აგრარული განათლებადარგებიმევენახეობა-მეღვინეობაფერმერი ფერმერს

ყურძნის შენახვა და მასზე  მოქმედი ძირითადი ფაქტორები

საქართველოში რთველი დაიწყო, ჩვენი მევენახე ფერმერებისა და ვისაც ყურძნის პირადი მოხმარებისა თუ გაყიდვის მიზნით გამოყენება სურთ, ამ სტატიიდან სასარგებლო რჩევას მიიღებენ.

ყურძნის თვის და რეალიზაციის ვადის გახანგრძლივების და კარგი სასაქონლო თვისებების შენარჩუნების მიზნით ყურძენი მაცივარში ინახება.

ყურძნის შენახვის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა გაცივების ეფექტიანი მეთოდების შემუშავების, გოგირდის ორჟანგის წარმატებით გამოყენების, ტემპერატურისა და ტენის რეგულირების და ახალი ტექნიკური საშუალებების დანერგვის გამო. ყურძნის საგვიანო ჯიშების წარმატებით შენახვისა და საადრეო ჯიშების წარმოების გზით, მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მთელი წლის განმავლობაში ახალი ყურძნით ვაჭრობს.

ყურძნის შენახვაზე მოქმედი ფაქტორებია: ტემპერატურა, შეფარდებითი ტენიანობა, ჰაერის ცირკულაცია და გოგირდის ორჟანგის გამოყენება.

რაც უფრო დაბალია ტემპერატურა, მით უფრო დიდხანს ინახება ყურძენი, თუ არსებობს სხვა ხელშემწყობი პირობებიც. კარგად მომწიფებულ ყურძენს ვერ აზიანებს -3,90C ტემპერატურა, მაგრამ მარცვლის ყუნწები, რომელთაც მცირე შაქრიანობა ახასიათებთ, უფრო მაღალ ტემპერატურაზე იყინება.

ითვალისწინებენ რა ტემპერატურის მერყეობას, მინიმალურ დონედ მიჩნეულია 0-დან -1,10C–მდე. ყუთები იდგმება შტაბელებად საცავის ჭერამდე, რომელიც გაყოფილია საფენებით სამ ნაწილად. საჭიროა დაცული იქნეს ორი წესი: ყუთების გვერდები უნდა იყოს ჰაერის მოძრაობის პარალელური, ხოლო იარუსების სიმაღლე და გასასვლელებს შორის მანძილი უნდა იყოს თანაბარი, რაც ხელს შეუწყობს აერაციას შტაბელებში.

ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა. საცავში ტენიანობა უნდა იყოს საკმაოდ მაღალი. შეფარდებითი ტენიანობის მაჩვენებელი გამოხატავს მოცემულ ტემპერატურაზე წყლის ორთქლით ჰაერის გაჯერების დონეს. შეფარდებითი ტენიანობის თანაბარი მაჩვენებლების დროს თბილი ჰაერი შეიცავს მეტი წყლის ორთქლს, ვიდრე ცივი ჰაერი. მაგალითად, თუ ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა 80%-ია, მაშინ 240C ტემპერატურაზე ის შეიცავს მეტ წყალს, ვიდრე 20-ზე. ჰაერის შეფარდებითი ტენიანობის გაზრდით, საცავში მატულობს წყლის ორთქლის წნევა და კლებულობს ყურძნის ტენის დანაკარგი. ამიტომ ყურძნის საცავებში რეკომენდებულია შეფარდებითი ტენიანობა 87-92%.

ჰაერის ცირკულაცია. ჰაერი საცავში უნდა მოძრაობდეს ისეთი სიჩქარით, რომელიც არ გამოიწვევს ყურძნის ბიოლოგიური ან გარედან შემოღწეული სითბოს დანაკარგს. ჰაერის მოძრაობის სიჩქარე კარგად იზოლირებულ საცავში უნდა იყოს 0,05-0,13 მეტრი/წამში. ცნობილია, რომ ჰაერის მოძრაობის სიჩქარის 2-ჯერ გაზრდით, ტენის დანაკარგი იზრდება ერთი მესამედით, რაც შეფარდებითი ტენიანობის 5%-ით კლებას უტოლდება.

გაცივების სისტემები. სუფრის ყურძნის საცავებს აქვთ გაცივების შემდეგი სისტემები: მშრალი ყინულით გაცივება, მარილხსნარით ცენტრალიზებული გაცივება, კამერების ყინულით გაცივება. სამაცივრო დანადგარების კონსტრუქცია და მისი ექსპლუატაციის  წესები ტექნიკის საქმეა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ხანგრძლივი შენახვის მიზნით, რაც მოითხოვს გოგირდის ორჟანგით ფუმიგაციას, ცალკეული სექციების მშრალი ყინულით გაცივებას ენიჭება გარკვეული უპირატესობა. ცალკეული სექციების სისტემა კი, რომელიც ჩვეულებრივი ყინულისთვისაა გათვალისწინებული, უფრო გამოსადეგია ყურძნის მოკლე ვადით შენახვის დროს.

ჯიშები შენახვისათვის. ყველა რეგიონს უნდა ჰქონდეს ამ რეგიონისთვის გამოსადეგი ჯიშური სორტიმენტი. საქართველოს სასუფრე ვაზის რეკომენდებული ჯიშები აღწერილია ზემოთ. საადრეო და საშუალო პერიოდის ჯიშების სამაცივრო შენახვა მიზანშეწონილი არ არის შენახვის კარგი უნარის შემთხვევაშიც კი, რადგან მათი გაყიდვის დროს, ბაზარზე ახალდაკრეფილი ყურძენი შემოდის და კონკურენცია ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მუშაობს, ამიტომ შესანახად ძირითადად გამოიყენება საგვიანო და მეტად საგვიანო სიმწიფის ჯიშები.  

კარგი შენახვის უნარის მქონე ჯიშები ხასიათდება სუნთქვის დაბალი ინტენსივობით. გარდა სუნთქვის დაბალი ინტენსივობისა, ხანგრძლივად შესანახ ჯიშებს მკვრივი რბილობი, სქელი და მაგარი კანი აქვს, რასაც ჯიშური თვისებები განაპირობებს.

ყურძნის ცალკეული ჯიშები 1-1,5 თვიდან 3-5 თვემდე ინახება.