ხეხილის გენოფონდი და მისი გამოყენების პერსპექტივები

საქართველოში ხეხილის გაქრობის პირას მყოფი ავტოქტონური გენეტიკური რესურსების მოძიება, შესწავლა და შეფასება

სამხრეთ კავკასია, რომელშიც თავისთავად მოიაზრება საქართველო, ხეხილოვანი კულტურე-ბის სახეობების ფორმირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კერად არის აღიარებული. საქართველო-ში ცნობილია ხეხილოვანი კულტურების ადგილობრივი ხალხური სელექციის გზით მიღებული 300-მდე ჯიში, ფორმა და ჯიშ-პოპულაცია, რომელიც გასულ საუკუნეში გავრცელებული იყო სა-კარმიდამო ბაღებსა, სამრეწველო ნარგაობებსა თუ სამეცნიერო დაწესებულებების საკოლექ-ციო და ექსპერიმენტულ ნაკვეთებში.

2015 წელს ჩატარდა პირველადი კვლევა ხეხილის ადგილობრივი ჯიშების შესწავლის მიზნით. პირვე-ლი წლის კვლევის მასალების საფუძველზე გამოირჩა ვაშლის რამდენიმე პერსპექტიული ჯიში, რომელიც შესაძლებელია საინტერესო იყოს სამრეწველო სექტორისთვის. კერძოდ „აჩაბეთურა“, „სევეს ვაშლი“ და „ზაფხულის ვაშლი“.

სამხრეთ კავკასია, რომელშიც თავისთავად მოიაზრება საქართველო, ხეხილოვანი კულტურების სა-ხეობების ფორმირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კერად არის აღიარებული. საქართველოში ცნობილია ხეხილოვანი კულტურების ადგილობრივი ხალხური სელექციის გზით მიღებული 300-მდე ჯიში, ფორმა და ჯიშ-პოპულაცია, რომელიც გასულ საუკუნეში გავრცელებული იყო საკარმიდამო ბაღებსა, სამრეწ-ველო ნარგაობებსა თუ სამეცნიერო დაწესებულებების საკოლექციო და ექსპერიმენტულ ნაკვეთებში.

XX საუკუნის ბოლოსათვის მეცნიერების მიერ ქართული ხალხური სელექციის ჯიშებისა და ფორმების რაოდენობით ვაშლი (125 ჯიში) და მსხალი (102 ჯიში) გამოირჩეოდნენ. დანარჩენი კულტურები ჯიშების სხვადასხვა რაოდენობით ხასიათდებიან. ეს ფორმები ძირითადად საკოლექციო ნარგაობებში იყო დაცუ-ლი, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ხეხილის ადგილობრივი ავტოქტონური ჯიშების დამოუკიდებელი კოლექცია არ არსებობდა სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ქსელში. როგორც წესი ეს ჯიშები წარმოდგენილი იყო სხვა ინტროდუცი-რებულ ჯიშებთან ერთად შერეულ კოლექციებში.

XX საუკუნის დასასრულისთვის განვითარებულმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა ტრანსფორმაცი-ამ დიდი დარტყმა მიაყენა საკოლექციო ნარგაობებს. პრაქტიკულად განადგურდა ყველა ძირითადი კოლექცია, სადაც ამა თუ იმ სახით იყო წარმოდგენილი ადგილობრივი ჯიშები. ამორტიზებული და გასხვი-სებული იქნა გალავნის, სკრის, გორის, ზესტაფონის საკოლექციო ნარგაობები.

მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, საქართველოში ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა ადგილობრივი ჯიშების რეაბილიტაციისა. ეს შესაძლებელია განხორციელდეს ძველ კოლექციებში ჯიშების მოძიებით და აღდგენით და საქართველოს ტერიტორიაზე ექსპედიციების მოწყობით მოსახლეობის ეზოებში — ბა-ღებსა და ძველ სამრეწველო ნარგაობებში.

აღნიშნულ მიზანს ემსახურება შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების პროექტი, რომლის ფარგლებში მიმდინარეობს კვლევა ხეხილის ადგილობრივი ჯიშების შეგროვების და შესწავლის მიზნით.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში XXI საუკუნის დასაწყისში რამდენიმე ადგილას კერძო და საერ-თაშორისო ინიციატივებით შეიქმნა საკოლექციო ნარგაობები, სადაც დაცულია ხეხილის ადგილობრივი ჯიშების შეზღუდული რაოდენობა. ამ მიმართულებით განსაკუთრებით საინტერესოა ელკანას წნისის ადგილობრივი ჯიშების საკოლექციო ნარგაობა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტ-რის ჯიღაურას საკოლექციო ნაკვეთი, სადაც დაცულია ხეხილის ადგილობრივი ჯიშების 20-ზე მეტი ჯი-ში, ჯიშ-ფორმა და ჯიშ-პოპულაცია.

2015 წელს ჩატარდა პირველადი კვლევა ხეხილის ადგილობრივი ჯიშების შესწავლის მიზნით. პირვე-ლი წლის კვლევის მასალების საფუძველზე გამოირჩა ვაშლის რამდენიმე პერსპექტიული ჯიში, რომე-ლიც შესაძლებელია საინტერესო იყოს სამრეწველო სექტორისთვის. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე მათგანის მოკლე დახასიათება.

აჩაბეთურა

ადგილობრივი ჯიშია, კეხურას მუქად შეფერილი კლონია, გავრცელდა შიდა ქართლში სოფელ აჩაბე-თიდან, გასული საუკუნის 90-იან წლებში. საკოლექციო ნარგაობაში პირველად გაშენდა 2008 წელს. ხე ძლიერი ზრდისაა, გვიან შედის მსხმოიარობაში, მაღალმოსავლიანია, ნაყოფი მრგვალი ფორმისაა, ზომა მსხვილი 200 გრამზე მეტი, წითელი ფერის, იკრიფება ოქტომბრის მეორე ნახევარში, ინახება აპრილ-მაისამდე.

სევეს ვაშლი

ადგილობრივი თესლნერგია, სავარაუდოდ კეხურას. გავრცელდა გასული საუკუნის 90-იან წლების და-სასრულიდან. საკოლექციო ნარგაობაში პირველად გაშენდა 2008 წელს. ხე საშუალო ან საშუალოზე ძლიერი ზრდისაა, მსხმოიარობაში შედის საშუალო პერიოდში, მაღალმოსავლიანია, ნაყოფი მრგვალი ოდნავ შებრტყელებული ფორმის, ზომა მსხვილი 200 გრამზე მეტი, ალისფერი წითელი ფერის, იკრიფე-ბა ოქტომბრის პირველ- მეორე ნახევარში, ინახება აპრილ-მაისამდე.

ზაფხულის ვაშლი

ვაშლის ადგილობრივი თესლნერგია. გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან გვხვდება საკარმიდამო ნაკვეთებზე. საკოლექციო ნარგაობაში პირველად გაშენდა 2008 წელს. ხე საშუალო ზრდისაა, მსხმოია-რობაში შედის ადრეულად, მაღალმოსავლიანია, ნაყოფი მრგვალი, ზომა საშუალო- მსხვილი 155-160 გრამზე მეტი, მუქი მიმზიდველი წითელი ფერის, იკრიფება აგვისტოს პირველ ნახევარში.

ცხრილი 1. ვაშლის ადგილობრივი ჯიშების ნაყოფების ზოგიერთი სამეურნეო მაჩვენებელი

 

 

 

 

 

სტატია შესრულებულია შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების პროექ-ტის ფღ`542`10-102`14 — „საქართველოს ხეხილის გაქრობის პირას მყოფი ავტოქტონური გენეტიკური რესურსების მოძიება, შესწავლა და შეფასება“ ფარგლებში

ზვიად ბობოქაშვილი,

სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი

ნანა მიროტაძე,

სოფლის მეურნეობის

მეცნიერებათა დოქტორი

კუკური ძერია,

სოფლის მეურნეობის

აკადემიური დოქტორ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.