აგროსიახლეები

იაპონელმა სელექციონერებმა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბრინჯი შექმნეს

იაპონურმა კომპანია Toyo Rice Corporation-მა წარმოადგინა ბრინჯის ექსკლუზიური ჯიში, სახელწოდებით Kinmemai Premium. ერთი კილოგრამი ბრინჯის ფასი 109 აშშ. დოლარი (300 ლარი) ღირს.
Kinmemai Premium ბრინჯი ოფიციალურად მსოფლიოში ყველაზე ძვირ ბრინჯად აღიარებული და შეტანილია გინესის რეკორდების წიგნში, წერს Oddity Central.

ბრინჯის სიძვირე გამოწვეულია კომპანიის მიერ თითქმის 20 წლის წინათ შემუშავებული უნიკალური ტექნოლოგიით. ბრინჯის თითოეული მარცვალი წარმოების პროცესში ხელით ირჩევა, მარცვლის დამუშავებას კი ექვსი თვე სჭირდება.

წარმოებისას ყოველი მარცვლიდან ამოღებულია უვარგისი ცვილის ფენა, ხოლო მარცვლის სტრუქტურა და ყველა მისი სასარგებლო თვისება შენარჩუნებულია.

კომპანიის წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ მათ მიერ გამოყვანილი ბრინჯის ახალი ჯიშის თავისებურება გახლავთ ის, რომ ჩვენი ბრინჯი შეიცავს ბევრად უფრო სასარგებლო ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, ვიდრე სხვა ჯიშები. გარდა ამისა, პროდუქტს აქვს უნიკალური არომატი და ტკბილი გემო.