„იმერული ცხვარი“ ქართული ერის მატერიალური კულტურის ცოცხალი ძეგლია“
ივანე ჯავახიშვილი _
„იმერული ცხვარი“ ქართული ერის მატერიალური კულტურის ცოცხალი ძეგლია“
მეცხვარეობა საქართველოს ტრადიციული და მნიშვნელოვანი დარგია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა ქვეყანაში მნიშვნელოვანი მიღწევებითაც იწონებს თავს. საქართველოში ხალხური სელექციის შედეგად გამოყვანილია უნიკალური ცხვრის კოლხური, იმერული და თუშური ცხვრის ჯიშები.
ისტორიული ძნელბედობის პერიოდში კოლხური, ნაზმატყლიანი ცხვრის ჯიში დაკარგულია, ხოლო თუშური და იმერული ცხვარი, ბოლო პერიოდის ჩავარდნების მიუხედავად, საბედნიეროდ ავად თუ კარგად ქვეყანაში არსებობს და ჯიშების გაუმჯობესება გადახალისებაზე მუშაობაც დაწყებულია.
იმერული ცხვრის ხორცი 100 გრ. შეიცავს :
ვერძის _ 20,2 გრ. ცხიმს;
ნერბის _ 21 გრ.;
თოხლის _ 19 გრ.;
ხოლო ბატკნის 14,8 გრამს.
ქართული უნიკალური ცხვრის ჯიშებზე, ქვეყანაში მეცხვარეობის დარგის მდგომარეობაზე, განვითარების პერსპექტივებზე ტელეკომპანია „საფერავის“ და ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ ერთობლივ გადაცემაში „მედია ფერმერებისთვის“ სოფლის მეურნეობის დოქტორ გივი ბეღელურთან ერთად ვრცლად მოგითხრობთ.