აგრარული განათლებადარგებიმცენარეთა დაცვა

ჯავშნიანი ტკიპები- Oribatida

ჯავშნიანი ტკიპები  Oribatida, მიეკუთვნება ფეხსახსრიანთა ტკიპს, ობობასნაირთა კლასსაკარიფორმას რიგს და ჯავშნიანი ტკიპების ქვერიგს.
ჯავნიანი ტკიპების სხეული მუქი-ყავისფერი, ზოგჯერ შავი შეფერილობისაა, სხეულის ზომა მერყეობს 0,2 –დან 1,4 მილიმეტრამდე, ჯავშანი ყველამხრივ დახშული კაფსულაა, რომელსაც აქვს ხუფიანი ხვრელები, სადაც განლაგებულია სასქესო, ანალური და პირის ორგანოები. სქესმოუმწიფიფებელ ფაზებს (მატლი, ნიმფა) გააჩნია რბილი საფარველი. ისინი ძირითადად სუნთქავენ კანის საშუალებით, ხოლო სქესობრივად მიმწიფებული ჯავშნიანი ტკიპები დაფარული არიან ჯავშნით და სუნთქავენ უკვე ჩამოყალიბებული ტრაქეების მეშეობით.

ჯავშნიანი ტკიპები

ჯავშნიანი ტკიპების განვითარების სრული ციკლი ზოგჯერ რამდენიმე თვიდან ერთ წლამდე პერიოდს მოიცავს.  მათ სტაციას წარმოადგენს ნიადაგის ზედა ფენები, ახასიათებთ ვერტიკალური მიგრაცია ტენიანობისა და ტემპერატურის ცვლილების დროს, ასევე გვხვდებიან სხვადასხვა მცენარეებზეც.

ჯავშნიანი ტკიპები იკვებებიან გამხმარი მცენარეების ნარჩენებით, ჩამოცვენილი ფოთლებით და სოკოებით. ჯავშნიანი ტკიპების ზოგიერთი სახეობა წარმოადგენენ  ნემატოდების კვერცხების გადამტანებს.

ჯავშნიანი ტკიპები  სასარგებლო მიკროორგანიზმებთან ერთად იწვევენ ორგანული ნარჩენების უტილიზაციას და აუმჯობესებენ ნიადაგის სტრუქტურას.

შაქრო ყანჩაველი, სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი,

კარლო კიკორია, სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი