აგროსიახლეები

ჰოლანდიის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტმა 2021 წელს 100 მილიარდ ევროს გადააჭარბა

ჰოლანდიის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის ღირებულება 2021 წელს 104,7 მილიარდ ევროდ არის შეფასებული, რაც რეკორდული მაჩვენებელია. 

სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი 2021 წელს  2020 წელთან შედარებით 9 მილიარდი ევროთი (9,4 პროცენტით)  მეტი იქნება

ექსპორტის ზრდა განპირობებულია როგორც ფასების, ასევე ექსპორტის მოცულობის ზრდით.

ფასის ზრდა ოდნავ აღემატება პროდუქციის ექსპორტის მოცულობის ზრდას. 

ჰოლანდიური წარმოების პროდუქციის ექსპორტი 10,7 პროცენტით მეტია 2020 წელთან შედარებით, რეექსპორტი 6,1 პროცენტით გაიზარდა.

2021 წელს ჰოლანდიის ეკონომიკამ  სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტიდან, დაახლოებით, 46,1 მილიარდი ევრო მიიღო, საიდანაც 42,1 მილიარდი ევრო იყო ჰოლანდიური წარმოების საქონლის ექსპორტია, ხოლო 4 მილიარდი ევრო _ რეექსპორტი.

სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი

სურათი 1: სოფლის მეურნეობის ექსპორტი.
ძირითადი საექსპორტო ქვეყნები 

ნიდერლანდების სამზობლო ქვეყნებში 2021 წელს სოფლის მეურნეობის ექსპორტის მეოთხედი გერმანიაზე მოდის (26,3 მილიარდი ევრო), შემდეგ არის ბელგია _ (12 პროცენტი), საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო (თითოეული 8-8 პროცენტი).

გაერთიანებულ სამეფოში ექსპორტი სტაგნაციას განიცდის, რაც გამოწვეულია სოფლის მეურნეობის საქონლის რეექსპორტის, სულ მცირე, 35 პროცენტით შემცირებით.

2021 წლის 1 იანვრიდან, იმპორტის გადასახდელების გამო,  საქონლის ტრანსპორტირება ევროკავშირის გარედან პირდაპირ გაერთიანებულ სამეფოში (ნიდერლანდების გვერდის ავლით) უფრო მიმზიდველი გახდა.

2021 წლის სოფლის მეურნეობის ექსპორტის ტოპ ათეული.

დიაგრამა 2: 2021 წლის სოფლის მეურნეობის ექსპორტის ტოპ ათეული.