აგრარული განათლებამევენახეობა-მეღვინეობა

რაც მევენახემ უნდა იცოდეს! _ რთველის ორგანიზება

რთველის სწორი ორგანიზებისთვის მევენახემ პირველ რიგში  მოსავლის სავარაუდო რაოდენობა უნდა განსაზღვროს. წვრილ გლეხურ მეურნეობებში ეს თვალზომური მეთოდით (შეფასებით) ხდება. ეს მეთოდი ზუსტი არ არის, მაგრამ წვრილ წარმოებაში ამართლებს. მევენახეობის მსხვილ საწარმოებში კი მოსავლის დასადგენად იყენებენ აღრიცხვის ასეთ მეთოდს.

ვენახის ყოველ ძირითადი საწარმოო ჯიშებიდან მე-5 ან მე-10 რიგში შეარჩევენ მე-10 ძირ ვაზს. ჰექტარზე არანაკლებ 50 ძირ ვაზზე დაითვლიან მტევნებს. მტევნების საერთო რაოდენობას გაყოფენ ვაზის ძირთა რაოდენობაზე და მიიღებენ საშუალოდ ერთ ძირზე განვითარებულ მტევანთა რაოდენობას. ამ რაოდენობას ამრავლებენ მტევნის საშუალო წონაზე, რომელიც შეიძლება ჰქონდეთ განსაზღვრული წინა წლებში. მიღებული ნამრავლი გვიჩვენებს საშუალოდ ერთი ძირზე ვაზის მოსავალს. აქედან გამოიანგარიშება საჰექტარო მოსავალი (ჰექტარზე ვაზის ძირითად რაოდენობაზე გამრავლებით). ეს მეთოდი იძლევა რეალურ მოსავალთან საკმაოდ მიახლოებულ მაჩვენებელს.

მოსავლის განსაზღვრის შემდეგ ხდება ყურძნის გადამზიდი ტარისა და ტრანსპორტის შერჩევა მკრეფავთა ბრიგადების დაკომპლექტება. მიზანშეწონილია ყურძნის გადასატანად არ იქნეს გამოყენებული 10 ტონაზე მეტი ტვირთმზიდი მანქანები, რადგან ყურძნის სქელ ფენად დაწყობა იწვევს მის მექანიკურ დაზიანებას, რასაც თან სდევს არასასურველი ბიოქიმიური და მიკრობიოლოგიური

მკრეფავთა ბრიგადამ უნად უზრუნველყოს საკრეფი ტარის სწრაფი შევსება, რათა დაკრეფილი ყურძენი დიდხანს არ გაჩერდეს მზის გულზე.

კრეფის დროს  არ უნდა გამოვიყენოთ ლითონის სათლები (ის აუცილებელია იყოს პლასტმასის, ან ხისაგან მოწნული) და სხვა. დატვირთული სატრანსპორტო საშუალება სწრაფად უნდა გაიგზავნოს ღვინის ქარხანაში.

დრო მოკრეფიდან გადამუშავებამდე არ უნდა აღემატებოდეს 1-2 საათს!

ამჟამად, ნაცვლად დიდი გოდოლებისა, რომელიც დამაგრებული იყო მანქანის ძარაზე, გამოიყენება ხის ან პლასტმასის ყუთები, რითაც შეიძლება დაუზიანებლად და დროულად ყურძნის გადატვირთვა გადამუშავების ადგილამდე.

არსებობს ყურძნის საკრეფი მანქანები და აგრეგატები, რომელიც ჩვენთან არ გამოიყენება.

ანა გოდაბრელიძე, სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი,

ვაჟა გოცირიძე, სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი