„იმერეთის აგროზონა“ _“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტი
„იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ ფერმერებსა და დაინტერესებულ პირებს „იმერეთის აგროზონის“ დირექტორმა, არჩილ ბუკიამ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტზე გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის შესახებ მოწვევა გააცნო და პროექტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი ესწრებოდნენ.
„იმერეთის აგროზონის” პროექტის განხორციელებით, ჩვენ შევქმნით ქვეყანაში უნიკალურ მოდელს, სადაც თანამედროვე სტანდარტის პროდუქცია წარმოებული იქნება ერთიანი კლასტერის ფარგლებში“, _ განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.
იმერეთის მხარის რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, პროექტის განხორციელება შესაძლებლობას მისცემს მეწარმეებსა და ფერმერებს გაიზიარონ ევროპული ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც წარმოების პროცესში გამოიყენებენ.
შპს „იმერეთის აგროზონა“ (IAZ) ინტერესთა გამოხატვით (EOI) დაინტერესებული პირების წინადადებებს 2021 წლის პირველი მარტიდან 30 აპრილამდე მიიღებს.
იმერეთის აგროზონის სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის განხორციელებისთვის, 220 ჰა მიწის ფართობი საქართველოს მთავრობამ წყალტუბოსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში გამოყო.