ჯანმრთელობის პროტოკოლი ხბოებისთვის

იმ შემთხვევაში თუ ფერმერი ამჩნევს, რომ ხბო დაავადებულია და მისი ქცევა არ არის ნორმალური, ჩნდება შემდეგი კითხვები: რამდენად მძიმეა დაავადება? და უფრო რთული კითხვა, თუ რამდენი ხანი გრძელდება ეს მდგომარეობა?
შესაბამისი პროტოკოლის არსებობამ შეიძლება შეამციროს მძიმედ დაავადებული ხბოების რაოდენობა და დაავადების გავრცელება, რადგან  დაავადების აღმოჩენამ ადრეულ ეტაპზე შეიძლება დააჩქაროს გამოჯანმრთელების პროცესი.ხბოებში დაავადების ნიშნები ხშირად ბუნდოვანია და რთულად შესამჩნევი, მაგრამ დამატებით მის ქცევაზე რამოდენიმე წუთის დაკვირვებამ შეიძლება დიდი შედეგები გამოიღოს ისეთი ნიშნების გამოვლენისას, როგორიცაა დიარეა, ჩამოწეული ყურები ან სიცხე.

მინესოტას უნივერსიტეტის მერძევებოს მიმართულების ერთ-ერთი ნაშრომის თანახმად, დიარეა და პნევმონია ავადმყოფობის და სიკვდილიანობის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია ხბოებში.  ეს ნაშრომი ასევე დაეხმარება ფერმერებს შესაბამისი პროტოკოლის შექმნაში.

ხბოს ჯანმრთელობაზე დაკვირვებისას მნიშვნელოვანია დააკვირდეთ შემდეგს:

თვალები არ უნდა იყოს ჩაღრმავებული (რაც დეჰიდრატაციის ნიშანია);

ყურები უნდა იყოს აწეული და არა ჩამოშვებული;

ტემპერატურა თუ აჭარბებს 103°F (39.44°C), უნდა მოხდეს შესაძლო დაავადების არსებობის შემდგომი კვლევა;

აქტიურობა _ ხბო უნდა ფეხზე იდგეს და მზად იყოს რძის მისაღებად. ხბოებს, რომელიც არ იჩენენ ინტერესს საკვების მიმართ  მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ.

წყარო: http://georgiandairy.org/ka/post/janmrtelobis-protokoli-khboebistvis