იშვიათი პარკოსანი კულტურები – ოსპი, მუხუდო, ცერცვი, ბრინჯა და მაშა ლობიო
პარკოსანი კულტურები _ ოსპი, მუხუდო, ცერცვი, ბრინჯა და მაშა ლობიო.
პარკოსანი კულტურები მდიდარია ცილებით და ამინომჟავებით, გარდა ამისა, ისინი შეიცავს ცხიმებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს, სხვა მაკრო და მიკრო ელემენტებს, ბევრი მათგანი დაბალკალორიულია (მაგალითად ცერცვის 100 გრამ პროდუქტში 57 კალორიაა).
♦ მუხუდო _ ყინვაგამძლე, გვალვაგამძლე, მავნებლების მიმართ რეზისტენტული, მექანიზებული მოვლა-მოყვანისთვის ვარგისიანი, მარცვლის მოსავლიანობა 1,5 – 2,5 ტ/ჰა.
♦ ოსპი _ ყინვაგამძლე, გვალვაგამძლე, მავნებლების მიმართ რეზისტენტული, მოსავლიანობა _ 1-2,5 ტ/ჰა.
♦ ცერცვი _ ყინვაგამძლე, მოითხოვს ყვავილობის და გვალვების დროს მორწყვას, უმნიშვნელოდ ზიანდება მემარცვლიათი (პარკოსანთა მავნებელი), მექანიზებული აღებისთვის ვარგისი. მარცვლის მოსავლიანობა _ 2-2,5 ტ/ჰა.
♦ მაშა ლობიო _ გამოიყენება როგორც საპარკედ, ასევე სამარცვლედ. მწვანე პარკის მოსავალი _ 12-15 ტ/ჰა, მარცვლის მოსავალი 2-2,5 ტ/ჰა, მავნებლების მიმართ რეზისტენტული.
♦ ბრინჯა ლობიო _ გამოიყენება საპარკე-სამარცვლედ, მავნებლების მიმართ რეზისტენტული, მხვიარა ფორმაა საჭიროებს საყრდენს, მარცვლის მოსავალი 2-3 ტ/ჰა.
აღსანიშნავია, რომ მივიწყებული და დაკარგული ქართული ენდემური პარკოსანი კულტურები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთწლოვანი კულტურების კვლევის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საერთაშორისო სოფლის მეურნეობის კვლევის ცენტრთან (ICARDA) და მებოსტნეობის მსოფლიო ცენტრთან (AVRDC) ერთად მოიძიეს და აღადგინეს.
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“