აგროსიახლეები

FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში ჯიღაურას საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას ესტუმრა

ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ფინანსური მხარდაჭერით აშენებული ეკრანული სათბურები (სკრინჰაუსი) FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში, რაიმუნდ იელემ, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორ ლევან უჯმაჯურიძესთან ერთად დაათვალიერა და მუშაობის პროცესს გაეცნო. ორ, საერთაშორისო სტანდარტის სათბურ იზოლატორში ვაზისა და ხეხილის მაღალი კატეგორიის სადედე მცენარეებია დარგული, საიდანაც საბაზისო გასამრავლებელი მასალა სანერგე მეურნეობებში გავრცელდება.

FAO-ს ფინანსური მხარდაჭერით აშენებულ ეკრანულ სათბურებში მიღებული ვაზისა და ხეხილოვანი კულტურების საბაზისო კატეგორიის გასამრავლებელი მასალა, კვალიფიციურ სანერგე ფერმერულ მეურნეობებს სადედეების გასაშენებლად გადაეცემა, საიდანაც მათ შესაძლებლობა ექნებათ, აწარმოონ და ბაზარზე განათავსონ კონკურენტუნარიანი, სერტიფიცირებული, ხარისხიანი ნამყენი ნერგები შემდგომი რეალიზაციისთვის,“- აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.

ჭიღაურალაჯლდკფჯალკფჯალდჯფადფჯკასდფ

800 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებული სათბურ იზოლატორები გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისათვის საქართველოში“ ფარგლებში აშენდა. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ორი სტრატეგიული მიმართულებით მხარდაჭერა – საქართველოში გასამრავლებელი სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემის დანერგვა, საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და სანერგეების შესაძლებლობლების გაძლიერება, რაც მათ 2024 წლამდე სავალდებულო სერტიფიცირების პროცესზე უმტკივნეულოდ გადასვლაში დაეხმარება.

FAO-ს მიერ აშენებული ეკრანული სათბურების უმთავრესი ფუნქცია ღვინის და ხეხილის წარმოებაში ხარისხისა და რაოდენობის ზრდის ხელშეწყობაა. სათბურებს, ასევე, სადემონსტრაციო დანიშნულება აქვთ ნერგის მწარმოებელი ფერმერებისთვის“, – განაცხადა რაიმუნდ იელემ.

სარგავი მასალის ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცესი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა, FAO-ს მხარდაჭერით, 2018 წელს დაიწყო. სერტიფიცირების პროცესს კანონი არეგულირებს, რომლის მიზანიც თესლისა და სარგავი მასალის დაცვის სფეროში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა და ბაზრის ხარისხიანი თესლით და სარგავი მასალით უზრუნველყოფაა. თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირება წარმოადგენს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ნაწილს და ქართველ მწარმოებელს საერთაშორისო ვაჭრობაში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს.