აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებიდარგებიმეცხოველეობა

ლოკოკინების _ ჰელიკულტურის მოშენების ტექნოლოგია

ჰელიკულტურის მოშენების პირველ ეტაპზე შერჩეულ ტერიტორიაზე გულდასმით უნდა შემოწმდეს ნიადაგი, გაკეთდეს მიწის ანალიზი. მიზანშეწონილია ნიადაგის ნეიტრალური გარემო (მიწის pH-ის ხარისხი 6,5-7,5). ნაკვეთთან ახლოს უნდა იყოს წყლის შემაგროვებელი ავზი, საიდანაც მოირწყვება ნაკვეთი.
ნიადაგის დამუშავება და საკვები ბაზის მომზადება ჰელიკუტურის ჩასასმელი მასალისთვის აუცილებელია: ნაირბალახები – სამყურა, პერკო და სხვა ფხალეულის ჯიშები.

ლლლლლლლლლლლლლლლლ333333333333333333

შერჩეული ნაკვეთი უნდა იყოს შემოღობილი ანტისეპტიკური ბადეებით (ნიადაგში 0,5 მ სიღრმით და ნიადაგს ზემოთ 0,5 მ), რომლებიც იცავენ ტერიტორიას მწერების, მღრღნელებისა და სხვადასხვა დაავადებებისგან. ზემოდან სექციები აგრეთვე დაცულია ფრინველისგან დამცავი ბაადებით.

ამას გარდა ფრინველის საწინააღმდეგოდ შესაძლებელია სპეციალური ქვემეხების გამოყენება.

მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს ადრე გაზაფხულზე.

სექციების ფართობი 50-70 მ2-მდე. ხის პანელების მომზადება – როგორც საჩრდილობლების, ისე უამინდობისგამ დასაცავად, სარწყავი სისტემის მომზადება. ზაფხულის პერიოდში დანამვა ყოველდღიურად ყოველ 2 საათში.

ლლლლლლლლლლლლლლლლლლლ222222222222222222222

მეორე ეტაპი – მეურნეობის ტერიტორიაზე წინასწარ უნდა იყოს გათვალისწინებული ინკუბატორის მოწყობა (შენობა ფანჯრების გარეშე, სპეციალური განათებით), სადაც იწყება ლოკოკინის მოშენება. შენობაში უნდა იყოს შეყვანილი წყლის მუდმივი წყარო. ინკუბატორის შენობაში უნდა იყოს გათვალისწინებული 3 დარბაზი – პირველში (60-8-კვ.მ) მაგიდებზე მოწყობილია სპეციალური პანელები, სადაც ხდება წინასწარ გადარჩეული ლოკოკინების ინდივიდებს შეწყვილება. მაგიდის გვერდებზე მიმაგრებულა ცხაურას ნაწილი, რომელიც მუდმივად ირეცხება, რაღა ა რმოხდეს მისი დაბინძურება. ეს პროცესი ხდება 16-20°C. ამის შემდეგ განაყოფიერებულ ლოკოკინებს აგროვებენ კონტეინერებში და გადაჰყავთ მეორე დარბაზში, სადაც სპეციალურ მოწყობილ ნეშომპალის კონტეინერებში ისინი ყრიან ქვირითს. 10 დღის შემდეგ ქვირითიდან გამოდის პარკები და იჩეკება ლიფსიტები. ლიფსიტებს ინახავენ 10-14 დღე 10°C ტემპერატურაზე.

მესამე ეტაპი – გამოჩეკვიდან 14 დღის შემდეგ მიღებული ლიფსიტები გადაჰყავთ არეალში, ნიადაგზე. თითო კონტეინერში უნდა იყოს 600-700 ცალი ლიფსიტი. 1 არეალზე თავსდება 70 კონტეინერი. ტერიტორიაზე უნდა იყოს ხის პანელები, რომლების ფუნქცია არის დაიცვან ლიფსიტები უამინდობისგან. ამ პერიოდში ლოკოკინები იკვებებიან დათესილი ნაირბალახებით. 25 დღის შემდეგ ლიფსიტებს კვებავენ გრანულირებული დაბალანსებული საკვებით, ასევე დამატებით აძლევენ ნედლ გახეხილ სტაფილოს. 4 თვის შემდეგ ლოკოკინა აღწევს სასაწონლო ცოცხალ მასას. გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში ხდება არეალის ყოველდღიური მორწყვა (დამოკიდებულია ამინდზე). სარეალიზაციოდ მომზადებული მიულერის ლოკოკინის ცოცხალი მასა შეადგენს 12 გრამს, ხოლო მაქსიმასი- 16 გრამს.

ლოკოკინა 22222222222222222222222

მეოთხე ეტაპი – მოსავლის აღება ხდება ჯიშების მიხედვით – მაქსიმას ჯიშს წელიწადში ერთხელ, ხოლო მიულერის ჯიში – წელიწადში 2-ჯერ (ზაფხულის დასაწყისი და ზამთარი). არსებული მოსავალი ინახება მაცივარში 5°C ტემპერატურაზე, შენახვის ვადა 6 თვემდეა.

კარგი მოვლა-შენახვის პირობებში 1 ჰა-დან 20 ტონა ლოკოკინას მიღება შეიძლება.

 პირველ წელიწადს მოგება შეადგენს 40%-ს, ხოლო მომდევნო წლებში ის იზრდება და შეიძლება 100%-საც მიაღწიოს.