აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებირუბრიკებიფერმერი ფერმერს

გუთნის ქუსლი

დაბალი მოსავლიანობების ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოში ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების საჰექტარო მოსავლიანობა დაბალია, გუთნის ქუსლი და  ნიადაგის აქტიურ  ფენებში გამკვრივება.

გუთნის  ქუსლი არის სახნავი ფენის ქვეშ დატკეპნილ-გამკვრივებული ნიადაგის ფენა,   რომელიც ნიადაგზე სახნისის ძირის  ზეწოლის შედეგად მუდმივად  ერთი და იმავე სიღრმეზე ხვნის დროს  წარმოიქმნება.

  გუთნის ქუსლი 11111111111111111111111111111111111       სურათი 1: გუთნის ქუსლის წარმოქმნა ნიადაგის სახნავ ფენაში

   გამოკვლევებით დადგენილია, რომ გუთნის სამუშაო სხეულის დაწოლის  წნევამ ნიადაგთან  შეხების ადგილზე, კვადრატულ სანტიმეტრზე შეიძლება 1 ათას კგ-ს მიაღწიოს.

 ამ წნევით დაწოლის გამო  გუთნის სახნისის ძირი  ძლიერ  ტკეპნის ნიადაგს  შეხების  მიდამოებში. გამუდმებული ხვნის შედეგად წლიდან წლამდე ეს ზოლი, სულ უფრო სქელდება, მკვრივდება და  წარმოქმნის 5-10 სმ-ის სისქის ნიადაგის დატკეპნილგამკვრივებულ, წყალგაუმტარ ფენას-გუთნის ქუსლს (იხილეთ სურათი 1 და სურათი 4). იგი უმეტეს შემთხვევაში   სახნავი ჰორიზონტის ძირში, სახნისისა და ნიადაგის შეხების ადგილზე წარმოიქმნება. გუთნის ქუსლი  არღვევს ნიადაგის  აქტიური ფენის ჩვეულ   წყლოვანჰაეროვან  რეჟიმს, კერძოდ  არ უშვებს მცენარის ფესვთა სისტემის ძირითად მასას ნიადაგის ღრმა ფენებში  და არ  აძლევს მცენარეს საშუალებას ნიადაგის ღრმა ფენებიდან გამოიყენოს  ზამთრის განმავლობაში იქ დაგროვილი გრუნტის წყლის მარაგი (იხილეთ სურათი 6).

გუთნის  ქუსლი, ასევე გამკვრივებები ნიადაგში, ძირითადად ადამიანის  მიერ ხელოვნურად შექმნილი პრობლემებია.   მათი წარმოქმნა ხდება მაშინ, როდესაც ნიადაგზე პირდაპირ გავლენას ახდენენ ნიადაგის

გუთნის ქუსლი 2222222222

სურათი: 2. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სიმძიმის გავლენა  ნიადაგის დატკეპნაზე

დამამუშავებელი  მანქანა იარაღების სამუშაო ორგანოები, საბურავები, მანქანა-ტრაქტორები და მისაბმელი  აგრეგატები;  მათი  მასა ხშირად  2-5 ტონაა, ხოლო მოსავლით სრულად დატვირთული აღჭურვილობა შეიძლება  20-30 ტონასაც კი იწონიდეს. ყოველივე ეს  ქმნის ნიადაგზე დიდ დატვირთვას (იხილეთ სურათი 2 და სურათი 3).

გუთნის ქუსლი 33333333333333333

სურათი: 3. საბურავების დაწოლის  გავლენა ნიადაგის დატკეპნასა და გუთნის ქუსლის წარმოქმნაზე.

      გუთნის ქუსლი 4444444444444444444444

სურათი: 4. 5-10 სმ-ის გამკვრივებები სახნავი ფენის ძირში-გუთნის ქუსლი

 გუთნის ქუსლის და გამკვრივებების  წარმოქმნას ხელს უწყობს საველე სამუშაოების მოთხოვნების დარღვევა, კერძოდ, როდესაც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა შედის მინდორში ნიადაგის მაღალი ტენიანობის ანუ სველი ნიადაგის დროს.

  ტექნოგენური ფაქტორების გარდა, გამკვრივებული ფენები ნიადაგში შეიძლება ჩამოყალიბდეს ძლიერი თქეშისებური წვიმების, ეროზიების, წყალმოვარდნების, მეწყრული და ა,შ  მოვლენების ზეგავლენით გამოწვეული  ნიადაგის სტრუქტურის დეგრადაციის შედეგად. ამ დროს გამაგრებული ფენები  თანდათან ირეცხება ქვედა სიღრმეებში, ერთმანეთს ედება, ეწებება,  რასაც მოჰყვება მათი  დაგროვება-გამკვრივება.

გუთნის ქუსლი 5555555555555555555555555

სურათი: 5. წყლიანი თეფშები ხორბლის ნათესებში.

   ეს იწვევს ჩადაბლებულ ადგილებზე მიკროდეპრესიებში  წყლების ჩაგროვებებს. შედეგად   წარმოქმნება    გუბეები,  ,,წყლიანი თეფშები“ (იხილეთ სურათი 5) ირღვევა მცენარეთა სუნთქვა და ასეთ ადგილებში ისინი იღუპებიან.

გუთნის ქუსლი 66666666666666666666666666

სურათი: 6 ფესვთა სისტების გავრცელება, ტენისა და საკვებ ნივთიერებათა

ცვლა  ნიადაგში გუთნის ქუსლის და გამკვრივებების არსებობისას

  სასოფლო-სამეურნეო  კულტურები ძალიან მგრძნობიარენი არიან  ნიადაგის  სიმკვრივის მიმართ. ასეთ მინდვრებში მოსავალი ხშირად   30-40%-ით მცირდება. ზედმეტად გამკვრივებული ნიადაგი მკვეთრად ამცირებს მის წყლოვან თვისებებს. უარესდება ნიადაგის ისეთი უმნიშვნელოვანესი მელიორაციული თვისებებები და მაჩვენებლები,, როგორებიცაა წყალტევადობა, ნიადაგის კუთრი წონა, ფორიანობა, ჰაერაცია, კაპილარობა, წყალგამტარობა, გაზთა, ტენთა და შესაბამისად მასში გახსნილ საკვებ ნივთიერებათა ცვლის უნარები. ირღვევა ბიოლოგიური  კავშირი   ნიადაგის ზედა და ქვედა ფენებს შორის. ფესვთა სისტემა ხშირად  ვერ არღვევს  გამკვრივებული ფენების  წინაღობას, ვერ იჭრება, ვერ ვრცელდება ნიადაგის ღრმა ფენებში და ვერ იყენებს იქ არსებულ აკუმულირებულ ტენს მასში გახსნილი საკვები ელემენტებით (იხილეთ სურათი 6).  შედეგად ნიადაგის მიერ ატმოსფერული ნალექების ათვისება მნიშვნელოვნად    მცირდება სამ – ოთხჯერ, ზოგჯერ მეტჯერაც. ნიადაგში გაზის გაცვლის დარღვევა  ამცირებს ნახშირორჟანგის გამოყოფის, ფოტოსინთეზის   ინტენსივობას, რითაც მცირდება მოსავლიანობა და იზრდება ერთეული მოსავლის მიღებაზე გაწეული ხარჯები. გარდა ამისა, დარღვეულია მიკრობიოლოგიური აქტივობა. ნიადაგის დატკეპნისას ეფექტური  მიკროორგანიზმების ცალკეული ჯგუფები, რომლებიც ნორმალურ პირობებში გულგრილი ან ნეიტრალურია, შეიძლება გახდნენ პათოგენური.  ყოველივე ეს  რიგ შემთხვევებში ლოგიკურად  იწვევს  ჩვეულებრივი  კვების პროცესების მოშლას,  მცენარეთა ფესვთა სისტემის დაავადებებს და უარყოფით მოვლენებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ  გამკვრივებისას ირღვევა მცენარეთა ფესვთა სისტემის  განვითარება-შეღწევადობა   ნიადაგის ღრმა ფენებში. ამ დროს     მცენარეთა ფესვთა სისტემის ზრდა ფერხდება-მუხრუჭდება, ვინაიდან  ფესვთა სისტემის  განვითარებასა და ნიადაგის სიმკვრივეს შორის არსებობს უკუპროპორციული დამოკიდებულება. ასეთ პირობებში 1,5 გ / კუბურ სმ სიმკვრივის ნიადაგებში , ფესვების 80% განლაგებულია არა მთელ აქტიურ ფენაში 40-80 სმ სიღრმეზე, არამედ  ნიადაგის ზედა   სახნავ ჰორიზონტში, უმეტესად 10-15 სმ სიღრმეზე.

  სახნავ ფენაში ნიადაგის გადაჭარბებული კონსოლიდაცია აფერხებს ნათესების ზრდისა და განვითარების ჩვეულ, ჯანსაღ ფიზიოლოგიურ პროცესებს.

უნდა აღინიშნოს, რომ  ასეთ დროს მცენარეები ძალიან მგრძნობიარენი ხდებიან  გვალვის  მიმართ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ, გამკვრივებული  ნიადაგების დამუშავებისას იზრდება საწვავისა და საპოხი მასალების მოხმარება, სამუშაო სხეულების ცვეთა, მიღებული პროდუქციის თვითღირებულება,  მცირდება რენტაბელობა, თავად ხელსაწყოების მომსახურების ვადა. და ა.შ. ყოველივე ეს უარყოფით გავლენას ახდენს საწარმოს ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და ბუნებრივია მის მდგრადობაზე.

გუთნის ქუსლი 777777777777777777777

სურათი: 7. ნიადაგში სიმკვრივეების გაზომვა პენეტრომეტრის მეშვეობით.

გარდა ზემოთ აღნიშნული  გარეგნული ვიზუალური ნიშნებისა  ნიადაგის სიღრმეებში გამკვრივებებისა და გუთნის ქუსლის არსებობა დგინდება პენეტრომეტრით -ნიადაგის სიმკვრივის გამზომით. თანამედროვე პენემეტრომების მეშვეობით სპეციალისტები  ადგენენ გამკვრივებებისა და გუთნის ქუსლების გავრცელების რუქებს  და ღრმად გამაფხვიერებლების ,,ჩიზელების“.

გუთნის ქუსლი 88888888888888888

სურათი 8. პენეტრომეტრი – ნიადაგის სიმკვრივის საზომი მეშვეობით შლიან მათ (იხილეთ სურათები  9  და 10)

გუთნის ქუსლი999999999999999999999

სურათი: 9 გამკვრივებებისა და გუთნის  ქუსლის დაშლა ღრმად გამაფხვიერებლების გამოყენებით.

 როგორც წესი ნიადაგში  გამკვრივებების დაშლის მიზნით  ღრმად გამაფხვიერებლებით  ნაკვეთებს 3-4 წელიწადში ერთხელ ამუშავებენ.

გუთნის ქუსლი 101010101010101001pg

სურათი 10. ღრმად გამაფხვიერებელი.

 ვინაიდან ღრმად გამაფხვიერებლის გამოყენება  ჩეულებრივ ხვნასთან  შედარებით უფრო ძვირად ღირებული ,,სიამოვნებაა“,  მეურნეები ზოგჯერ უარს ამბობენ მასზე.  ეს სერიოზული შეცდომაა, ვინაიდან  გამკვრივებების დარღვევის შედეგად მოსავლის მატებით გამოწვეული შემოსავლები,  ბევრად  უფრო აღემატება  მასზე გაწეულ  ხარჯებს. არც ის უნდა დავივიწყოთ რომ ამგვარი გამკვრივებები ნიადაგში, მთიან, რთული რელიეფის მქონე რეგიონებში  ეროზიებისა და მეწყრების გამომწვევი ძირითადი მიზეზები ხდება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორიები:

 ნოე ხოზრევანიძე, კობა კობა კობალაძე