აგროსიახლეებიმეცხოველეობა

ირლანდიელი ფერმერის გამოცდილება

ირლანდიელი ფერმერი გარეტ ჰეიესი ფიქრობს, რომ დივერსიფიკაციას შეუძლია მერძევე ფერმერებს  რძეზე ცვალებადი ფასების დარეგულირებაში დაეხმაროს.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მან მერძეული ნახირის ნახევარზე ნაკლები დაიტოვა, სანაცვლოდ კი  მეხორცული მსხვილფეხა პირუტყვის და ცხვრის რაოდენობა გაზარდა.თუ გავითვალისწინებთ რძის ფასების ცვალებადობას,  ამგვარი დივერსიფიკაცია ფერმას სტაბილურობის შენარჩუნებაში ეხმარება.

„მერძეული ნახირის რაოდენობა _ ამბობს გრატ ჰეიესი _ 240 სულიდან 100 სულამდე შევამცირე. ასეთი გადაწყვეტილება ნაწილობრივ იმის გამო მივიღეთ, რომ დაგეგმილი გვქონდა, ინვესტიცია რობოტიზირებულ საწველ სისტემაში ჩაგვედო. ამ ეტაპზე ჩვენი ძროხები წელიწადში საშუალოდ 8500 ლიტრ რძეს იწველებიან.”

მერძეული ნახირის შემცირებამ საშუალება მომცა საგრძნობლად გამეზარდა ცხვრისა და მეხორცული ჯიშის პირუტყვის რაოდენობა.

გარეტის განცხადებით, ამ დროისათვის ცხვრების და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ბიზნესი გაწეულ დანახარჯებს ანაზღაურებს და მათთვის ამ დროისათვის რძის ფასიც მისაღებია.

„მაგრამ 18 თვის წინათ ასე არ იყო, როცა რძის ბაზარზე კრიზისი დაფიქსირდა. იმ დროს ჩვენ მხოლოდ მერძეული ნახირის ბიზნესი გვქონდა და დავინახეთ, რომ ფერმის მომავალი საგანგაშო იყო”.

„მეცხოველეობაში, განსაკუთრებით კი რძის სექტორში, ვითარება რეალურად იცვლება, არადა მერძეულმა ფერმერებმა რძეში ისეთი ფასი უნდა მიიღონ, რაც საშუალებას მისცემს,  დაფარონ ხარჯები და საარსებო  შემოსავლითაც უზრუნველყოფილი იყვნენ, თუმცა, ეს რომ ასე იქნება, ამის გარანტია, წლიდან-წლამდე არ არსებობს”.

ამ დროს დივერსიფიკაცია ფერმერებს კარგ სამსახურს გაუწევს, რადგან:  „ცხვრის, საქონლის ხორცის და რძის ფასები შეიძლება ცვალებადი იყოს, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა, რომ სამივე მათგანის ფასი ბაზარზე ერთდროულად არასტაბილური გახდეს.”_ დასძენს ბოლოს ფერმერი

წყარო: http://georgiandairy.org http://www.agriland.ie