დარგებიმეფუტკრეობა

ინტენსიური ტექნოლოგიები ფუტკრის მოვლა-მოშენებასა  და კვებაში _ ფუტკრის ოჯახების მოვლის რგოლური მეთოდი

XX საუკუნის II ნახევრიდან მეფუტკრეობაში სამუშაო პროცესების ინტენსიფიკაციისათვის გაძლიერდა კვლევა, რამაც გამოიწვია ფუტკრის მოვლა-შენახვისა და პროდუქტების წარმოების ტრადიციული წესების ნაცვლად ახალი, მაღალეფექტიანი ხერხების შემუშავება და პრაქტიკულ მეფუტკრეობაში დანერგვა.

დღეს განვიხილავთ ინტენსიურ ტექნოლოგიებს ორი მიმართულებით:

ა) მოვლა-შენახვისა და გამრავლების საკითხებში;

ბ) ფუტკრის პროდუქტების წარმოებისა და პირველადი დამუშავების მიმართულებით.

ახალ ტექნოლოგიაში, მოვლის ინდივიდუალური მეთოდისგან განსხვავებით, სამუშაო ჯგუფი, რომელიც 3 კაცისგან შედგება, სამუშაოს ასრულებს ჯგუფურად, ცალკეული ოპერაციის შესრულების ზუსტად განსაზღვრული სქემით. მაგალითად, ფუტკრის ოჯახის გაფართოების დროს ოპერაციები რგოლური მომსახურების მეთოდით:

 ფუტკრის ოჯახების რგოლური მომსახურება დღეისათვის შრომის ყველაზე მოწინავე რება სისტემაა მეფუტკრეობაში. რგოლში ხელმძღვანელის გარდა უნდა ჩაერთოს ორი მუდმივი მეფუტკრე, ან ერთი მეფუტკრე და ერთი სეზონური მუშაკი. ამ ძალებით რგოლი მოემსახურება 350-500 ფუტკრის ოჯახს. თუ რგოლში 4 მუშაკი არის, ეს მაჩვენებელი შეიძლება 800 ოჯახამდე გაიზარდოს. რგოლს ეკისრება პასუხისმგებლობა მთელ ქონებაზე, საწარმოო ნაგებობებსა და ტრანსპორტზე. რგოლის ხელმძღვანელად შეარჩევენ მის წევრებს შორის ყველაზე გამოცდილ და მცოდნე პიროვნებას. რგოლის ხელმძღვანელმა უნდა გაანაწილოს რგოლის წევრებზე სამუშაოები.

_ რგოლის წევრები ასრულებენ ფუტკრის ოჯახებში ბუდის გაფართოების სამუშაოებს შემდეგი სქემით:

1. ხელმძღვანელის ერთ-ერთი დამხმარე ხსნის სკას და იღებს ბუდიდან სათბუნებელს;

2. ხელმძღვანელს მიაქვს სკასთან კორპუსი, რომელიც შევსებულია აშენებული და ხელოვნური ფიჭებით და ადგამს ამ კორპუსს სკის ძირითად კორპუსზე;

3. მეორე დამხმარე დამატებით მიცემულ კორპუსზე ადებს სათბუნებელს და სკის სახურავს.

ამ სქემით სრულდება ყველა სამუშაო საფუტკრეში (ნაყრების წარმოება, თაფლიანი კორპუსების მოხსნა და გადატანა საწარმოო კორპუსში, დაავადებებზე ფუტკრის დამუშავება, თხევადი საკვების მიცემა ფუტკრისათვის პოლიეთილენის პარკებით და სხვა). ერთ საფუტკრეში რომ მთავრდება სამუშაო, იმავე წესით გრძელდება სხვა საფუტკრეებში, მცოცავი გრაფიკით.

რგოლის წევრებს შორის ხელმძღ-ვანელი ანაწილებს დამატებით სამუშაოებს იმის გარდა, რაც დაკავშირებულია საფუტკრის მომსახურებასთან (ავტოტრანსპორტის მართვა, სადურგლო საქმე და ა.შ.).

მუშახელის ეფექტური გამოყენების მისაღწევად, რგოლი მინიმუმამდე ამცირებს ფუტკრის ოჯახების დათვალიერებათა ჯერადობას, რისთვისაც ერთ ხილვაზე ატარებს რამდენიმე ოპერაციას, მაგალითად:

_პირველ საგაზაფხულო დათვალიერებაზე სრულდება:

ა) ზამთრობის შედეგების აღრიცხვა, ფუტკრის ოჯახში საკვების მარაგის მიახლოებითი განსაზღვრა, ბუდის შემჭიდროება და დამატებითი დათბუნება;

ბ) ტკიპოვან დაავადებათა წინააღმდეგ სამკურნალო საშუალებების გამოყენება (შესხურება ან სამკურნალო ფირფიტების ჩაკიდება);

გ) თხევადი ინვერსიული სიროფის მიცემა ტომსიკით ან კანდის კვერეულის დადება მოზამთრე გუნდის თავზე.

მომდევნო დათვალიერების დროს:

ა) უდედო ოჯახების გამოვლენა და მათი გაერთიანება დედიან ოჯახებთან;

ბ) სამკურნალო ღონისძიების ჩატარება (საჭიროებისამებრ);

გ) საკვების (შაქრის ან ინვერსიული სიროფის) მიცემა, ბუდის გაფართოება დამატებითი ჩარჩოებით ან კორპუსებით (შესაძლებლობის შემთხვევაში) და ა.შ.

დადანის კონსტრუქციის ერთკორპუსიან სკაში სამუშაოების შესრულება ბევრად ადვილი ხდება რგოლისათვის, როცა კორპუსი და სახურავი ერთმანეთს უკავშირდება წინა მხარეს ნაირგვერდიანი ანჯამებით და მათი შემაერთებელი სარჭით;

რგოლის წევრებს შორის ატარებენ ტრეინინგს ცალკეული სამუშაო პროცესების იმიტაციით, რომ ისინი შემდგომ შესრულდეს სამუშაო დროისა და ძალების მინიმალური დანახარჯებით.

4. საფუტკრეების ბრიგადული მომსახურება წარმოებს დიდ საფუტკრე მეურნეობაში, სადაც არსებობს რამდენიმე რგოლი, ან ინდივიდუალური მეფუტკრეები რიცხოვნობით არანაკლებ 10-სა.

5. საფუტკრის მომსახურე რგოლის მიერ შესასრულებელი ძირითადი ვალდებულებებია:

_შეასრულოს ბიზნეს-გეგმით გათვალისწინებული დავალებები თაფლისა და სხვა პროდუქციის წარმოების, ფუტკრის ახალი ოჯახების შექმნის გზით;

_ აწარმოოს სანაშენე მუშაობა საფუტკრეში დედა ფუტკრების ხელოვნური გამოზრდით და ძველი დედა ფუტკრების შეცვლით;

_ შეაგროვოს და გადაამუშავოს საცვილე ნედლეული;

_ ჩაატაროს ფუტკრის ოჯახების მთაბარობა აქტიურ სეზონზე და შეასრულოს მცენარეთა ჯვარედინი დამტვერვის სამუშაოები;

_ შეაგროვოს და გამოწუროს თაფლიანი ჩარჩოები, საზამთრე მარაგის შესავსებად, ხელოვნური საკვები დაამზადოს და ბუდეები დააკომპლექტოს;

_ დაიცვას საფუტკრეში სანიტარულ-ჰიგიენური წესები, ვეტსამსახურის მუშაკის ხელმძღვანელობით გამოავლნოს დაავადებები და უმკურნალოს ფუტკარს, მოსპოს ფუტკრის მავნებლები და მტრები;

_ დაეხმაროს ცუდად მოზამთრე ფუტკრის ოჯახებს, გამოასწოროს მათი მდგომარეობა;

– ზამთრობის პერიოდში მოამზადოს სკის კორპუსები ჩარჩოებით და ფიჭებით, გაარემონტოს სკები და სხვა საფუტკრე ინვენტარი;

_ შეასრულოს საფუტკრეში საწარმოო და სამეურნეო აღრიცხვა, აიმაღლოს კვალიფიკაცია.

6. საფუტკრის მომსახურების დროის ნორმატივები წლის ცალკეულ პერიოდებში:

ასეთი სქემით სრულდება საფუტკრეში სხვა სამუშაოებიც: დაავადებების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება, ფუტკრის კვება, თაფლიანი ფიჭების ან კორპუსების აღება გამოსაწურად, თაფლის წურვა, საცვილე ნედლეულის დახარისხება, გადადნობა და სხვა.

სამუშაოების გეგმას რგოლის ხელმძღვანელი ადგენს ყველა საფუტკრისათვის და რგოლის დახმარებით ახორციელებს მას მცოცავი გრაფიკით.

საფუტკრის სამუშაოთა შესრულება გამარტივებული სქემით

მეფუტკრეობის ინტენსიური გაძღოლის პირობებში შეუძლებელია ოჯახების მომსახურება მოვლის ინდივიდუალური სისტემისათვის დამახასიათებელი დეტალებით. მთელი სამუშაო პროცესი იყოფა ჯგუფებად, ერთიმეორესთან მეტ-ნაკლებად დაკავშირებული ელემენტებით, მაგალითად:

ა) ფუტკრის ადრესაგაზაფხულო დათვალიერებისას, ერთ ჯგუფში ექცევა ფუტკრის ზერელე დათვალიერება და ოჯახის მდგომარეობის შეფასება, ბუდის შემჭიდროება-დათბუნება, საკვების მიცემა, უდედო ოჯახების გამოსწორება და დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელება;

ბ) ფუტკრის საგაზაფხულო ძირითადი სამუშაოები (ბუდეების გაწმენდა-გაფართოება, საკვებურების ჩადგმა და კვება დამატებითი კორპუსების მიცემით, დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება და სხვა) შეიძლება მოექცეს ერთ, რიგით მეორე ჯგუფში და ა.შ.

ასეთი წესით ცალკეულ ჯგუფად სამუშაოების განაწილებისას არსებითად მცირდება ფუტკრის ოჯახების დათვალიერებათა ჯერადობა და ეს მაჩვენებელი მთელ აქტიურ სეზონზე 6-7 ოპერაციამდე იზღუდება.

სამუშაოთა ზემოაღნიშნულ ჯგუფებში არ შევა ფუტკრის მთაბარობა, რომლის ჯერადობა დამოკიდებულია თაფლოვანი ფლორის რესურსებსა და ამინდის პირობებზე.

სამუშაოთა ზემოაღნიშნულ ჯგუფებში არ შევა ფუტკრის მთაბარობა, რომლის ჯერადობა დამოკიდებულია თაფლოვანი ფლორის რესურსებსა და ამინდის პირობებზე.

გიორგი მაძღარაშვილი,

სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი