ეროვნულ საშენ მეურნეობაში გამოყვანილმა 2 წლის ნაკადულის კალმახმა პირველად იქვირითა
ეროვნულ საშენ მეურნეობაში გამოყვანილმა 2 წლის ნაკადულის კალმახმა პირველად იქვირითა. ნაკადულის კალმახის საშენში კალმახის ქვირითობის პერიოდი მიმდინარეობს. განაყოფიერების, პროცესის შემდეგ ქვირითის ინკუბატორში განთავსება ხდება, მომავალი თაობის მიღების მიზნით. პრაქტიკული გამოცდილებით დასტურდება, რომ კალმახი ქვირითობას მეორე წლიდან იწყებს.
როგორც ცნობილია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული საშენი მეურნეობა მეორე წელიწადია საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობის, ნაკადულის კალმახს ამრავლებს. აშენდა ინფრასტრუქტურა, სანაშენე სპეციალური ტბორები, რკინა-ბეტონის აუზები.
დღეს უკვე გამოჩეკილია 80000 ცალი ნაკადულის კალმახის ლიფსიტა. წელიწადში გათვალისწინებული ნახევარ მილიონამდე ლიფსიტის გამოყვანა და მდინარეებში გაშვება.
ეს ღონისძიება წითელ წიგნში შეტანილ ნაკადულის კალმახის პოპულაციის გაზრდას უზრუნველყოს და მას გადაშენებისგან იხსნის.