აგროსიახლეები

ელექტროშოკით ან სხვა აკრძალული იარაღით თევზჭერისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით შეიცვლება

საქართველოს პარლამენტში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინიცირებული კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილება, რომლის საფუძველზეც ელექტროდენით, ელექტროშოკით ან სხვა აკრძალული იარაღით თევზჭერისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა უქმდება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგინდება.
„მოძრაობა ბრაკონიერობის წინააღმდეგ“  აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების ადვოკატირებას 2019 წლიდან ეწევა. 

საგაზაფხულო სესიაზე განსახილველად გავიტანთ კიდევ სამ ძირითად ცვლილებას, ესენია:

ბაზარზე თევზის წარმომავლობის დოკუმენტის შემოღება;

ელ. შოკური აპარატების ფლობა, დამზადება, რეალიზაციის კრიმინალიზება;

ქვეყანაში არაბიოდეგრადირებადი სახლართი ბადეების შემოტანა, რეალიზაციის აკრძალვა.

გახსოვდეთ: მოძრაობა ვართ ყოველი თითოეული ჩვენგანი, ყოველ პოზიტიურ ცვლილებას ვიწვევთ ჩვენ!

წყარო: M.A.P. მოძრაობა ბრაკონიერობის წინააღმდეგ