გაინტერესებთ?

1. — როგორ ვებრძოლოთ კარტოფილის ხოჭოს? 

— თესვის წინ სათესლე მასალა უნდა დამუშავდეს სპეციალური პრეპარატებით: 1 ტონა სათესლე მასალის დასამუშავებლად საჭიროა 1 ლიტრი „პრესტიჟი”, ან 250 მლგ. „სიდოპრიტი”, ან 400 მლგ. „სელესტოპი”. (ერთი ლიტრი აღნიშნული პრეპარატები იხსნება 10-15 ლიტრ წყალში. სამუშაო ხსნარის მომზადების წესები მითითებულია ეტიკეტზე.

2. — რა უნდა ვიღონოთ, რომ პომიდორი მწიფობის პერიოდში არ გაფუჭდეს? (ფოთოლი მთლიანად უფუჭდება და მალე ხმება). 

— მცენარე რომ არ დაზიანდეს ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე ფუნგიციდით: 0.2%,-იანი „ანტერაკოლით” — 0.2%-იანი „რაპიდგოლდით”, 0.3%-იანი „ციხომბლუთი”, 0.2%-იანი „მანკოცებით”, 0.2%-იანი „პოლირამით”, 0.2%-იანი „შავიტით”, 0.2%-იანი ,„მანკოცებით” — ან 0.4% – იანი „კოსაიდით” — უნდა დამუშავდეს.

3. — როგორი პირობები უნდა შევუქმნათ სტაფილოს, რომ ნორმალური ზომის ძირხვენები მივიღოთ?

— შეარჩიეთ მსუბუქი მექანიკური შემადგენლობის ნიადაგი, დაიცავით თესვის ნორმები 3-5 კგ. ჰექტარზე და დაავადების პირველი ნიშნების გამოჩენისთანავე შეწამლეთ ფუნგიციდებით.

4. — მაინტერესებს რა უნდა გავაკეთოთ, რომ კარტოფილის ბოლქვები ჭიამ არ დააზიანოს და საღი მოსავალი მოვიწიო? 

— ძირითადად ხვატარა, მახრა ან მავთულა ჭიები აზიანებს ბოქვებს. ამ პრობლემის არსებობის შემთხვევაში საჭიროა მისატყუებელი მასალის შეტანა, რომელიც დამუშავდება შემდეგი პესტიციდებით „ნურელდე”, „ბი-58”, „ციპი +”, „ირინექსი”, „ინიჯი” და ა.შ. ან გრანულირებული სპეციალური პესტიციდი „მარშალა” უნდა შეიტანოთ ნათესში.

5. — ბოლო წლებში პომიდორი იწყებს მწიფობამდე ლპობას როგორ ვუწამლო ამ დროს? (სოფ.ღარი)

დაავადების გამოჩენამდე შეიტანეთ ამ პრეპარატებიდან ერთ-ერთით: „ეუპარინი”— 0.05%, „რომილანი” — 0.05%, „მერპანი” — 0.05%, „ტელდორი” — 0.05% და ა.შ.

6. —  რეგიონში ძალიან მომრავლდნენ თაგვები და მღრღნელები, იქნებ გვირჩიოთ, როგორ ვებრძოლოთ, რა მეთოდები გამოვიყენოთ?

— მინდორში შევიტანოთ თუთიის ფოსფიდით დამუშავებული მცენარეული ზეთში არეული ხორბლის მარცვლები. სახლის პირობებში შეიძინეთ რომელიმე პრეპარატები ზოო-ვეტერინარულ მაღაზიებში.

7. — მაინტერესებს როგორ მივიყვანო სიმინდი ნაკლებად სარწყავ პირობებში? 

სიმინდი ბიოლოგიურად წყლის მომთხოვნი კულტურაა, თქვენთვის რეკომენდებული იქნება ქართული „კრუგი“, „ლომთაგორა“ ან მოკლე ვეგეტაციის (100-110 დღე) ჯიშები ან ჰიბრიდები.

8. — რომელი ჰერბიციდი გამოიყენება ლელთან საბრძოლველად? 

— მცენარეთა განვითარების საწყისს პერიოდში, როცა მცენარის სიმაღლე 15-25 სანტიმეტრს არ აღემატება, ნაკვეთი დაამუშავეთ ტოტალური მოქმედების ჰერბიციდებიდან ერთ-ერთით: „კლინი”, „ურაგანი”, „ნოკდაუნი”, „ზერო”, „გლიფოგანი” და ა.შ. 3-5 ლ. ჰექტარზე.

9. — სიმინდს გაუჩნდა ჭია, როგორ ვებრძოლოთ? 

— მავნებლების გამოჩენისთანავე ნათესები დაამუშავეთ შემდეგი პრეპარატებიდან ერთ-ერთით: „ნურელდე„”, „ბი-58-ის”, „ციპი+-ის”, „ირინექსის”, „ინიჯის” 0.2%-იანი ხსნარებით. შეწამლა გაიმეორეთ 7-10 დღეში პრეპარატის ჩანაცვლებით.

10. — როგორ დავიცვათ ხეხილი ჭიებისაგან

— მავნებლების გამოჩენისთანავე შემდეგი პრეპარატებიდან ერთ-ერთით: „ნურელდე”, „ბი-58”, „ციპი +”, „ირინექსი”, „ინიჯი”, „კონფიდორი”, „კარატე”.

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.