დარგებიმებოსტნეობა

ხახვი

ადამიანის ყოველდღიურ კვების რაციონში ხახვი ძვირფას და მნიშვნელოვან სასურსათო პროდუქტს წარმოადგენს. იგი შეიცავს აზოტოვანი ნივთიერებებს, შაქრებს, მინერალურ მარილებს და ვიტამინებს. როგორც საკმაზ-სანელებელი ბოსტნეული, ის აუმჯობესებს საჭმლის გემოს და ხელს უწყობს მის უკეთ მონელებას. ხახვი ფართოდ გამოიყენება საკონსერვო მრეწველობაში და მედიცინაში.
გარემო პირობები

მაღალ მოსავალს მსუბუქი, მექანიკური შედგენილობის ნოყიერ ნიადაგებზე იძლევა. მოსავალი ოპტიმალურია, როდესაც ნიადაგის რეაქცია pH=6-7 ფარგლებშია. სიცივის ამტანი კულტურაა, 1-2 ფოთლის ფაზაში იგი უძლება _1-30 C ყინვასაც, ხოლო ბოლქვის ფაზაში -3- 40 C ყინვას. ოპტიმალური ტემპერატურა 20-270C. ხახვი თავისი ზრდისა და განვითარების სხვადასხვა ფაზაში სხვადასხვა ტენიანობას საჭიროებს. აღმოცენების და ბოლქვის დამსხვილების პროცესში ტენი მეტია საჭირო, ვიდრე ბოლქვების მომწიფების პერიოდში. ხახვის მოყვანა შეიძლება ყოველგვარი ტიპის ნიადაგზე, მხოლოდ უნდა იყოს სარეველებისაგან სუფთა, ნოყიერი და კარგი სტრუქტურის მქონე.

ნიადაგის განოყიერება

ხახვის მოყვანის ტექნოლოგიაში ნიადაგის განოყიერება განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ჰექტარზე შეტანილი უნდა იქნას გადამწვარი ნაკელი 50 ტონა, ან ყოველი 10 ტონა მოსავლის მისაღებად საჭიროა ნიადაგში მცენარისათვის შესათვისებელ ფორმაში იყოს: აზოტი 40-45კგ, ფოსფორი 25-32კგ, კალიუმი 28-36 კგ, სუფთა ნივთიერებაზე გადაანგარიშებით. აქტიური ვეგეტაციური ზრდის პერიოდში მცენარეს კალიუმი ესაჭიროება ბოლქვების ფორმირებისას. აზოტით და კალიუმით გამოკვება რწყვის პარარელურ რეჟიმში ხდება. აზოტოვანი სასუქებიდან გამოიყენება ამონიუმის გვარჯილა, კალიუმიანი სასუქებიდან საუკეთესოა მაგნიუმის შემცველი კალიუმი. ფართოდ გამოიყენება კომპლექსური სასუქები: სუპერაგრო, ნიტროამოფოსკა, დიამოფოსკა და სხვა.

ხახვის მოყვანის ტექნოლოგიაში მნიშვენლოვანია ფოთლოვანი გამოკვება, იგი მნიშვნელოვნად ზრდის მოსავლიანობას და აუმჯობესებს მოსავლის ხარისხს. შესხურება ხდება 2-4 ჯერ 10-14 დღის შუალედით წამლობასთან კომბინაციაში.

ნიადაგი უნდა მოიხნას 26-28 სმ. სიღრმეზე.

ნიადაგი ადრე გაზაფხულზე იფარცხება და დათესვამდე თათებიანი კულტივატორით 8-10 სმ სიღრმეზე საჭიროა აზოტის ჩაკეთება 45-60 კგ/ჰა-ზე. თესლის გაღივებისათვის მინიმალური ტემპერატურა 3-50C. ოპტიმალური ტემპერატურა 18-200 C. თესლის დათესვის სიღრმე 1.5-2 სმ-ის ფარგლებში მერყეობს და იგი ნიადაგის მომზადების ხარისხზეა დამოკიდებული. ჰა-ზე თესვის ნორმაა 3-4 კგ-ია. დიდ ფართობზე ხახვი ითესება სათესი მანქანით 3-4 ზოლებრივად 60 სმ-ზე. ზოლში მწკრივებს შორის დასაშვები მანძილი 25 სმ-ია. ფართო მწკრივად თესვისას – 45 სმ. ნათესი იტკეპნება საგორავით. თესვის წინ თესლი იწამლება 65% ფენთიურამით 3 გრ/კგ თესლზე ან 80 % ტმთდ 4-5 გრ/კგ-ზე, ფესვის ყელის სიდამპლის და ობის სოკოების საწინააღმდეგოდ. ნათესი საჭიროებს გამარგვლას და მწკრივთშორის ნიადაგის გაფხვიერებას, გაფხვიერება ხახვის ძირების გარშემო აუცილებელია 2-3 ჯერ.

მცენარის აღმოცენებისთანავე უნდა ჩატარდეს მწკრივთაშორისების გაფხვიერება, რაც ნიადაგზე ქერქის გაჩენისას და სარეველების გამოჩენისას უნდა განმეორდეს. ვეგეტაციის პერიოდში საჭიროა ხახვის ძირების გაფხვიერება 2-3-ჯერ. სარეველების წინააღმდეგ იყენებენ სხვადსხვა ჰერბიციდებს. კარგი ხარისხის ბოლქვების მიღების მიზნით, საჭიროა ნათესის პირველი გამეჩხრება 5-6 სმ-ზე, მეორე – 25-30 დღის შემდეგ. მცენარეების ერთმანეთისაგან დაშორება 8-10 სმ უნდა იყოს. გამონამეჩხრი შეიძლება მწვანილად გამოვიყენოთ. მორწყვა საჭიროა დაახლოებით 8-10 ჯერ, ხოლო მინერალური სასუქების დოზის ¼ (ერთი მეოთხედი) შეტანილი უნდა იქნეს გამოკვებაში 5-6 ფოთლის ფაზაში

მავნებელ დაავდებებთან ბრძოლის ღონისძიებები

მახვილფოთლიანი და ბრტყელფოთლიანი სარეველების წინააღმდეგ კულტურის აღმოცენების შემდგომ გამოიყენება:

ფუზილად ფორტე 1,5ლ/ჰა+გოალი; გალაქსი; გალიგანი 0,15-0,25ლ/ჰა

სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ (პერენესპოროზი; ნაცრისფერი სიდამპლე; კლადოსპორიოზი; ჟანგა) გამოიყენება:

მეტალაქსილი+მანკოები 2,5კგ/ჰა (რიდომილ გოლდი; რიდონეტი; ვიქტორი; უნივერსალი) ან

დიმეტომორფი+მანკოცები 2,5 კგ/ჰა (აკრობატი; ლიდერი; ავანგარდი)

სპილენძის ჰიდროქსიდი (იროკო 2-3კგ/ჰა; კონსული 2-2,5კგ/ჰა; კოსაიდი 3-4კგ/ჰა; პროტექტ ოაშ 2-5კგ/ჰა; ჩემპიონი 4კგ/ჰა; ) ან

სპილენძის ჰიდროქსიდი+მეთირამი (კაურიტილი 3კგ/ჰა) ან

სპილენძის ქლორჟანგი (კუპროფლო 3,5ლ/ჰა; კუპერმაქსი 4-8კგ/ჰა; სუპერ კოპერი 4-8კგ/ჰა; ჰექტაშბაკირი 4-8კგ/ჰა;) ან

სპილენძის ქლოჟანგი+სპილენძის ჰიდროქსიდი (აირონი2,5კგ/ჰა ) ან

მეთირამი (პოლირამი 2,5კგ/ჰა)

მავნე მწერების და ტკიპების წინააღმდეგ გამოიყნება ინსექტიციდები: იმიდაკლოპრიდი 0,1კგ/ჰა (კონფიდორ მაქსი; იმიდორ მაქსი; მიდაში)

დიმეთოატი 1,5-2ლ/ჰა (ბი-58 ახალი, დინგო, საფაგორი, დემეტრა, პოლიგორი, დი-68, ბი-ფოსფინი, ბიიტალი, კორუმაგორი) ან

ქრორპირიფოსი+ციპერმეტრინი 1,5-2ლ/ჰა (ნურელ-დ; ტენჩანტი; გრანდ-დ; ვალსარელი;) ან

ალფაციპერმეტრინი 0,3ლ/ჰა (ფასტაკი; ალპაკი; სუპერ ჰექტამეტრინი) ან

ლამბდა-ციჰალოტრინი ეკ 0,15-0,2 ლ/ჰა (კარატე; ვალსამბა; კუნგ-ფუ;) ან

ლამბდა-ციჰალოტრინი წდგრ 0,4-0,8კგ/ჰა (კაიზო;) ან

ციპერმეტრინი 0,2-0,35 ლ/ჰა (არივო; ალექსანდერი; რივომეტრინი; ციპერსანი) ან

დელტამეტრინი ეკ 0,05-0,1 ლ/ჰა (დეცის ექსტრა; დელტა; ) ან

დელტამეტრინი წდგრ 0,05-0,1 კგ/ჰა (დეცის პროფი;) ან

თიაკლოპრიდი 0,2-0,25 ლ/ჰა (კალიფსო; ულტრატოქსი;) ან

ზეტა-ციპერმეტრინი 0,2-0,3 ლ/ჰა (ფიური) ან

ტებუფენპირადი 0,3-0,5კგ/ჰა (მასაი; ტალავი) ან ბრომპროპილატი 1,5-3ლ/ჰა (ნეორონი; ფაქტორი;) ან

სპირიდიკლოფენი 0,4-0,6 ლ/ჰა (ენვიდორი) ან

პროპარგიტი 1,5-3 ლ/ჰა (ომაიტისაფმაიტი; ვალსარგიტი; პროპაფექტო; ) ან ბიფენტრინი 0,3-0,4 ლ/ჰა (ტალსტარი; ინსაკარი; პირინექს სუპერი)

ნიადაგის მავნებლების წინააღმდეგ რეკომენდირებულია ნიადაგში მარშალი წდგრ 20-25 კგ/ჰა -ს შეტანა.

წამლობები აუცილებლად უნდა შეწყდეს მოსავლის აღებამდე 20 დღით ადრე.

მოსავლის აღება

ეს პროცესი მაშინ ხდება, როცა მცენარე მოსვენების პერიოდს იწყებს, ე.ი. ბოლქვს უკვდება ფესვთა სისტემა, ცრუ ღერო და ფოთოლი ხმება.

მოსავლის აღება აუცილებელია მშრალ ამინდში ხელით. ამოღებული ბოლქვები მთელი დღის განმავლობაში თხლად იშლება გასაშრობად ნაკვეთზე. გარეთა მფარავი ქერქი როცა შეახმება, ხახვს ფოჩი უნდა წაეჭრას ცრუ ღეროს ყელზე შევიწროვებულ ადგილას, ხოლო ფესვები ძირაკიდან 0,5-1 სმ დაცილებით. ამის შემდეგ შესანახად იშლება ფარდულში კარგი ჰაერაციის პირობებში.

ხახვი 1-ჰა-ზე საშუალოდ მიიღება 40-60 ტონა და მეტი.

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“