აგროსიახლეები

ესპანეთში ფერმერები საპროტესტო აქციას მართავენ, გადაკეტილია ქვეყნის რამდენიმე მთავარი მაგისტრალი

აქციაზე ფერმერებს უკავიათ ბანერები წარწერით – „ფერმერების გარეშე საკვები არ იქნება“.

ფერმერებმა საპროტესტო აქციაზე ტრაქტორებით მოძრაობა შეაფერხეს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის სევილიიდან და გრანადიდან საფრანგეთის საზღვართან მისასვლელი მაგისტრალები.

„სხვადასხვა სახით, თუმცა მთელ ევროკავშირის ქვეყნებს გვაქვს იგივე სახის პრობლემები“, – განაცხადა ესპანეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ფერმერთა ასოციაცია ASAJA-ის ვიცე-პრეზიდენტმა, დონაციანო დუჯომ.

ესპანელი ფერმერები უკრაინიდან და ევროკავშირის სხვა არაწევრი ქვეყნებიდან სურსათის იმპორტის შეზღუდვასა და საწვავის ფასების შემცირებას ითხოვენ.

ამასთან, ფერმერების საპროტესტო აქციები იმართება საფრანგეთში, ბელგიაში, იტალიასა და პორტუგალიაში.