აგრარული განათლებადარგებიმებაღეობა

მარწყვის დარგვის წესები შემაღლებულ ბაზო-კვალზე

მარწყვის თანამედროვე პლანტაციებში ყველაზე მეტად მიღებულია მარწყვის დარგვა შემაღლებულ ბაზო-კვალზე.
ამ ტექნოლოგიის გამოყენების დროს აუცილებელია: რომელიმე სამულჩე მასალის გამოყენება, კვლებში წვეთოვანი სისტემის დამონტაჟება, რომელიც მცენარეს უზრუნველყოფს წყლითა და საკვები ნივთიერებებით.

Zuq43o5mji0

ტრადიციული სარწყავი სისტემისგან განსხვავებით, აღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფს სარეველებისა და დაავადებების უკეთეს კონტროლს, ასევე, საშუალებას იძლევა დავიცვათ მარწყვის ნაყოფი მიწით დაბინძურებისგან.

აღნიშნული დარგვის სისტემის გამოყენებისას მცენარეები ირგვება ერთ ან ორ რიგად, (ზოგჯერ 3-4 რიგად) ერთ შემაღლებულ კვალზე.

შემაღლებული კვალის სასურველი ზომებია: სიმაღლე 20-30 სმ სიგანე 35-50 სმ, კვლევის შუაწერილების შორის დაშორება 1,1- 1,3 მეტრი.

მარწყვი მარწყვი

ორმწკრივიანი სისტემის შემთხვევაში, მცენარეებს შორის მანძილი შეადგენს 25-30 სმ-ს, ხოლო მწკრივებს შორის მანძილი – 15-20 სმ-ს. დარგვა ამ დროს ჭადრაკული წესით ხდება. ერთმწკრივიან რიგში მცენარეებს შორის მანძილი შეადგენს 15-20 სმ-ს. საშუალოდ ერთ გრძივ მეტრზე 5-7 მცენარე ირგვება.

უნდა გვახსოვდეს, რომ ღია გრუნტზე მარწყვის გაშენების საუკეთესო პერიოდი გვიანი ზაფხული (აგვისოტს ბოლო) – ადრე შემოდგომაა (სექტემბერ-ოქტომბერი), მისი გაშენება ასევე შესაძლებელია გაზაფხულზეც, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მარწყვის ჩითილების საშემოდგომო რგვა პირველი წლის მოსავლიანობას მკვეთრად ზრდის.