აგრარული განათლებააგროსიახლეებიმეცხოველეობარუბრიკები

ჯიშიანი ფური გაზრდილი წველადობის საწინდარია

ფურიდან მაქსიამლური პროდუქციის მიღება შეუძლებელია ტექნოლოგიური, ვეტერინარულ-სანიტარული, ზოოტექნიკური, საერთო პროფილაქტიკური და ეპიზოოტის საწინააღმდეგო ღონისძიებების შეუსრულებლად.

ფურის პროდუქტიულობის სწრაფად გაზრდისათვის საჭიროა სანაშენე საქმის ხელის შეწყობა. სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს სანაშენე საქმის დეპარტამენტი, რათა მას საშუალება ჰონდეს საოჯახო და ფერმერულ მეურნეობებში დაინერგოს მეცნიერების მიღწევები და უცხოეთის გამოცდილება. პირველ რიგში უნდა აღვადგინოთ ფურების ხელოვნური დათესვლა, უარი უნდა ვთქვათ უჯიშო მწარმოებლებით ფურების თავისუფალ დაგრილებაზე.

დღეისათვის საქართველოში ფურების და დეკეულების დაგრილება ხდება თვითნებურად, სოფლის ნახირებშიგაშვებულიაარასრულწლოვანი და არასრულფასოვანი დაუკოდავიმოზვრები, რომლებიც დეკეულებისა და ფურების დაგრილებას ახდენენ. ეს გარემოება უარყოფითად მოქმედებს ძროხის ჯიშურ გაუმჯობესებაზე და მიღებული თაობა ხასიათდება ძალიან მცირე წველადობით. ამიტომაცაა, რომ საქართველოში ფურების წველადობა წელიწადში 800-1000კგ-ის ფარგლებში მერყეობს. მაშინ, როდესაც განვითრებულ სახელმწიფოებში ფურების საშუალო წველადობა წლიურად 6000-10000გკ-ია. ასეთი ჩამორჩენილობიდან თავის დაღწევა შეიძლება მაშინ, თუ ფურებისა და დეკეულების, დათესვლას ვაწარმოებთ ხელოვნურად, მაღალპროდუქტიული კუროების სპერმით, ანდა ვიყოლიებთ ჯშიან მაღალპროდუქტიულ კურომწარმოებლებს, რომლებიც უნდა გამოვიყენოთ ხელზე დაგრილებისათვის ფურის მიყვანა კუროსთან. ფურის მაკეობის ხანგრძლივობა 270-285 დღეა.

საქართველოში რელიეფური და ბუნებრივი კლიმატური პირობების მიხედვით მეძროხეობის განვითარება განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს.     ქალაქების მიმდებარე და კურორტების ახლოს გავზარდოთ მეტი მერძეული ჯიშის ფურები; ახლა მეცხოველეთა ძირითდი ამოცანა უნდა გახდეს მოუხდელი რძით და რძის პროდუქტებით მოსახლეობის მომარაგება. ამ ზონაში დღეისათვის საოჯახო და ფერმერულ მეურნეობებში ზოგიერთები ცდილობენ მოაშენონ წაბლა კავკასიური, ველის წითელი, ლატვიური წაბლა, შავჭრელი, ჰოლშტინური ჯიშის პირუტყვი. ამ ჯიშების ფურების მონაწველი ჩვენთან 2000-3000კგ-ს არ აღემატება, მაშინ, როდესაცმათი წლიური წველადობა თავიანთ სამშობლოში 5000-10000კგ-მდეა. ამის მიზეზი ის არის , რომ ჩვენი ფერმერები ვერ უზრუნველყოფენ პირუტყვის სრულფასოვან კვებას და მოვლა-შენახვას.

კავკასიონის და აჭარის მთიანეთის ზონაში, სადაც ცხოველთა საკვების 80-85% ბუნებრივი საკვების სავარგულებიდან მიიღება, თივის დამზადება და ბინებთან მიტანა ძლიერ გაძნელებულია. აქ უმთავრესად გავრცელებულია ადგილობრივი მთის ძროხა. სხვა კულტურული ჯიშის პირუტყვის მოშენება შეუძლებელია რთული რელიეფური პირობების გამო.   ქართული მთის ჯიშის პირუტყვის გამრავლება უნდა მოხდეს ხალასი მოშენების გზით, მაღალპროდუქტიული ფურებისა და კუროების შერჩევით და შეწყვილებით.

შეჯვარებისათვის მიზანშეწონილი იქნება ქართული მთის პირუტყვის შეჯვარება ჯერსიულ ჯიშთან. ამ ჯიშის წლიური წველადობა 4000გკ-ია 5–6% ცხიმით. ამასთანავე ხასიათდება წვრილნაყოფიანობით (ხბოს წონა დაბადებისას 22-25კგ.) ხბო სწრაფათ იზრდება, დეკეული ადრე მაკდება და ორი წლის ასაკში ხბოს იგებს, მოგებისას გართულებები გამორიცხულია.

დასავლეთ საქართველოს სარძეო და მომთაბარეობის ქვეზონაში, რომელიც მოიცავს კოლხეთის დაბლობის ცალკეულ რაიონებს, სადაც ფურების შენახვა სტაციონა­ლუ­რად ხდება და მისდევენ მომთაბარეობას, მეგრული წითელი საქონელი ჭარბობდა. მათი სულადობა უკანასკნელ წლებში მკვეთრად შემცირდა. მათი გამრავლება უნდა ვაწარმოოთ შერჩევა გადარჩევის გზით ხალასად.

აქაურმა ფერმერებმა უნდა აღადგინონ ძველი ტრადიციები, გამოიყენონ ალპური და კოლხეთის დაბლობის საძოვრები. მართალია აქ ფურების მონაწველი მცირეა, მაგრამ მომთაბარეობის პირობებში, პროდუქცია ძლიერ იაფი და მომგებიანია. ამავე ზონაში შესაძლებელია სტაციონალური შენახვით მოვაშენოთ ჰოლშტინური ჯიშის პირუტყვი. ამის საუკეთესო მაგალითია სენაკის ფერმა, სადაც ფურების ლაქტაციური მონაწველი 5500კგ-ზე მეტია. ფურის მაღალპროდუქტიულობის მიღწევა შეიძლება მხოლოდ მაღალხარისხიანი საკვების დამზადებით თივა, სილოსი, სენაჯი, ძირხვენა–ბაღჩეული, კონცენტრატი და სრულფასოვანი ულუფით.

მაკე ფურის წველა მოგებამდე 2 თვით ადრე უნდა შევწყვიტოთ. შემდეგ მშრალობის პერიოდში საჭიროა კარგი კვება და მოვლა, რათა ის მოგების პერიოში სანაშენე შეხორცებაში იყოს. დაგვიანებული გაშრობა (40 დღეზე ნაკლები) იწვევს ხბოს წონის 10-15%ით, წველადობის 1520%ით შემცირებას.

ფურის წველადობა მოგებიდან 300-305 დღე გრძელდება ამ პერიოდის მანძილზე იძლევა დიდი რაოდენობით რძეს.პირველი 100 დღის განმავლობაში მთელი ლაქტაციური მონაწველის 4050%ს შეადგენს, შემოდგომი 100 დღისა – 30-35%ს და ბოლო თვეების მონაწველი – 20-25%-ს ფურის განწველა მოგებიდან პირველ 100 დღეს ეწყობა, რადგან ის მოგებიდან პირველ თვეებში უფრო პროდუქტიულია. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ამ პერიოდში მის სრულფასოვან კვებას. ფურის განწველა არის წველადობის გადიდება უხვი კვებით, დროული წველით, ცურის გულმოდგინე მასაჯით და კარგი მოვლით.

მოგებიდან დაახლოებით ნახევარი საათს გასვლის შემდეგ სასარგებლოა ფურს მივცეთ 4-5 ლტ თბილი წყალი, რომელშიც 100-150გრ. სუფრუს მარილი იქნება გახსნილი და კარგი ხარისხის თივა ნებაზე. მოგებიდან 1 საათში ხბო მიჰყავთ ფურთან ხსენის მოსაწოვებლად, თუ მან ვერ შესძლო, მაშინ ფურს წველიან და საწოვარათი აძლევენ ხსენს.

პირველი წველისა და ხბოსთვის ხსენის მოწოვის ან ხელზე მიცემის დაგვიანება შეიძლება ცუდად იმოქმედოს ახლადდაბადებულის ჯანმრთელობაზე. მოგების შემდეგ ფურს პირველ დღეებში უნდა მიეცეს ქატოს ან შვრიის ფაფა.

ფური რძეს უხვად იძლევა იმ შემთხვევაში, როდესაც ერთხელ დაწყებული დღის განრიგით წველა ზუსტად იმავე დროს ხდება. წველის დაწყებამდე საჭიროა ჩატარდეს ცურის მოსამზადებელი მასაჯი. ის ხდება აუჩქარებლად, ხელების მოსმით ხან მარჯვენა და ხან მარცხენა მხარეს, სიგრძეზე და სიგანეზე. შემდეგ ცურის მაღლა არტყმით, ისე, როგორც ხბო აკეთებს, ასევე ხდება ცურთითების მასაჟი ხელის მოჭერით ისე, რომ რძე არ გამოვიდეს.

წველის ბოლოს საჭიროა კვლავ ცურის მასაჯი. ცნობილია,რომ ცურში რძის უკანასკნელი ნაკადი 9-10% ცხიმს შეიცავს და მისის ჩამოწველა მნიშვნელოვნად ადიდებს მოწველილი რძის ცხიმის შემცველობას. ცურის გულმოდგინე მასაჟი განსაკუთრებით საჭიროა ლაქტაციის დასაწყისში პირველნაყოლი და ახლად მოგებული ფურებისათვის.

ფურების წველის  პროგრესული მეთოდია მექანიკური წველა. კარგად განვითარებული ქვეყნების მეძროხეობის ფერმებში ფურებს ხელით არ წველიან. ჩვენთან კი ფურების წველა ძირითადად ხელით წარმოებს. ეს მძიმე და შრომატევადი საქმეა.

ფურის სარძეო პროდუქტიულობაზე გავლენას ახდენს: მემკვიდრეობა, ჯიში, პირველი მოგების ასაკი, ფურების შენახვის პირობები, მოგების სეზონი, ფურის ცოცხალი მასა, ლაქტაციის პერიოდი და კვება.

ზაფხულის პერიოდში რაციონის საფუძველს შეადგენს მწვანე საკვები, რომელსაც ცხოველი იღებს საძოვარზე ძოვებით ან საკვებურიდან. მაღალმოსავლიან საძოვარზე ძოვებისას ფურები დღე–ღამეში მოიხმარენ 60-70კგ მწვანე ბალახს, ხოლო საკვებურიდან 100კგ–მდე ახლად გათიბულ ბალახს. ზაფხულის პერიოდში, თუ მწვანე საკვების უკმარისობაა, ფურს დამატებით აძლევენსხვადასხვა სახის საკვებ საშუალებებს.

მაგალითად, 200კგ ცოცხალი მასის მქონე ფურის დღიური მონაწველი 10კგ-ია დღე-ღამეში საჭიროა 7,6 საკვები ერთეული 800გრ მონელებადი პროტეინი, 50გ კალციუმი,  30გრ ფოსფორი, 60გრ სუფრის მარილი, 35კგ წვნიანი საკვები (სილოსი, ჭარხალი, კარტოფილი) უხეში საკვების საშუალო ნორმა 6კგ მაქსიმალური ნორმა 11კგ სრულფასოვანი კომბი–საკვები ყოველ ლიტრა მოწველილ რძეზე 150გრ.

უფრო მეტი წონისა და წველადობის ფურებს შესაბამისად ესაჭიროებათ მეტი საკვები. მერძეული მეცხოველეობის ეფექტურობა დიდად არის დამოკიდებული საძოვრული კვების ორგანიზაციაზე, რადგან წლიური მონაწველის 50-60%-ს ამ პერიოდში იღებენ და საძოვარიც შედარებით იაფიცაა. საძოვრები დროულად უნდა შემოწმდეს, გაიწმინდოს ქვისა და ნაგვისაგან, ამოიშროს დაჭაობებული ადგილები, გასუფთავდეს წყალსატევები, შემოიღობოს და გასუფთავდეს მისასვლელი გზები საძოვარზე გაყვანამდე ატარებენ ცხოველების ვეტერინარიულ შემოწმებას.

ფურების წველადობის გადიდება მიიღწევა უხვი კვებით, დროული წველით, ცურის გულმოდგინე მასაჟით და კარგი მოვლით. განწველის პერიოდში განისაზღვრება კვების ნორმა, იმ ვარაუდით, რომ მან მოგვცეს დამატებით 4-6კგ რძე. საკვების ავანსად მიცემა მოგებიდან 12-15 დღის შემდეგ იწყება, როდესაც აღსდგება ცურის ნორმალური მდგომარეობა. მაგალითდ, თუ ფური ჩვეულებრივ იწველის 10კგ-ს. საკვებს აძლევენ 14კგ რძეზე. თუ ფური უხვ კვებას წველადობის გადიდებით პასუხობს, მას აძლევენ უფრო მეტ საკვებს. იმ შემთხვევაში, თუ დამატებითი საკვების მიცემა არ მოქმედებს ფურის წველადობის გადიდებაზე საკვების რაოდენობას კი არ ამცირებენ, არამედ ცვლიან საკვები ულუფი შემადგენლობას, ისეთი საკვებით, რომელიც ხელს უწყობს წველადობის გადიდებას (საკვები ჭარხალი, ტურნეფსი) ცილოვანი კონცენტრატებით, საკვები საფუარით, კარგი ხარისხის თივით. თუ ზაფხულში ფურებს საძოვარზე საკვები არ ჰყოფნით, მათ დამატებით აძლევენ კონცენტრატებს.

ჯიშიანი ფურების ყოლა ყოველი ფერმერის ნატვრაა. მაგრამ მათი შენახვის პირობებიც გამორჩეულია. ისინი ვერ იტანენ მოუვლელობას, შიმშილს და უყურადღბობას.

ცხოველთა პერსპექტიული ჯიშების გავრცელება და მაღალი პროდუქტიულობის მიღწევა სოფლის ორგანოების ძირითად საქმიანობად უნდა იქცეს.

სულიკო ბერიძე

ვეტერინარიის მეცნიერების აკადემიური დოქტორი