აგროსიახლეები

ექსპორტირებულია 36 მილიონი ბოთლი ღვინო

ბოლო ხუთ თვეში საქართველოდან მსოფლიოს 55 ქვეყანაში 36,4 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული – ზრდა წინა წელთან შედარებით 15%-ს შეადგენს.

ექსპოორტიდან მიღებული შემოსავალი 82,4 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 8%-ს მიაღწია.

ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე:

პოლონეთი – 11% (2258486 ბოთლი);

ლიეტუვა – 63% (439494 ბოთლი);

აშშ – 26% (402942 ბოთლი);

ესტონეთი – 3% (258640 ბოთლი);

გერმანია – 23% (314703 ბოთლი).

ჯამურად, საქართველოდან ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 130 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი. ზრდა 8% შეადგენს.