ISET _ ციტრუსის წლევანდელი მოსავალი 55 000 ტონას მიაღწევს
ამჟამად მანდარინის სეზონი აქტიურ ფაზაშია შესული. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზის თანახმად, ციტრუსის წლევანდელი მოსავალი 55 000 ტონას მიაღწევს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოყვანილი ციტრუსის 90% მანდარინია, ფორთოხლისა და ლიმონის რაოდენობა კი შედარებით მცირეა. მანდარინი ძირითადად აჭარაში (70%), გურიაში (18%), სამეგრელო-ზემო სვანეთსა (10%) და იმერეთში (2%) მოჰყავთ.
მიუხედავად იმისა, რომ მანდარინის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა არსებობს, ამჟამად საქართველოში ციტრუსის მოყვანა მაინც მცირდება. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ყოველ 1 კგ არასტანდარტულ მანდარინში ფერმერი სახელმწიფოსგან 15 თეთრის ნაცვლად 30 თეთრს მიიღებს.
ციტრუსის წარმოების შემცირების მიუხედავად, ექსპორტის მაჩვენებელი ზოგადად მზარდი, მაგრამ ცვალებადი ტენდენციით ხასიათდება. ექსპორტირებული პროდუქტის 99%-ზე მეტი დსთ-ის ქვეყნებში გადის, ევროკავშირში კი – მხოლოდ 1%. საყურადღებოა, რომ დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებული ციტრუსის 58% რუსეთში მიდის, რაც დარგის დსთის ქვეყნების, განსაკუთრებით კი, რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულებას უსვამს ხაზს.
წყარო: https://iset-pi.ge