იწყება სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა
პროგრამის პირობები და შესაბამისობის კრიტერიუმები:
1. შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტრაქტორი, ხელის ტრაქტორი (მოტობლოკი), ტრაქტორზე მისაბმელი (იმპლემენტი), სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის განკუთვნილი თვითმავალი ტექნიკა: სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არ მყოფი) და აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა წარმოებული უნდა იყოს შესყიდვამდე არაუმეტეს 2 კალენდარული წლით ადრე;
ბ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე უნდა ვრცელდებოდეს საგარანტიო პირობები სააგენტოში განაცხადის წარდგენიდან არანაკლებ 6 თვის ვადით.
2. პროგრამის პოტენციურ ბენეფიციარს არ უნდა გააჩნდეს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ.
3. შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიისგან“ დასაშვებია მეორადი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და კომბაინის შეძენა.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა სამი ეტაპის გავლა:
1 ეტაპი – პირველადი რეგისტრაცია. პირველადი რეგისტრაციის გავლა დაიწყება 1 სექტემბერს 12:00 საათიდან ვებ-გვერდის მეშვეობით: https://rda.gov.ge
2 ეტაპი – განაცხადის გაკეთება. ელექტრონულ პროგრამაში განაცხადების გაკეთებას შეძლებთ 15 სექტემბერს, 12:00 საათიდან, რა დროსაც მოხდება რიგის ნომრის მინიჭება.
3 ეტაპი – დოკუმენტაციის ატვირთვა. პროგრამაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ატვირთვა შესაძლებელი იქნება 20 სექტემბერს, 00:01 საათიდან.
პროგრამის ბიუჯეტი:
პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტო.
პროგრამის ბიუჯეტი – 50 000 000 ლარი.
სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ჯამურად ერთ ბენეფიციარზე შეადგენს:
ა) შესასყიდი ახალი სასოფლო – სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 35%, მაგრამ არაუმეტეს 35,000 ლარისა, თუ შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ჯამური ღირებულება შეადგენს 100,000 ლარამდე;
ბ) შესასყიდი ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 30% , მაგრამ არაუმეტეს 70,000 ლარისა, თუ შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ჯამური ღირებულება შეადგენს არანაკლებ 100, 000 ლარს.
პროგრამა განხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში და თვითმმართველ ქალაქში.
თანადაფინანსების პირობები იხილეთ პროგრამის ბმულზე: https://rda.gov.ge/projects/read/mechanization2021/49:parent
დარჩენილი თანამონაწილეობის თანხისთვის მოითხოვეთ შეღავათიანი აგროკრედიტი საქართველოს ბანკისგან თქვენზე მორგებული პირობებით.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე: https://bankofgeorgia.ge/ka/about/news/details/610cfa92ae3b47ff23dab06b
მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლისათვის მეტი კომფორტის შესაქმნელად, ტექნიკის მაღაზიებში მისულ მომხმარებლებს საქართველოს ბანკის წარმომადგენელი დაგხვდებათ, რომლებიც ადგილზევე გაგიწევენ შესაბამის კონსულტაციას და დაგეხმარებიან განაცხადის ბლანკის შევსებაშიც.
აღნიშნული კომპანიებია:
• ფარმ არეა – კახეთის გზატკეცილი, გიორგი ჩიკვაიძის პირველი ჩიხი;
• აგრო ტექნო – კახეთის გზატკეცილი, მე-15 კმ;
• ჯითი მოტორსი – აღმაშენებლის ხეივანი, 216;
• აგროზონა – კახეთის გზატკეცილი, (0198) 129;
• ნობლექსი – კახეთის გზატკეცილი, 155;
• ჯიემსი მოტორსი – კახეთის გზატკეცილი, მე-12 კმ.
სტატიის წარმდგენია „საქართველოს ბანკი“.