მარტივად რომ ვთქვათ, თუ გინდათ, რომ მიიღოთ რაც შეიძლება მეტი რძე, უნდა გყავდეთ ძროხა, რომელიც ყველაზე მეტ რძეს იწველება. ასეთი ძროხების ჩამონათვალი კი არც თუ მწირია.
გთავაზობთ ძროხის 10 ჯიშს, რომელიც ყველაზე მეტ რძეს იწველება.
ჰოლშტეინი_ 10 200 ლიტრი წელიწადში
ჰოლშტეინის მსხვილფეხა მსოფლიოში საუკეთესო ძროხაა, ბევრი და ხარისხიანი რძის საწარმოებლად. 365 დღის განმავლობაში ერთი ინდივიდის ანგარიშზე 30 ათასზე მეტი ლიტრი რძე ირიცხება, რაც ნამდვილად შთამბეჭდავი შედეგია.
ნორვეგიული წითელი _ 10 ათასი ლიტრი წელიწადში
ნორვეგიული წითელიც საკმაოდ პროდუქტიული ცხოველია, მისი რძე კარგი ხარისხით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა ქვეყნის სოფლის მეურნეობებში ის ფართოდ არის გავრცელებული.
კოსტრომა _ 10 ათასი ლიტრი წელიწადში
გარდა იმისა რომ ეს ძროხა რძის წარმოებისა და გადამუშავებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია, მისი განსაკუთრებულობა მის დღეგრძელ სიცოცხლეშიც მდგომარეობს, რადგან კოსტრომის ძროხა საშუალოდ 25 წლამდე ცოცხლობს.
ყავისფერი შვეიცარიული _ 9 ათასი ლიტრი წელიწადში
ყავისფერი შვეიცარიული წლის განმავლობაში 9 ათას ლიტრ რძეს იწველება, მისი რძე კი ფართოდ არის გავრცელებული ყველის მწარმოებლებში, რომელთა მიზანიც ხარისხიანი და გემრიელი ყველის წარმოებაა.
შვედური წითელი _ 8 ათასი ლიტრი წელიწადში
შვედური წითელი ძროხა, რომელიც 600 კილოგრამს იწონის, მსოფლიოში წითელი და თეთრი შეფერილობით არის გავრცელებული. ეს ჯიში თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ფერმერებს ერთგულ და შეუდარებელ სამსახურს უწევს. თითო ინდივიდი კი წლის განმავლობაში 8 ათას ლიტრ რძეს იწველება.
ერშაირი _ 7 831 ლიტრი წელიწადში
ერშაირის ჯიშის ძროხები დიდ ხანს ცოცხლობენ და სხვებთან შედარებით, ძალიან სწრაფადაც იზრდებიან, შესაბამისად, ის გაცილებით სწრაფად გაძლევთ ბევრ და ხარისხიან რძეს.
ანგლენის პირუტყვი _ 7 570 ლიტრი წელიწადში
გერსეი _ 7 363 ლიტრი წელიწადში
შორნორნის ძროხა _ 7 ათასი ლიტრი წელიწადში
შორნორნის ძროხა თავისი გარეგნული იერით განსხვავებულია, მისი ყავისფერი სხეული, რომელიც 640 კილოგრამს იწონის, დაფარულია თეთრი და მოწითალო წინწკლებით.
ფაი რუჟი _ 6 900 ლიტრი წელიწადში