აგროსიახლეები

ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2022

გამოავლინეთ ცოდნა და გახდით ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2022-ის გამარჯვებული!

ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ:

• სპეციალისტებს, რომლებსაც აქვთ უმაღლესი ან პროფესიული განათლება აგრარულ სფეროში;

• აგრარული პროფილის უნივერსიტეტების და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს;

• ფერმერებს, რომლებიც ჩართული არიან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და ხანგრძლივი პრაქტიკის შედეგად, აქვთ საჭირო ცოდნა და გამოცდილება;

• 14-დან 18 წლამდე ასაკის, როგორც სპეციალიზებული კოლეჯის, ასევე, საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს;

ოლიმპიადა სამ ეტაპად ჩატარდება:

• პირველ ეტაპზე მოხდება მსურველთა რეგისტრაცია;

• მეორე ეტაპზე დარეგისტრირებულ მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტესტირება (დისტანციურად, ონლაინ პლატფორმის საშუალებით) მათ მიერ წინასწარ შერჩეულ სასოფლო-სამეურნეო დარგებში;

• მესამე ეტაპზე ტესტირების საშუალებით გამოვლინდებიან გამარჯვებულები.

აგროოლიმპიადა 2022-ის ფარგლებში, თითოეული კატეგორიიდან (ფერმერი, სტუდენტი, სპეციალისტი და მოსწავლე), დარგების მიხედვით, გამოვლინდება სამი (I ადგილი, II ადგილი, III ადგილი) გამარჯვებული, რომლებსაც სერტიფიკატები და პრიზები გადაეცემათ.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს ეროვნული აგრარული ოლიმპიადა

ეროვნული აგრარული ოლიმპიადა საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით გაიმართება. ოლიმპიადის ორგანიზატორები არიან გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა, „სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია“(ADA), USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).