დარგებივეტერინარიამედიამეცხოველეობა

„ინვეტ ფიდი“ — კომპანიის მიზანი მაღალი ხარისხის ქართული პროდუქციის შექმნაა

ინვეტ ფიდი“ —  შპსინვეტის“  შვილობილი კომპანია, რომელიც 2015 წლის 14 მაისს შემოვიდა ქართულ ბაზარზე და ერთერთი წამყვანი კომპანია გახდა.

აწარმოე საქართველოშიდაგადამმუშავებელ საწარმოთა თანადაფინანსების პროექტისფარგლებში, კომპანიამ . მცხეთაში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მაღალი წარმადობის (8-10 /სთ), ახალი საწარმოს აშენება შეძლო, სადაც ცხოველებისა და ფრინველების კომბინირებული საკვების წარმოება დაიწყო.

2019 წლის ბოლოს საწარმოს გრანულირების ხაზი დაემატა, რამაც საშუალება მოგვცა მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა, უფრო ხარისხიანი და ფართო ასორტიმენტის პროდუქცია. პროცესი ამ შემთხვევაშიც მიმდინარეობს ავტომატურ რეჟიმში, შრომითი ძალის მინიმალური ჩართულობით.

ქარხანა საკმაოდ მძლავრია და სრული დატვირთვის შემთხვევაში შეუძლია საათში 8-დან 10 ტონამდე საკვები დაამზადოს, რაც 24 საათიანი დატვირთვით დღიურად 200-250 ტონას, ხოლო თვეში 6000- დან 7000 ტონამდე საკვებს შეადგენს.

საწარმოო პროცესი ტექნოლოგის მიერ რეცეპტის შედგენით იწყება, რის შემდეგ პროცესი ავტომატიზებულია და ძირითადი ფუნქციები კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით იმართება. საწარმოო პროცესი სრულდება მზა პროდუქციის ხარისხის ლაბორატორიული შემოწმებით, დაფასოებით, შესაბამისი ეტიკეტირებით, რის შემდეგ გადადის საწყობში და შეკვეთის შესაბამისად წარმოებს გაცემა.

მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით შემოსული ნედლეულის ლაბორატორიული შემოწმების გარეშე საწარმოს ტერიტორიაზე შეტანა აკრძალულია. საწარმო ფლობს თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილ მაღალტექნოლოგიურ ექსპრეს დიაგნოსტიკის ლაბორატორიას, სადაც მოწმდება  ისეთი ნედლეულიც კი, რომელსაც შესაბამისი სერთიფიკატები გააჩნია. ნედლეულზე ძირითადად ხდება: სინესტის, ნედლი  პროტეინის, ნედლი ცხიმის, უჯრედანას და ურეაზას განსაზღვრა.

ლაბორატორიულად მოწმდება ასევე ყველა პარტიის პროდუქცია, და შემოწმებას გადის იგივე მაჩვენებლებზე რაზეც ნედლეული. ნედლეულის ხარისხის არადამაკმაყოფილებელი პასუხის შემთხვევაში, ხდება მისი უკან გაბრუნება. მზა პროდუქციის შემთხვევაში, თუ ნიმუშმა აჩვენა არადამაკმაყოფილებელი შედეგი, პროდუქცია უკან საწარმოო პოცესს უბრუნდება და ისეთი ნედლეულის ემატება, რაც მაჩვენებლებს ნორმაში დააყენებს.

კომპანია მკაცრად აკონტროლებს იმ ინგრედიენტების და დანამატების შენახვის ვადებს და პირობებს, რომლებიც გამოიყენება წარმოებაში. ამ გზით იგი HACCP სტანდარტის შესაბამისი საქონლის წარმოებას უზრუნველყოფს.

„ინვეტ ფიდი“ ფხვიერ და გრანულირებულ საკვებს აწარმოებს:

 გრანულირებული და ფხვიერი საკვები ერთმანეთისგან განსხვავდება იმით, რომ გრანულირებული საკვები თერმულადაა დამუშავებული და უფრო მეტი ათვისების უნარი გააჩნია ცხოველის ან ფრინველის მიერ, ვიდრე ფხვიერ საკვებს, რაც უზრუნველყოფს მაღალპროდუქტიულობას და საუკეთესო შედეგს.

„ინვეტ ფიდი“ ფერმერებს, ფართო ასორტიმენტის კომბინირებულ საკვებსა და საკვებ დანამატებს სთავაზობს​ მეფრინველე, მესაქონლე, მეღორე და მებოცვრე ფერმებს ფრინველების და ცხოველებისათვის ასაკობრივი ჯგუფების და ჯიშების მიხედვით.

„ინვეტ ფიდი“ ამ ეტაპზე  აწარმოებს 35 სახის და დასახელების საკვებს.

კომპანიას გააჩნია მობილური სერვისები. როგორც მომსახურების სფეროში, აგრეთვე სრულიად საქართველოს ტერიტორიაზე პროდუქციის მიწოდების მხრივ. „ინვეტ ფიდი„ აღჭურვილია სპეც ტექნიკით და გამართული ავტო-პარკით, რომელიც დროულად ამარაგებს კლიენტებს.

კომპანიის მიზანია მაღალი ხარისხის ქართული პროდუქციის დამზადება და ადგილობრივი წარმოების განვითარება, რისთვისაც იგი იყენებს ადგილობრივ, ნედლეულს. ქარხანას ნედლეული მიეწოდება სანდო ადგილობრივი და ევროპელი პარტნიორებისაგან.

ინვეტ ფიდის საწარმოს მთავარი ღირებულება გამოცდილ და პროფესიონალ ადამიანთა ჯგუფია, რომელიც ჯანსაღი, უვნებელი და ხარისხიანი პროდუქციის დამზადებას უზრუნველყოფს.

 ჩვენ საწარმოში დამზადებული საკვები დიდი მოწონებით სარგებლობს, როგორც ადგილობრივ, ასევე მეზობელი ქვეყნების ფერმერებში, რაზეც  კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქციაზე მოთხოვნის მნიშვნელოვნად ზრდაც მეტყველებს.

ინვეტი