დარგებიმებაღეობაფერმერი ფერმერს

ჰიდროპონიკა ლურჯი მოცვის მოსავლიანობას 50%-ით ზრდის 

ესპანური ჯგუფი Grupo Projar რომელიც სუბსტრატის წარმოებაზეა სპეციალიზებული და უკვე 40 წელიწადია მუშაობს ბაზარზე და ძალზე გამოცდილი კომპანიაა. ამ დროისათვის ჯგუფ Grupo Projar-ს ​ჰიდროპონიკის სუბსტრატის ნედლეულის გადამმუშავებელი ქარხნები აქვს ესპანეთში, პორტუგალიაში და ბრაზილიაში, ასევე ფლობს რამდენიმე ლოჯისტიკურ ცენტრს და ტექნიკურ ოფისს, ლანდშაფტური დიზაინის და გარემოს დაცვის მომსახურების სპეციალიზებული სერვისები.

ჩატარებული გამოკვლევები და საცდელ ნაკვეთებზე მიღებული შედეგები მოწმობს, რომ ლურჯი მოცვის ჰიდროპონიკით მოყვანა,  ღია გრუნტთან შედარებით, გაშენებიდან პირველივე წელს  მოსავლიანობის 50%-ით გაზრდის  საშუალებას იძლევა.

ჰიდროპონიკის პირობებში მცენარე ადრე იწყებს ნაყოფის მოცემას, ფერმერებს ადრე შეუძლიათ ბაზარზე გასვლა. გამოცდები რვა წლის განმავლობაში ტარდებოდა რეგიონებში: სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში, ევროპაში და აფრიკაში, სადაც ლურჯი მოცვი მოჰყავთ.

ადრიანი მოსავალი, პირველსავე წელიწადს მოსავლიანობის ზრდა ამცირებს პროდუქციის თვითღირებულებას და ზრდის რენტაბელობას. კერძოდ, პირველ წელს ჰიდროპონიკაზე ლურჯი მოცვი ღია გრუნტზე მოწეულ მაქსიმალურ 10 ტონა ნაყოფთან შედარებით, ჰექტარზე 15 ტონა მოსავალს იძლევა. მეორე წელს ამ მეთოდით მოცვის საჰექტარო მოსავლიანობა 20 ტონამდე იზრდება. მნიშვნელოვანი ფაქტორები, რაც მოსავლიანობაზე მოქმედებს მორწყვის რეჟიმია (მორწყვის სიხშირე და ერთჯერადი დოზების მოცულობა), სასურველი კლიმატური პირობების და სარწყავი წყლის ხარისხის უზრუნველყოფა (წყალში рН და მარილის კონცენტრაცია). ამას გარდა დიდ როლს თამაშობს სუბსტრატის рН, სასუქის დოზირებულად მოწოდების სქემა და სამულჩე დისკოების გამოყენება, რაც სარეველებს განვითარებს საშუალებას არ აძლევს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჰიდროპონიკაზე შესაძლებელია მცენარეთა სიხშირე გაიზარდოს, ამასთან შრომის ეფექტიანობა და წარმოების ეფექტიანობა. ჰიდროპონიკაზე ლურჯი მოცვის მოყვანა შესაძლებელია ყველგან, მიწის ტიპების მიუხედავად, რაც მნიშვნელოვანია მძიმე და თიხნარი ნიადაგების მქონე რეგიონებისთვის.

სუბსტრატი ასევე უზრუნველყოფს ლურჯი მოცვის მცენარის ფესვთა სისტემის კარგ აერაციას, რაც ხელს უწყობს ძლიერ ფესვთა სისტემის განვითარებას. ლურჯი მოცვის მოსაყვანი სპეციალური კონტეინერებიც ხელს უწყობს მცენარის სწორად განვითარებას, რადგან ლურჯი მოცვი გარემო პირობების, ზედმეტი ტენიანობის მიმართ ძალზე მგრძნობიარეა, ამიტომ კარგი სადრენაჟო სისტემის შექმნა მისთვის აუცილებელია.   

Grupo Projar მებაღეობის კომერციული დირექტორის ალვარო ვილიალბის განმარტებით ჰიდროპონიკაზე ლურჯი მოცვის კულტივაცია, ღია გრუნტთან შედარებით, საშუალებას იძლევა მცენარის ფესვთა სისტემა თვისუფლად და სწრაფად განვითარდეს, რაც აიოლებს მცენარის ზრდა-განვითარებაზე დაკვირვებას და ერთგვაროვანი მოსავლის მიღების მეტ გარანტიას იძლევა.

FreshPlaza-ს მასალების მიხედვით EastFruit