აგროსიახლეები

ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობები იზრდება, იზრდება ხორბლის, სიმინდის, კარტოფილის, ბოსტნეულის წარმოება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 211.3 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.1 პროცენტით აღემატება.

ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობები მოიცავს:

► სიმინდი – 83.7 ათასი ჰექტარი;

► ხორბალი – 47.1 ათასი ჰექტარი;

► ქერი – 25.6 ათასი ჰექტარი;

► კარტოფილი – 16.4 ათასი ჰექტარი;

► ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახები – 13 ათასი ჰექტარი;

► ბოსტნეული – 12.8 ათასი ჰექტარი;

► დანარჩენი კულტურები -12.7 ათას ჰექტარი.

ასევე ამავე სამსახური წინასწარი მონაცემებით 2019 წელთან შედარებით 2020 წელს საქართველოში ხორბლის, სიმინდის, კარტოფილის, ბოსტნეულის წარმოება გაიზარდა.

♦ ​სიმინდი – 263 ათასი ტონა, ზრდა -27%;

კარტოფილი – 215 ათასი ტონა, ზრდა – 10.8%;

ბოსტნეული – 180 ათასი ტონა, ზრდა – 11.8%;

ხორბალი – 101.2 ათასი ტონა, ზრდა – 0.6%.