გადაშენების პირას მყოფ ქართულ ენდემურ ცხოველთა და ფრინველთა გენეტიკური რესურსების შესანარჩუნებლად

აბორიგენული პირუტყვისა და ფრინველის ჯიშების ხორცის თანამედროვე დიეტოლოგიური ასპექტები
მეცხოველეობის ინდუსტრიალიზაცია ცხოველთა ადგილობრივი გენოფონდების შემცირებას იწვევს, რომლებსაც შეუფასებელი მნიშვნელობა აქვს კაცობრიობისათვის სელექციაში და გე-ნურ ინჟინერიაში. ისინი წარმოადგენენ გენებისა და გენური კომპლექსების უნიკალურ და შე-უცვლელ წყაროს შემდგომში ცხოველთა სულადობის გენეტიკური გაუმჯობესებისა და ახალი ჯიშების შესაქმნელად.

ამ რესურსების დაკარგვით მცირდება ცხოველთა გენეტიკური გაუმჯობესების შესაძლებლობები, უარესდება სამეურნეო და პროდუქტიულობის ხარისხობრივი მაჩვენებლები და სუსტდება მათი შემგუებლობა შეცვლილ პირობებთან. ამიტომ სურსათის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გენეტიკური რესურსები მეცხოველეობის შემდგომი განვითარების გასაღებს წარმოადგენს.

დღეს ჯიშებზე კონტროლისა და მართვის პრობლემებმა საერთაშორისო მნიშვნელობა შეიძინა.

იმისათვის, რომ აბორიგენული ჯიშები გადავარჩინოთ, აღვადგინოთ და მომავალშიც გამოვიყენოთ, მუშავდება პროექტი სომატური და სასქესო უჯრედების შესანახი ბანკის შესაქმნელად.

მომხმარებლისათვის გენეტიკურ რესურსებზე წვდომა და აქედან სათანადო ინფორმაციის მიღება მათი ეფექტიანად გამოყენების წინაპირობაა.

საქართველოში არ არის მოშენებელი არც ერთი სასოფლო — სამეურნეო ცხოველის სახე, რომელიც წარმოდგენილი არ იყოს ადგილობრივი ჯიშით. მაგალითად:

მსხვილფეხა პირუტყვის ქართული მთის საქონელი და მეგრული წითელი ჯიში;

ადგილობრივი კამეჩი;

თუშური და იმერული ცხვრის ჯიში; თუშური, მეგრული და ჯავახური ცხენის ჯიშები;

კახური და სვანური ღორები;

ფრინველის ადგილობრივი პოპულაციები;

უნიკალური ქართული ფუტკარი და ძაღლი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს სახეები ყველა აბორიგენულია, მათი შექმნა და ფორმირება ძირითადად რეგიონებში არსებული მდიდარი მთის საძოვრებითაა განპირობებული.

ადგილობრივი პირობების მრავალფეროვნებამ დიდი გავლენა იქონია მეცხოველეობის მრავალმხრივ და სპეციფიკურ განვითარებაზე. საქართველოს რეგიონების მრავალმხრივმა ეკონომიკურმა და სხვა პირობებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ცხოველთა მოშინაურების ევოლუციასა და დიფერენციაციაში. უფრო მეტიც, სოფლის მეურნეობის განვითარების ადრეულ ეტაპზე აქ გაჩნდნენ მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის პირველი დასახლებები. ადგილობრივმა მოსახლეობამ მთაგორიან რელიეფზე სარჩოს მოპოვება ისწავლა, მოიგონა ახალი პირობებისათვის შესაბამისი სიახლეები; შექმნა ცხოველთა და ფრინველთა სხვადასხვა ჯიშების სელექციის ფართო სპექტრი, მეცხოველეობის კომპლექსური სისტემის შერჩევა ხდება სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ თუ მკაცრი ზამთრისა და ცხელი ზაფხულის პირობებისათვის. ყველა ადგილობრივი ჯიში გამოირჩევა შენახვის ექსტრემალურ სისტემასთან და გარემო პირობებთან კარგი შემგუებლობით, შედარებით ნაკლები საკვების მოთხოვნილებით. ეს ჯიშები ხალხური სელექციის ხანგრძლივი მუშაობის შედეგია, შექმნილი და ფორმირებულია იმ დროს არსებულ ბუნებრივ-ეკოლოგიურ, სოციალურ-სამეურნეო სფეროში. ყველა ისინი ხასიათდებიან ეკოლოგიურად სუფთა წარმოებული პროდუქციით და მაღალი ხარისხით (რძე, ხორცი, კვერცხი, თაფლი).

ადგილობრივი პირუტყვის მაღალი პროდუქციული ხარისხის მიზანმიმართული და მეცნიერულად დასაბუთებული გაუმჯობესება სანაშენე მუშაობის ძირითადი ამოცანაა. მთავარ მიმართულებად ითვლება ძვირფასი გენეტიკური ნიშან-თვისებების სასელექციო სამუშაოებში გამოყენება არსებულის გასაუმჯობესებლად და ახალ, უფრო გაუმჯობესებულ სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა და ფრინველთა ჯიშების შექმნა.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ჯერ კოდევ არ არსებობს ერთიანი ნაციონალური პროგრამა მცენარეთა, ცხოველთა და მიკროორგანიზმების გენეტიკური რესურსების კონსერვაციისა და გამოყენების შესახებ, რომლებიც აუცილებელია კვებისა და სოფლის მეურნეობისათვის. ეს პროგრამა უზრუნველყოფს ყველა აუცილებელ ქმედებას, განსაკუთრებით დაგროვებას, აღრიცხვას, დოკუმენტაციას, დახასიათებას, რეგენერაციას, ხანგრძლივ შენახვას და გამოყენებას ზემოთ აღნიშნული გენეტიკური რესურსებისა. ნაციონალური პროგრამის შემადგენილი ნაწილი უნდა იყოს აგრეთვე მომხმარებელთა მომსახურება გენეტიკური რესურსებით როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, ხელმისაწვდომი გენეტიკური რესურსებისა და შესაბამისი ინფორმაციის ნიმუშების წარდგენა საერთაშორისო შეფასებისა და ნაციონალური ნორმების პირობების თანახმად. ნაციონალური პროგრამის შემადგენელი ნაწილია მეთოდიკები, რომელშიც პროგრამის რეალიზაციის მთავარი პრინციპებია მითითებული.

ხორცი, როგორც ცხოველური წარმოშობის საკვები პროდუქტი, რძესა და კვერცხთან ერთად, მოსახლეობის ფაქტობრივ კვებაში ერთ-ერთ წამყვან ადგილზეა.

საქართველოში უძველესი დროიდან არის ცნობილი შავი ფერის ცხოველთა და ფრინველთა აბორიგენული ჯიშების პროდუქციის განსაკუთრებული კულინარული, საგემოვნო და ენერგეტიკული თვისებების შესახებ. შავი ფერის ყოჩების ხორცის ხარისხზე ჯერ კიდევ ავიცენა მიუთითებდა. დღესაც, ისლამის მიმდევარ ხალხს, განსაკუთრებული მოთხოვნილება აქვს შავი ფერის მოზვრების ხორცზე.

ჰიპოთეზა, რომელიც საჭიროებს მეცნიერულ გადამოწმებას, მდგომარეობს საქართველოს მთის საქონლისა და ქათმის ადგილობრივი ჯიშების (ყურადღება გამახვილებულია შავი ფერის ინდივიდებზე) ხორცში კარნოზინის დიდი შემცველობის არსებობაში. ამ ჰიპოთეზამ მრავალი მეცნიერის ყურადღება მიიქცია. სამეცნიერო ჰიპოთეზის მიზეზი გახდა პროფესორ ა. ა. ბოლდირევის სტატია, რომელიც მიეძღვნა კარნოზინსა და მის ბიოლოგიურ თვისებებს.

სამეცნიერო ჰიპოთეზა მიღებულია რეგიონალურ ტექნიკურ კონფერენციაზე, რომელიც მიეძღვნა ადგილობრივი მსხვილფეხა პირუტყვის პრიორიტეტული ჯიშების შენარჩუნების საკითხებს, რომელიც ჩატარდა ბუდაპეშტში 2015წ. 30-31 მარტს FAO-ს ეგიდით.

აი, როგორ შეაფასა ჰიპოთეზა ევროპაში და ცენტრალური აზიაში FAO-ს რეგიონალური ბიუროს ექსპერტმა მეცხოველეობაში და ვეტერინარიაში ანდრეი როზსტალსკიმ: „პატივცემულო ლევან, დიდი მადლობა საინტერესო სტატიისათვის, რომელიც გამოგადგებათ შემდგომ კვლევებში და მაგალითი იქნება ადგილობრივი პირუტყვის პოპულიარიზაციის, მათი შენარჩუნებისა და აქტიური გამოყენების“.

ეს ნივთიერება პირველად 1900 წელს მოსკოვის მ. ლომონოსოვის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ვლადიმერ სერგის ძე გულევიჩმა და სიმონ სარდიონის ძე ამირეჯიბმა აღმოაჩინეს კუნთის უცილო ექსტრაქტში, რომელსაც ლათინურად ცარნის — ხორცი ეწოდა. (სიმონ სარდიონის ძე ამირეჯიბი — ექიმი, ბიოლოგი, პროფესორი, ბაქტერიოლოგიის და საერთო ჰიგიენის კათედრის დამფუძნებელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საქართველოში ვაქცინების და შრატების წარმოების დამფუძნებელი).

დღეს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოყენება სულ უფრო იზრდება როგორც სურსათის ფორტიფიცირების, ასევე ფარმაცევტული პრეპარატების „ნუტრიცევტიკების“ და „პარაფარმაცევტიკების“ სახით. სამეცნიერო ლიტერატურაში საკმაოდ ხშირია მონაცემები კარნოზინის ბიორეგულატორული თვისებების შესახებ. სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით ამ ნივთიერების მიღება სასურველია ასაკობრივი ცვლილებების, სხვადასხვა დაავადებების (შაქრიანი დიაბეტის, კატარაქტის, გულის დაავადებების), ფსიქიკური და ნერვული დარღვევების (ალცჰეიმერის, პარკინსონის დაავადების და სხვა) და ორგანიზმის სხვადასხვა პრობლემების დროს, რომლებიც უკავშირდება „ცივილიზაციის დაავადებებს“. ეს ნივთიერება ძალიან სწრაფად სწევს დაბლა სისხლში გლუკოზის დონეს ჭამის შემდეგ, რადგან თვითონ შედის გლუკოზასთან რეაქციაში და ანეიტრალებს მას, ასევე ანეიტრალებს გლიკოლიზის პროცესში გამოყოფილ მავნე ნივთიერებებს, რადგან ხასიათდება გამორჩეული ანტიოქსიდანტური თვისებებით, ბოჭავს და ორგანიზმიდან გამოყავს მძიმე ლითონები, რომელთა სიჭარბე გარემოში და შესაბამისად ორ-განიზმში დღეისათვის სულ უფრო აქტიურად განიხილება. ეს ნივთიერება საუკეთესო პროტექტორი და რეგულატორია.

კარნოზინი არის დიპეპტიდი, რომლის მოლეკულა შედგება ორი ამინომჟავისაგან (ბეტა ალანინი და ჰისტიდინი), ერთმანეთთან დაკავშირებული პეპტიდური კავშირით. კარნოზინის მნიშვნელობა ქსოვილების აღმძვრელი ფუნქციისათვის გამოჩნდა აკადემიკოს ს. სევერინისა (1901-1993) და მისი მოსწავ-ლეების ნაშრომებიდან.

სევერინმა პირველმა აღმოაჩინა, რომ კარნოზინი არის კუნთოვანი აქტიურობის ბუნებრივი სტიმულატორი და მისი შეტანა არეში, რომელშიც არის დაღლილი კუნთი, სწრაფად აღადგენს მისი კუმშვადობის გააქტიურებას.

ამ ცდამ მეცნიერებაში მიიღო სახელწოდება „სევერინის ფენომენი“. სევერინისა და მისი თანამშრომლების მიერ ნაჩვენები იყო, რომ კარნოზინი მჭიდრო კავშირშია კუნთოვანი ქსოვილის ფუნქციონალურ აქტიურობასთან: იგი წარმოიშობა ონტოგენეზში ნერვულკუნთოვანი კავშირის ფორმირების პერიოდში. მისი შემცველობა ესატყვისება კუნთოვანი ფუნქციის ინტენსიურობას. კუნთოვანი პათოლოგიის დროს მისი დაგროვება შესამჩნევად მცირდება.

თემატიკის კონტექსტში ყურადღებას იქცევს ჩინური აბრეშუმის ქათამი, რომელსაც კანი, ხორცი, ძვლები და შინაგანი ორგანოები შავი აქვს. შავი ქათმის ხორცში სისხლის შრატის გლობულინის და Y-გლობულინის შემცველობა ჩვეულებრივზე მაღალია. ამ ქათმის ხორცის გამოყენება ახანგრძლივებს ახალგაზრდობას, ამაგრებს კუნთებს და ძვალს. იგი მნიშვნელოვან ეფექტს ახდენს ოსტეოპორეზის, რახიტის, რკინის დეფიციტის ანემიის (ქალების) და ა.შ. პროფილაქტიკაში, ამაგრებს კიბოთი დაავადებული ადამიანების ორგანიზმს, ამაღლებს იმუნიტეტს, ადიდებს სიცოცხლის ხანგრძლივობას. მეცნიერებმა დაადგინეს ჩინური ქათმის ხორცის უნიკალური სამკურნალო თვისებები, რაც გამოწვეულია მასში კარნოზინის მაღალი შემცველობით.

ორგანიზმის ცხოველმყოფელობის პროცესში უჯრედოვანი გამოთანაბრება ექვემდებარება სხვადასხვა ფაქტორების მავნე ზემოქმედებას. როგორც ეგზოგენური, ისე ენდოგენური წარმოშობის. უჯრედში არის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ ორგანიზმის შიგა სტაბილურობას და შეიძლება განიხი-ლებოდეს როგორც ენდოეკოლოგიურები. მსგავსი ფაქტორები წარმოადგენენ ენდოეკოლოგიური სენსორების გომოესტაზის მდგომარეობას. აღმოჩენილია კარნოზინის დამცველობითი მოქმედება ბიოლო-გიურ სტრუქტურებზე, ენდოეკოლოგიური ფაქტორების ზემოქმედებით დაზიანება ინ ვიტრო და ინ ვივო.

სიბერის შიში ყოველთვის აიძულებდა ადამიანს მოეძებნა სიცოცხლის გახანგრძლივების გზები. მართალია გრაალის, ფილოსოფიური ქვის და სხვა უკვდავების ელექსირების ძიებამ ფიასკო განიცადა, მაგრამ სიცოცხლის გახანგრძლივების იდეა დღეს უკვე ეფემერულად არ ეჩვენებათ. სხვა თანამედროვე საშუალებებთან შედარებით, კარნოზინი გაახალგაზრდავების ყველაზე ეფექტურ აგენტად ითვლება. ის გავლენას ახდენს ჩონჩხის კუნთების გლიკოდაჟანგვის პროცესზე ინ ვივო და ინ ვიტრო და სიბერის სა-წინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატების შემუშავების საფუძვლად შეიძლება ჩაითვალოს.

ძალიან ცოტაა ნივთიერებები, რომლებიც შეიძლება შეედაროს კარნოზინს ბიოლოგიური და ფარმაკოლოგიური აქტიურობით. ანტიოქსიდანტი, ანტიგლიკოციური აგენტი, მძიმე ლითონების ხალათი, ნეიროპროტექტორები, სტრეს და აქტ პროტექტორები და სხვა. ფაქტობრივად მოიცავს ციტოპროტექციის ყველა ძირითად მექანიზმს, თანაც ნებისმიერი უჯრედისას და ქსოვილისას.

განსაკუთრებით საინტერესოა, რომ კარნოზინი და მისი წარმონაქმნები აღმოჩენილია ცხოველთა ქსოვილებში, რომლებიც ხშირად განიცდიან არასასიამოვნო ზემოქმედებას აქტიური ფორმებიდან ან იძულებული არიან განიცადონ ჟანგბადის ნაკლებობა ქსოვილებში. კონტექსტში აუცილებელია აღინიშნოს ქართული მთის ძროხის მკაცრი პირობებისადმი შეგუების მაღალი უნარი ზაფხულის ალპური საძოვრებისადმი (2800 მ-ზე მეტ სიმაღლეზე ზღვის დონიდან), სადაც მსუბუქად იტანენ გიპოქსიას. დიდი ხანია თავისი ჯანმრთელობით და სიცოცხლის ხანგრძლივობით სახელი გაითქვეს მაღალმთიან რაიონებში მაცხოვრებელმა მოსახლეობამაც. ამ ადგილებში წარმატებით აშენებენ ქართულ მთის საქონელს და შავ ქათამს.

დღეს სულ უფრო იზრდება ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოყენება როგორც სურსათის ფორტიფიცირების გზით, ასევე ფარმაცევტული პრეპარატების სახით. თუმცა, ხელოვნურად სინთეზი-რებულ ნივთიერებასთან შედარებით, ხელოვნურ კარნოზინთან დაკავშირებული პოტენციური საფრ-თხეების გათვალისწინების ფონზე, კარნოზინის ბუნებრივ წყაროს აშკარა უპირატესობა გააჩნია.

ჩვენი მიზანია განხორციელდეს ამ ახალი იდეისა და კონცეფციის ექსპერიმენტული შესწავლა ანალიზი, განხორციელებული აქტივობების საფუძველზე ახალი ცოდნის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ჯიშების პოპულარიზაციას, მათ მოშენებას და აქტიურ გამოყენებას, აგრო და კულინარულ ტურიზმს, აამაღლებს სოფლის მაცხოვრებლების მატერიალურ კეთილდღეობას.

ლევან თორთლაძე,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.