კალციუმის მნიშვნელობა მცენარისათვის

რა როლი აქვს კალციუმს მცენარეში?
აზოტის, ფოსფორის და კალიუმის შემდეგ კალციუმი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი საკვები ელემენტია მცენარის ოპტიმალური განვითარებისთვის. მისი შეთვისება ხდება კალციუმის კათიონის (Ca2+) სახით, ნიადაგის ხსნარიდან, სადაც მისი შემცველობა დამოკიდებულია ნიადაგის არის რეაქციაზე (pH) და ტიპზე. 

კალციუმით გამორეცხილია მსუბუქი ქვიშა და მჟავე ნიადაგები. ის მოქმედებს ნაყოფიერების დონეზე და ამ ელემენტის ოპტიმალური რაოდენობა  უზრუნველყოფს კარგი სტრუქტურის შექმნას და ჰუმუსოვანი ნივთიერებების დაგროვებას. 

კალციუმის ფუნქციები მცენარეში

კალციუმის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია მემბრანის სტაბილურობა და უჯრედის მთლიანობის შენარჩუნებაა. მცენარეში არსებული კალციუმის 60% დაკავშირებულია პექტინთან, რაც მცენარის უჯრედის კედლის ზრდისთვის  მნიშვნელოვან პოლისაქარიდს წარმოადგენს. კალციუმის ნაკლებობის შემთხვევაში პექტინის ჯაჭვი არ არის ელასტიკური, რაც იწვევს უჯრედის კედლის დაზიანებას და მცენარეში მარტივად იჭრება ინფექციები.  კალციუმის იონები ხელს უწყობს უჯრედის კედლის სტაბილურობას, ის მნიშვნელოვანია ფერმენტების აქტივობის რეგულაციისთვის და ასტიმულირებს ბუსუსა ფესვების განვითარებას.

აგრონიუსი (ზემოთ)

 

კალციუმის ნაკლებობის სიმპტომები

კალციუმი უჯრედებში უკავშირდება სხვადასხვა ორგანულ ნაერთებს, რის გამოც ის ნაკლებად მოძრავია მცენარეში, აქედან გამომდინარე, კალციუმის ნაკლებობის პირველადი სიმპტომები ვლინდება ახალ ნაზარდებზე: ფოთლის კიდეები ეხვევა და ფერხდება მცენარის ზრდა.  იმის გამო რომ ფოთლებს და ახალ ნაზარდებს დიდი რაოდენობით კალციუმი სჭირდებათ, ხშირია მისი ნაკლებობა ნაყოფში, რაც იწვევს ფიზიოლოგიურ დარღვევებს.

როგორ და როდის მივაწოდოთ მცენარეს კალციუმი?

კალციუმის შემცველი სასუქის გამოყენებისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ მცენარეს ეს ელემენტი ყველაზე მეტად სჭირდება ნაყოფების ფორმირების და ზრდის პროცესში. დეფიციტის შესავსებად კი მნიშვნელოვანია მისი სწორი და დროული გამოყენება.

ბარაქა გირჩევთ პოლონური კომპანია ADOB®- ის კალციუმის ნიტრატს, რომელიც შეიცავს მაღალი რაოდენობით კალციუმის ოქსიდს 27.5%-ს და აზოტს 15.2%-ს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მას ახასიათებს მაღალი ხსნადობა (2.4 კილოგრამი იხსნება 1 ლიტრ წყალში). სასუქს აქვს ფანტელისბრი ფორმა და ეფექტურად გამოიყენება როგორც ფოთლოვანი შესხურებისას, ასევე ფერტიგაციით. კალციუმის ნიტრატის შერევა შესაძლებელია აზოტოვან სასუქებთან, კალიუმის ქლორიდთან, კალიუმის ნიტრატთან და ხელატებთან, თუმცა უმჯობესია თუ არ შეურევთ ფოსფატურ და სულფატურ სასუქებს.