დარგებიმეცხოველეობა

ჰერეფორდული _ სახორცე ძროხის ჯიში ​

სახორცე ჯიშები იყოფა 3 ჯგუფად: ბრიტანული მალმწიფადი, ფრანგულიტალიური დიდტანიანი და ახალი სამყაროს ზებუსნაირი ჯიშები. ბრიტანული ჯიშებია: ჰერეფორდული, აბერდინ-ანგუსური, გალოვეი, შორთჰორნი და სხვა. ფრანგულ-იტალიურ ჯიშებს მიეკუთვნება შაროლე, კიანური, ლიმუზინური, მენ-ანჟუ, ღია აქვიტანური, რომანული და მარკიჯანულიახალი სამყაროს ზებუსნაირი ჯიშებია სანტა-გერტრუდა, ბრაფორდი, ბიფმასტერი, ბრანგუსი, შარბრეი, ბრამუზინი, სიმბრაზინი და სხვ.
ჰერეფორდული ჯიში

ჰერეფორდული ჯიში არეალით და სულადობით ამ ჯიშს სახორცე პროდუქტიული მიმართულების ჯიშებს შორის პირველი ადგილი უკავია მსოფლიოში. ისგამოყვანილია ჰერეფორდის საგრაფოში, ინგლისის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ადგილობრივი მუშა ტიპის ძროხის გაუმჯობესებით. 

ჯიშის გამოყვანის სამუშაოები დაუწყიათ XVIII საუკუნის შუა წლებში. რბილი კლიმატის გამო ცხოველებს მთელი წლის განმავლობაში ღია ცის ქვეშ, საძოვარზე ინახავდნენ, რამაც განაპირობა მისი კონსტიტუციური სიმაგრე, აგრეთვე საძოვრის ბალახის კარგად გამოყენების უნარისა და მოვლა-შენახვის პირობებისადმი ნაკლები მომთხოვნელობის თვისებების ჩამოყალიბება.

 ჯიშისათვის დამახასიათებელია კომპაქტური აგებულება, თავი საშუალო სიდიდის, სახის ნაწილი მოკლე, სხეული კასრისებრი ფორმის და ჰარმონიულად განვითარებული, ფეხები დაბალი, ჩლიქები კი მაგარი. ძირითადი ფერია შინდისფერი, წითელი, ხოლო თავი, ზურგის ხაზი, ღაბაბი, გუგუბო, მუცელი და კუდის ფუნჯი, აგრეთვე კიდურები მაჯისა და სახტომ სახსრამდის თეთრად არის შეფერილი. ამასთან თეთრი და წითელი შეფერილობის ზონები მკვეთრად გამიჯნულია ერთმანეთისაგან. 

ზრდასრული ფურების ცოცხალი მასა 500-600 კგ, კურო-მწარმოებლების850-1000 კგ, ხოლო ახალშობილი ხბოს 30-35 კგ-ია. ფურების მერძეულობა 1300-1800 კგ-ს აღწევს, მაგრამ მათ არ წველიან, ვინაიდან ხბოს ზრდიან თავისუფალი წოვების, ე.წ. “ფური-ხბო”-ს (“ცოწ-ცალფ”) მეთოდით.

ინტენსიურად კვებისას მოზარდის სადღეღამისო ნამატი 850-1000 გ-ს აღემატება, ხოლო საკლავი გამოსავალი 58 – 63%-ის ფარგლებშია. ჰერეფორდული ჯიშის მწარმოებლების სპერმა ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სარძეო ჯიშებთან სამრეწველო შეჯვარებისათვის.

გასული საუკუნის 70-იან წლებში ჰერეფორდული ჯიშის ცხოველები შემოიყვანეს საქართველოში, სიღნაღის რაიონის წნორის სახორცე მეძროხეობის საცდელ-სპეციალიზებულ კომპლექსში. ადგილობრივ პირუტყვთან ამ ჯიშის სამრეწველო შეჯვარებისას, I თაობაში გაიზარდა დღეღამური წონამატი და საკლავი პროდუქტიულობა.

გიული გოგოლი, /ლევან თორთლაძე/,

„მეცხოველეობა“