დარგებიმემცენარეობა

ევკალიპტი „სიცოცხლის ხე“ დავრგოთ სკოლის ეზოებში

 ევკალიპტს მრავალფეროვან მცენარეულ საფარში სუბტროპიკული ზონის  დამახასიათებელი სილამაზის ფორმირებაში ერთერთი წამყვანი  ადგილი უჭირავს.
მისი მუდმივად მწვანე ვერცხლისფრად მოლივლივე ფოთლები ცად ატყორცნილ  ლამაზ ტანზე და ლაღად გაშლილინათელი ტოტები ქმნის განსაკუთრებულ ეფექტს.

ჩვენი დიდებული ბუნების სიმშვენიერეევკალიპტს გარდა დეკორაციული მნიშვნელობისა გააჩნია სხვა გამოყენების სფეროცმერქანი  გამოიყენება მშენებლობაშიავეჯის დასამზადებლადრკინიგზის ვაგონებისათვისგამძლეა ლპობის და მერქნის  მავნებლების  მიმართ.

ევკალიპტის თითქმის ყველა ნაწილი შეიცავს ეთეროვან ზეთს, მაგრამ  პრაქტიკული მნიშვნელობა ამ მიზნით აქვს ფოთოლს, რომელსაც  იყენებენ:   მედიცინაში,  პარფიუმერიაში, საპნის წარმოებაში.

ევკალიპტის გამხმარი ფოთლებისაგან ამზადებენ ნაყენს, რომელიც გამოიყენება  ასთმის, ბრონქიტის, სასუნთქი ორგანოების, ანთებითი პროცესის და  ჰიპერტონიით დაავადების დროს.

ასევე ევკალიპტის ეთეროვან ზეთს იყენებენ ქრონიკული ლარინგიტის, თვალის,  კანის, ფილტვების დაავადებისას, მუცლის ტიფის სამკურნალოდ.

ევკალიპტის ეთეროვანი ზეთის ბაქტერიოციდული თვისებების გამოკვლევამ  დაადასტურა მისი უდიდესი ფიტოციდური თვისებარომელიც  ორთქლის  ემულსიის  სახით სპობს ვირუსული გრიპის და ტუბერკულოზის გამომწვევ  ბაცილებს.

 ევკალიპტიდან გამოყოფილი ეთეროვანი ზეთი ჰაერზე დაჟანგვით ზედმიწევნით ასუფთავებს მთელ მიდამოსამიტომაარომ მის შეფოთლილ ტოტებს ხშირად  იყენებენ დეზინფექციისათვის.

ევკალიპტის ფოთლის ნახარშს იყენებენ ვეტერინარიაშიანთებისჩირქოვანი  კონიუქტიკისინფექციური ჭრილობებისბრუცელოზის და სხვა  დაავადებათა წინააღმდეგ სამკურნალოდ.

ევკალიპტი საზღვარგარეთის ბევრ ქვეყანაში ფართოდაა გამოყენებული ტყის მასივების შესაქმნელად, ფერდობის დასაცავად და სხვა მელიორაციულ ღონისძიებათა  დანიშნულების თვალსაზრისით.

ევკალიპტი უხვად მოყვავილე, მაღალეფექტიანი თაფლოვანი მცენარეა.  ყვავილობს წლის სხვადასხვა დროს .

ევკალიპტისთვის დამახასიათებელია ტრანსპირაციის მაღალი კოეფიციენტი ე.ი  მშრალი ნივთიერების შესაქმნელად წყლის დიდ რაოდენობას  ხარჯავს, ამავე დროს  მისი ფოთლების მზის სხივების მიმართ ირიბად განწყობის გამო, ნიადაგის ზედაპირამდე ადვილად აღწევს მზის სხივები, რაც ევკალიპტის ქვეშ წყლის ინტენსიური  აორთქლების პირობებს ქმნის, ამიტომ მის ნარგავებს ჭარბტენიანი ნაკვეთის დაშრობის დაჩქარების უნარი აქვს.

ევკალიპტი შეიძლება გამოვიყენოთ, ძირითადი დაშრობით ღონისძიების ჩატარების შემდეგ, ნაკვეთის ათვისება – გაკულტურებისა და კლიმატისგაჯანსაღებისათვის, ამიტომ შემთხვევითი როდია,  რომ ინგლისელები ავსტრალიაში მას „ტყეების ალამს“ ან „ცოცხალ აფთიაქს“ ან „საკვირველ ხეს“ უწოდებენ.

ევკალიპტის სამშობლო ავსტრალია, ტასმანია და მალაის არქიპელაგი კუნძულებია, რომლებიც ავსტრალიას ემიჯნება.

საქართველოში ევკალიპტის კულტურის სხვადასხვა ფორმები: სფერული ევკალიპტი, ტირიფისებრი, ნუშისებრი ევკალიპტი 1863 წელს  თბილისის ბოტანიკურ ბაღში შემოიტანეს.

 ევკალიპტების ინტროდუქციისა და შესწავლის საქმეში დიდი მუშაობა გასწია სოხუმის ბოტანიკურმა ბაღმაბათუმის  ბოტანიკურ  ბაღში 1912 -1914  წლებში  შემოიტანეს  ევკალიპტების თესლის კოლექცია.

ბოტანიკური დახასიათება

 სახელწოდება ევკალიპტი ბერძნული წარმომავლობისაა, ის პირველად 1778 წელს სწავლულმა ჰერიტემ  შემოიღო და ორი სიტყვისგან ,, Cu’’ კარგად და ,, Calipihs’’_ ფარავს ე.ი ნიშნავს კარგად დაფარულს.

ევკალიპტი ეკუთვნის ტყვიისებრთა ოჯახს – ევკალიპტის გვარს, ევკალიპტების გვარში ითვლიან 100 სახეობას. გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონაში.

ევკალიპტები ძლიერი ზრდის მუდამ მწვანე მცენარეა, სიმაღლე 25 მეტრამდეა. ევკალიპტები ყალიბდება გარემოს მაღალი ტემპერატურის და მზის სხივების პირდაპირი განათების პირობებში, ამიტომ, როგორც ამ ზემოქმედების მიმართ მცენარის რეაქცია, მათთვის დამახასიათებელია ტანის წითელი შეფერილობა, ფოთლების სისქე.

დაბალი ტემპერატურის მიმართ ევკალიპტების სხვადასხვა ფორმა და სახეობა განსხვავებულ მგრძნობელობას იჩენს. ლიმონის ევკალიპტი -40C პირობებში იღუპება. გიგანტური, ფერფლისფერი ევკალიპტები დაუზიანებლად უძლებს -11 -12C ტემპერატურას.

აგროტექნიკა

 ევკალიპტის თესლით გამრავლება საუკეთესო მეთოდია. თესლი გროვდება ზამთარში და ადრე გაზაფხულზე. მომწიფებული ნაყოფი მურა ფერისაა, საჭიროა გავაშროთ, შევინახოთ მინის ქილაში. ევკალიპტის თესვის საუკეთესო დროა აგვისტოს ბოლო, სექტემბრის დასაწყისი. ოთახის პირობებში შეგვიძლია სექტემბერ – ოქტომბერში დავთესოთ. გაზაფხულზე საკმაოდ ღონიერია ნერგები და შეგვიძლია გადავრგოთ შესაბამის ადგილზე. 

ნიადაგის მოსამზდებლად საჭირო სილის ფენის შერევა არ არის. თესლი 12-150C ტემპერატურის დროს ორი კვირის შემდეგ, ზოგჯერ 34 – 54 დღის შემდეგ, იწყებს აღმოცენებას.

ევკალიპტის გამრავლება ასევე შესაძლებელია ამონაყარი კულტურის სახით, გაცილებით უფრო ჩრდილოეთ რაიონებში.

დასკვნა

  1. სიცოცხლის ხეა, ცოცხალი აფთიაქი, საკვირველი ხე , ტყეების ალამი. შემთხვევითი როდია ასეთი დახასიათება, რადგან ძალიან ფართოა მისი გამოყენების ნომენკლატურა სახალხო – სამეცნიერო დარგში, მედიცინაში, პარფიუმერიაში.
  2. ევკალიპტის ფიტოციდური თვისება, რომელიც ორთქლის ემულსიის სახით სპობს ვირუსულ გრიპს და ტუბერკულოზის გამომწვევ ბაცილებს. გამოყოფილი ზეთი ჰაერზე დაჟანგვით ასუფთავებს მიდამოს.
  3. ანასეულის კვლევითი ინსტიტუტი უსასყიდლოდ გადასცემს ევკალიპტის ნერგებს სკოლებს, ასევე მიეცემათ რეკომენდაცია მათი მოვლა- მოყვანის შესახებ.
  4. ჩვენი მიზანია ბავშვებს ვასწავლოთ, ჩვენი დიდებული ბუნების სიმშვენიერე და ეს ევკალიპტით დავიწყოთ, რადგან გარდა წმინდა დეკორაციული მნიშვნელობისა დიდია მისი გამოყენების სფერო.

ქეთევან ჩიკაშუა, ბიოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი;

ნანა ხომერიკი, სოფელ მთისპირის საჯარო სკოლის წამყვანი პედაგოგი, ბიოლოგი