აგრარული განათლებააგროსიახლეები

სოფელ წნისში 1 ჰა-ზე 11 ჰიბრიდის და 1 ჯიშის ხახვის სადემონსტრაციო ნაკვეთი მოეწყო

პროექტის “სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მხარდაჭერა ” ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 20 აპრილს სოფელ წნისში მოეწყო 1 ჰა-ზე 11 ჰიბრიდის და 1 ჯიშის ხახვის სადემონსტრაციო ნაკვეთი . სადემონსტრაციო ნაკვეთზე ჩატარდა ჩვენება სათესლე ხახვის მექანიკური თესვის აგრეგატის გამოყენებაზე . ნაკვეთი მოეწყო RAS-ის ბაზაზე.

21 აპრილს ასპინძის მუნიციპალიტეტში მოეწყო რემონტატული ჟოლოს 2 ჯიშის სან ანდრეასის და კაროლინას სადემონსტრაციო ნაკვეთი
მთლიანად რეგიონში მოეწყობა 8 სადემონსტრაციო ნაკვეთი კარტოფილის 11 ჯიშის, ხახვის 11 ჰიბრიდის და 1 ჯიშის , რემონტატული კენკროვანი მცენარეების და ინტენსიური ხეხილის სადემონსტრაციო ნაკვეთები ფერმერებს და დაინტერესებულ პირებს საველე დღეების შესახებ ეცნობებათ SMS – შეტყობინებით , ასევე დაუკავშირდებიან კავშირი „ სამყაროს წარმომადგენლები და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები რომლებიც გამართავენ სადემონსტრაციო , საველე დღეებს და კონსულტაციებს პროექტს ახორციელებს კავშირი „ სამყარო „ შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის სამხრეთ კავკასიაში, გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერითა და USAID-ის პროექტი “ზრდა საქართველოში” ფინანსური თანამონაწილეობით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან პარტნიორობით.
ფერმერებს და დაინტერესებულ პირებს საველე დღეების შესახებ ეცნობებათ SMS – შეტყობინებით, ასევე დაუკავშირდებიან კავშირი „ სამყაროს წარმომადგენლები და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები რომლებიც გამართავენ სადემონსტრაციო , საველე დღეებს და კონსულტაციებს

წყარო: საქართველოს რეგიონების განვითარების ასოციაცია