კამა

კამა მიეკუთვნება ნიახურისებრთა (ქოლგოსანთა) ოჯახს. მისი სამშობლოა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროები. დღესდღეისობით ფართოდ არის გავრცელებული მთელ მსოფლიოში. მას იყენებენ კვებაში და მედიცინაში, იგი მდიდარია ვიტამინებითა და კაროტინით, აგრეთვე რკინის კალიუმისა და კალციუმის მინერალური მარილებით.

მცენარის დახასიათება

კამა ერთწლიანი მცენარეა. ფესვი მთავარღერძიანია, დატოტვილი. მისი ძირითადი მასა განლაგებულია ნიადაგის ზედა ფენაში 20 სმ-ის სიღრმეზე. ღერო სწორმდგომია სისქის მიხედვით ღერო არის მსხვილი (2სმ-ის) და წვრილი (0,5 სმ -ის) ღეროს სიმსქის მიხედვით არის წვრილი და მსხვილი. კამის ფოთლები ღეროზე მორიგეობითაა განლაგებული, მათი სიგრძე 15-25 სმ-ია, ფოთლები მწვანეა, ჯიშებიდან გამომდინარე სხვადასხვა რაოდენობის ცვილისებრი ნაფიფქით დაფარული, ყვავილი ქოლგაა. 1გრამ თესლში 700-1000 მარცვალია. აღმოცენების უნარს ინარჩუნებს 2-3 წლი.

ბიოლოგიური თავისებურებანი

კამა სიცივეგამძლე მცენარეა. თესლი აღმოცენებას იწყებს 3-5 გრადუსზე. აღმონაცენი ჩნდება 17-19 დღეში. მცენარის ზრდის ოპტიმალური ტემპერატურაა 15-18 გრადუსი. 2-3 ნამდვილი ფოთლის განვითარების ფაზაში  უძლებს -40 წაყინვას.

კამის ზრდა – განვითარება დამოკიდებულია ტემპერატურულ პირობებზე. აღმონაცენის გამოჩენის შემდეგ, მცენარის ზრდა მიმდინარეობს ნელა. დაბალ ტემპერტურაზე(10-11C) საადრეო ჯიშებიც არ ყვავიან. კამა გრძელი დღის სინათლეა დღის ხარგრძლივობა უნდა იყოს არანაკლები 14 საათისა.

მცენარის აგროტექნიკური ღონისძიებები

კამა მოითხოვს კარგად გაკულტურებულ, ფხვიერი სტრუქტურის ნიადაგებს. სასურველი მჟავიანობაა PH– 6,0-6,5. კამა სინათლის მოყვარულია, კარგად განათებულ ადგილში მაღალ მოსავალს იძლევა, დაუშვებელია მისი ჩახშირებული თესვა, საჭიროა ნათესის გამეჩხერება.

კამას თესავენ მობნევით ან მწკრივად. მწკრივთაშორის მანძილი 18-20 სმ-ის, ხოლო მწკრივში მცენარეთა შორის 10 სმ. ჩათესვის სიღრმე 1,5-2 სმ. დათესვის ნორმა 10-12 კგ/ჰა. აღერების შემდეგ ახდენენ ნათესების გამეჩხერებას და მორწყვას. 1- 2 ნამდვილიო ფოთლის ფაზაში მცენარეებს უტარებენ გამოკვებას. მეორე გამოკვება 2-3 კვირის შემდეგ.

მოსავალის იღებას იწყებენ, როცა მცენარე მიაღწევს 20-25 სმ -სიმაღლეს, ამ დროს მას შეატეხავენ ქვედა განვითარებულ 2 ფოთოლს, ზრდის წერტილის დაზიანების გარეშე. მოსავლიანობა შეადგენს 2-3 კგ/მ-ზე

წყარო: agrovitafsc.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.