფრო გლუვია. მას შეუძლია ბევრჯერ გამოიყენოს ნესტარი და გადარჩეს. დედა ფუტკარი ნესტარს კვერცხის დადების პროცესში, ასევე, კვერცხის ადგილის შეცვლისა და სხვა დედოფალთან ბრძოლის დროს იყენებს.

ძირითადად, ფუტკრის დედები მშვიდები არიან და იშვიათად ნესტრავენ მეფუტკრეებს.

დედა ფუტკრის მარკირება

დედოფალი ძალიან მარტივი მოსაძებნი იქნება სკაში, თუ მას დავნიშნავთ. სწორედ იმისთვისაა საჭირო მისი მარკირება, რომ მეფუტკრის საქმიანობა უფრო ეფექტური გახდეს.

მეფუტკრეები დედოფალს სხვადასხვა ფერით თავთან ნიშნავენ, რომ ვიზუალურად ადვილი მოსაძებნი იყოს. ფერები იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ ფერზე შეთანხდებიან მეფუტკრეები იმ წელიწადს. აქედან გამომდინარე, ძალიან მარტივია დანიშნული ფუტკრის დედის დაბადების წლის გაგება.

დანიშნული დედები, შესაძლოა, უფრო ძვირია, თუმცა ეს ამად ღირს. ახალი მეფუტკრე ხართ თუ გამოცდილი, თუ დედას ყიდულობთ, აუცილებლად მარკირებული დედა მოითხოვეთ. მარკირება არანაირად არ აზიანებს მას და თქვენც მის უფრო სწრაფად პოვნაში დაგეხმარებათ.

მარკირებული დედა ფუტკარი
დედოფლის როლი ნაყრობისას, ნაყრობის გადაწყვეტილება

როცა სკა ფუტკრისგან გადავსებას იწყებს, ეს შესაძლოა ნაყრობით დამთვრდეს. ნაყრობის პროცესი შემდეგნაირად ვითრდება:

  • დედა ფუტკარი, კვერცხის დებას აგრძელებს, როგორც ყოველთვის, თუმცა მუშა ფუტკრები სადედე ჯამებს აშენებენ ახალი დედის გამოსაყვანად.
  • მუშა ფუტკრები დედოფალს საკვების მიწოდებას უწყვეტენ, აშიმშილებენ, რომ შემსუბუქდეს და მოახლოებული ნაყრობისას ფრენა შეძლოს.
  • ფუტკრის კოლონიის დაახლოებით ნახევართან ერთად, დედოფალი სკიდან გამოფრინდება და ნაყრად ფორმირდება სადმე სიახლოვეში – ბუჩქზე ან ხეზე, შემდეგ კი ახალი სახლის ძიებას იწყებს. არსებითად, სკაში ახალი კოლონია ყალიბდება და დედოფალთან ერთად სამუდამოდ ტოვებს ძველ სახლს.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ამ პროცესის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ კოლონია იღებს გადაწყვეტილებას, როდის მოამზადოს ახალი დედა და შეუწყვიტოს კვება უკვე არსებულს, რომ ფრენა შეძლოს. არსებითად, თავად კოლონიამ – რომელიც ძირითადად მუშა ფუტკრებისგან შედგება – გადაწყვიტა ნაყრობის დრო და დედოფლის ბედი!

ფუტკრის ნაყარი
დების მკვლელობა

ნაყრის გაფრენის შემდეგ, სადედე უჯრედებიდან ახალი დედოფლების გამოჩეკა იწყება. პირველად დაბადებული დედა ირჩევს, დარჩეს სკაში და გახდეს ახალი დედოფალი, თუ ფუტკრების გარკვეული რაოდენობით კიდევ ერთი ახალი ნაყრობა მოაწყოს და მანაც დატოვოს სკა. დედოფლების უმეტესობა ამ დროს სკაში დარჩენას ამჯობინებს. ამ შემთხვევაში, მისი პირველი ამოცანა სკაში მკაცრი ზომების მიღება იქნება. 

სკაში დარჩენილი ახალი დედოფლის პირველი ამოცანაა, მოძებნოს ჯერ კიდევ არ დაბადებული ყველა და, შემდეგ, თავისი ნესტრით მოკლას ისინი, რათა დარწმუნდეს, რომ იგია ოჯახის ერთადერთი დედოფალი. დედა ფუტკარმა რომ უჯრედში მყოფი და დანესტროს, უჯრედზე ცვილის ფენის ღრნას იწყებს. აქ კი მას მუშა ფუტკრებიც ეხმარებიან – დის მკვლელომაში!

რა ხდება თუ მისი და უკვე დაბადებულია?

თუ ორი დედოფალი ერთდროულად დაიბადა, ისინი ერთმანეთში იბრძოლებენ მანამდე, სანამ ერთ-ერთი მათგანი არ მოკვდება. რომელი მათგანიც გადარჩება, ისაა ახალი დედოფალი.

ნაყრობის შემდეგ

ზოგჯერ, ახლად დაბადებულმა დედამ შესაძლოა ნაყრობა მოაწყოს, “მთავარი” (პირველი) ნაყრობის მსგავსად. ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც კი ახალი დედოფალი დაიბადება, ფუტკრის გარკვეულ რაოდენობასთან ერთად სკას დატოვებს. ამას მეორეულ ნაყრობას უძახიან.

შემდეგ, თუ ახალი დედა დაიბადა, იგივე მეორდება – მან უნდა გადაწყვიტოს, სკაში დარჩება თუ ნაყრობას მოაწყობს. პოტენციურად, ასეთმა ნაყრობებმა, შესაძლოა, მთლიანად დაშალოს და გაანადგუროს ოჯახი, თუმცა ეს ძალიან იშვიათია.

დედოფლის შეწყვილება

დედოფალი დაბადებიდან მალევე შეწყვილებისთვის მიფრინავს. იგი მამლების მისაზიდად მათი შეკრების ადგილას გადაიფრენს და დაახლოებით, 10-20 სხვადასხვა მამალთან შეჯვარდება. ყველა მამალი, რომელიც დედოფალთან შეჯვარდება, მოკვდება, რადგან, ამ პროცესისას, მისი აპენდიტი (სასქესო ორგანო) ორგანიზმიდან გამოიგლიჯება.

ნახეთ დედოფლის შეწყვილების შესანიშნავი კადრები:

დედოფლის კვერცხი

სკაში მობრუნებული, იგი თავის ცხოვრებას კვვერცხდებით აგრძელებს და დაახლოებით, 1500-2000 კვერცხს დებს დღეში. მისი განაყოფიერებული კვერცხიდან მუშა ან დედა ფუტკრები დაიბადებიან, ხოლო გაუნაყოფიერებლიდან – მამლები.

როლი გენეტიკურ მრავალფეროვნებაში და დედოფლის ჩანაცვლება

დედოფალს, ისევე როგორ ყველა მდედრ ფუტკარს, 32 ქრომოსომა აქვს. მდედრი ფუტკრები 16 ქრომოსომას დედოფლისგან იღებენ, მეორე 16-ს კი მამლისგან. გახსოვდეთ, რომ დედა ფუტკარი, გენეტიკური მრავალფეროვნებისთვის, ბევრ მამალთან წყვილდება. რეკომენდირებულია, რომ ახალი დედოფალი სხვა გენეტიკური ხაზიდან იყოს, რათა ოჯახს გადარჩენის უფრო მეტი შანსი ჰქონდეს. გარდა ამისა, ეს კოლონიას პროდუქტიულობაშიც დაეხმარება.

დედის ჩანაცვლება მაშინ ხდება, როცა ძველი დედა კვდება, ან ცუდი გენეტიკისაა ან, უბრალოდ, არაპროდუქტიული გახდა.

ურთიერთობა სკაში

დედოფალი ფერომონს გამოყოფს. ეს მუშა ფუტკრებისთვის სიგნალია დედის ჯანმრთელობისა და პროდუქტიულობის შესახებ. როცა მუშა ფუტკრები პერომონის სუნს ვეღარ გრძნობენ თითო ფუტკრისს საკმარისი კონცენტრაციით, მათ იციან, რომ ახალი დედის გამოზრდის დროა, რადგან კოლონიაში ბევრი ფუტკარია და ერთი დედა აღარაა საკმარისი. 

მუშა ფუტკრები ზრუნავენ დედოფალზე, კვებავენ და უვლიან მას. იგი ძალიანაა დამოკიდებული მთელ კოლონიაზე, იმიტომ, რომ მას თავისი საკვების გადამუშავებაც კი არ შეუძლია. საკვები მუშა ფუტკრებმა უნდა გადაამუშაონ და ისე აჭამონ დედა ფუტკარს. მათ უნდა გაასუფთაონ, ასევე, მისი ნარჩენებიც.

ნახეთ, როგორ წმენდენ და უვლიან მუშა ფუტკრები დედოფალს:

წყარო:beekeeper.ge/დედა-ფუტკარი