დარგებიმეთევზეობა

შავი ზღვის თევზები

საქართველოს სავიზიტო ბარათი – შავი ზღვა, გარდა იმისა, რომ ადგილობრივებისა და ტურისტებისთვის ზაფხულის ცხელი დღეებისგან თავისდასაღწევი საუკეთესო საშუალებაა, იგი სხვა ბევრი მიზეზის გამო კიდევ უფრო გამორჩეულია.
შავ ზღვაში დღეს თევზის 190-მდე უნიკალური სახეობა ბინადრობს, თუმცა უნდა აღინიშნონს, რომ სიცოცხლე მხოლოდ ზღვის ზედა 150 მეტრის სისქის ფენაშია. რაც შეეხება, ქვედა ფენას, აქ მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დიდი უჟანგბადო აუზია. შავ ზღვაში მობინადრე ძალიან ბევრი სახეობა გადაშენების პირასაა, ზოგიერთი მათგანი წითელ წიგნშია შეტანილი და მათი გაქრობის საშიშროება, სამწუხაროდ, სულ უფრო მზარდია.ჩვენ შავ ზღვაში მობინადრე რამდენიმე იშვიათი სახეობის თევზს განვიხილავთ:

Image placeholder

შავი ზღვის მელა, ანუ ქიცვიანი სკაროსი, ძირითადად, ატლანტის ოკეანის აღმოსავლეთ სანაპიროსთან გვხდება. იგი საქართველოს ნაპირებთანაც გავრცელებულია.
მამლის სხეულის სიგრძე 85 სმ-ია, დედლისა – 125 სმ.

Image placeholder

ზღის კატა ბოლქაცვიასებრთა ოჯახის წარმომდგენელია და მისი სხეულის სიგრძე 2, 5მ-ს აღწევს. წონა – 16 კგ-ს. ზღვის კატებს შეუძლიათ მტკივნეული ჩხვლეტა მიაყენონ შხამიანი ქაცვით. ჩხვლეტა სიცოცხლისათვის საშიში არ არის.

Image placeholder

ქიცვიანი ზვიგენი იგივე კატრანი, ნამდვილი ზვიგენების ქვერიგის წარმომადგენელია. მისი სხეულის სიგრძე 1, 5მ-ია, წონა კი 10 კილოგრამამდე აღწევს. შავ ზღვაში საქართველოს ფარგლებში გვხდება და მისი ღვიძლისგან დამზადებულ ექსტრაქტს ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად იყენებენ.

Image placeholder

ცქვრინი ზუთხისებრი ოჯახის წარმომადგენელია. მისი სხეულის სიგრძე 125სმ-ა, წონა კი – 16 კგ. მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა 22 წელია. ქვირითს, ძირითადად, გაზაფხულზე ყრის, ხოლო ზამთარს ორმოში ჩაწოლილი ატარებს.
ლევან კვარაცხელია
სვია ზუთხისებრთა ოჯახში ერთიანდება. მისი სხეულის სიგრძე 9მ-ს აღწევს, ხოლო მასა 1, 5 ტ. იგი შავი ზღვის სანაპიროებთან ყველგან გვხდება, თუმცა მისი გადაშენებისა და გაქრობის საფრთზე მაქსიმალურად დიდია. დღესდღეობით ღონისძიებები ტარდება რომ მისი მარაგი აღდგეს.