დარგებიმებაღეობა

კენკროვანთა და სხვა მრავალწლიანი ნარგავების დაცვა დაბურული ბადით სიცხის და სეტყვისგან

სიცხისგან მცენარეთა დასაცავად შეიძლება გამოვიყენოთ სპრინკლერები, მაგრამ ჰაერის ტენიანობის მატების შემთხვევაში იზრდება სოკოვანი ინფექციების გაზრდის რისკი.

კენკრის ჰოლანდიელი მწარმოებელი აარტ ვანი დიდხანს ვერ დაივიწყებს 2018 წლის ცხელ ზაფხულს, როცა ტემპერატურის მატების გამო მოსავლის 50% დაკარგა, თუმცა მისმა მეზობელმა ნაკლებად იზარალა, რადგან  დაბურულ დამცავ ბადეებს იყენებდა. აარტ ვაანმაც გადაწყვიტა დაბურული ბადეების გამოყენება. შედეგმა არ დააყოვნა, არამდგრადი სიცხიანი დღეები მას აღარ აშინებს.

გასული წლების ზაფხული ექსტრემალური იყო, მაგრამ ანალოგიური სიურპრიზებთან შეგუებას ფერმერი აღარ აპირებს.

რასაკვირველია, მცენარის სიცხისგან დასაცავად შეიძლება გამოვიყენოთ სპრინკლერები, მაგრამ ჰაერის ტენიანობის მომატების შემთხვევაში იზრდება სოკოვან დაავადებათა გაზრდის რისკი.

აარტის აზრით დაბურული ბადეები წარმატებით შეიძლება გამოვიყენოთ სპრინკლერების ნაცვლად. ეს არის წვრილად ნაქსოვი ბადე, რომელიც იოლად ატარებს წვიმას, მაგრამ მნიშვნელოვნად აფერხებს დამაზიანებელი ტემპერატურის ზემოქმედებას მცენარეზე. მზის მწველი სხივებისგან  100% -ით იცავს კენკრას. ასეთი ბადეების გამოყენების დროს ზიანი 10%-ს არასდროს აჭარბებს, მაშინ როცა სხვა დამცავი სპრინკლერების გამოყენების შემთხვევაში ზარალი გაცილებით დიდი შეიძლება იყოს.

შარშან აარტმა 100 ტონა მაყვლს მოსავალი მიიღო. დანაკარგებიც მინიმალუირი ჰქონდა. 

გასულ წლებში მის ახლადგაშენებულ პლანტაციაში იმდენი იყო სიცხით დაზიანებული კენკრის ნაყოფი, რომ მოსავლის აღებას აზრი დაეკარგა.

სიცხისგან და მწერებისგან დამცავი ცისფერი და თეთრი ბადეები მარტო მცენარეებს კი არა, პლანტაციაში მომუშავე ადამიანებისაც იცავს შემაწუხებელი სიცხისგან.

იგივე ბადეები წარმატებით იცავს პლანტაციას სეტყვისა და ქარისგან.

გასულ წლებში ფერმერმა საკმაოდ დიდი თანხები დახარჯა მეურნეობის გასაფართოებლად. როგორც აარტი ფიქრობს, იგი დახარჯულ თანხებს მალე ამოიღებს და სულ მცირე 5 წელიწადი მისი პლანტაციები სიცხის, სეტყვის და აბეზარი მწერებისგან დაცული იქნება.