ხეხილოვან კულტურათა სარგავი მასალის სტანდარტი (რეკომენდაციები)
ხეხილის სარგავი მასალის ხარისხი მეტწილად სანერგეში წესიერად წარმოებულ ოპერაციებზეა დამოკიდებული. თუ ნამყენი თვითონვე სწორად გამოზრდილი არ არის, ანუ არაა დამყნილი შესაბამის სტანდარტულ საძირეზე, რომელთანაც ნამყენს სრული შეზრდა-შესისხორცება შეუძლია, თუ ის წესიერად ფორმირებული და სათანადოდ მოვლილი არ არის, მაშინ ნორჩი ნამყენის ფესვთა სისტემა და მისი ზედა ნაწილები, ხის ჩონჩხი, სათანადო ზრდა-განვითარებას ვერ განიცდის და ამის შედეგად ნამყენი, მომავალი ხის მაღალი პროდუქტიულობის მიღების თვალსაზრისით, უხარისხო და ნაკლებ იმედიანი გამოდის.
ნამყენი უნდა ფასდებოდეს სტანდარტის ყველა მაჩვენებლით, რის მიხედვითაც უნდა ხდებოდეს სარგავი მასალის ღირსების შეფასება. თუ ბაღი სტანდარტის დაბალი მაჩვენებლების მქონე სარგავი მასალით შენდება, მაშინ გახარების პროცენტი დაბალია. სანერგის ზრდა შეფერხებულია და ნარგაობის შემდგომი ეფექტურობა მეტად დაბალია.
ხეხილის ბაღი აუცილებლად მაღალი ღირსების სტანდარტული მასალით უნდა გაშენდეს. ამიტომ ხეხილოვანი კულტურების ნამყენის რეალიზაციის დროს ფერმერმა, მეურნემ, რომელიც აწარმოებს ნერგის გამოყვანას კუთვნილ სანერგეში აუცილებლად უნდა იხლმძღვანელოს ჩვენს მიერ რეკომენდირებული ხეხილოვანი კულტურების სარგავი მასალის სტანდარტით, რისი გარანტიაც გაშენებული ბაღის გახარება და სიწმინდე იქნება.
ხეხილის სარგავი მასალის სტანდარტი
ხეხილის სარგავი მასალის სტანდარტი ვრცელდება ნერგებზე სადედე და სამრეწველო ბაღის გასაშენებლად, მოსახლეობისათვის სარეალიზაციოდ. ნერგების არცთუ დიდი ოდენობით რეალიზაციისას საჭიროა ყოველ ნერგზე ეტიკეტის ჩამოკიდება კულტურის, ჯიშის, საძირის სასაქონლო ხარისხის აღნიშვნით.
თესლოვანი კულტურების ნერგების ტექნიკური პირობები
ვაშლი
საძირე _ ძლიერი ზრდის – ერთწლიანი ნამყენი ნერგის სიმაღლე 110-130 სმ, შტამბის დიამეტრი _ 12 მმ.
საშუალო ზრდის და ნაგალა ვაშლის ნამყენი. ჩართული მყნობით, სიმაღლე _ 90-120 სმ, შტამბის დიამეტრი 11 მმ. ნაგალა საძირე ნამყენი ნერგის სიმაღლე 120 სმ, შტამბის დიამეტრი 8-10 მმ.
მსხალი
ძლიერი ზრდის საძირეზე ერთწლიანი ნამყენი ნერგის სიმაღლე 110-130 სმ, შტამბის დიამეტრი 12 მმ, მსხალი კომშის საძირეზე და ჩართული მყნობით მიღებული ნერგის სიმაღლე 100-120 სმ, შტამბის დიამეტრი _ 9-11 მმ.
კომში
საძირე კომში _ ერთწლიანი ნამყენი ნერგის სიმაღლე 100-120 სმ, შტამბის დიამეტრი 9-11 მმ.
ზღმარტლი
ნამყენი ნერგის სიმაღლე _ 60-70 სმ, შტამბის დიამეტრი _ 10-12 მმ.
კურკოვანი კულტურების ნერგის ტექნიკური პირობები
ალუბალი _ ერთწლიანი ნერგი _ 60-80 სმ სიმაღლის, შტამბის დიამეტრი _ 6-8 მმ;
ბალი _ ყველა საძირეზე, ყველა ჯიში – ნამყენი ნერგის სიმაღლე 120-150 სმ, შტამბის დიამეტრი 12-15 მმ;
ქლიავი _ ნამყენი ნერგის სიმაღლე _ 120-150 სმ, შტამბის დიამეტრი 12-15 მმ;
გარგარი _ ნამყენი ნერგის სიმაღლე 120-150 სმ, შტამბის დიამეტრი 12-15 მმ;
ატამი _ ერთწლიანი დატოტვილი შტამბის სიმაღლე _ 50-60 სმ; ძირითადი ტოტების სიგრძე 30-40 სმ;
ნუში _ ერთწლიანი ნერგი _ 130-150 სმ სიმაღლის, შტამბის სიმაღლე 50-60 სმ, დიამეტრი 25-40 მმ; ტოტების სიგრძე 30-40 სმ;
ნუშის ორწლიანი ვარჯჩასახული ნერგი _ სიმაღლე 120-130 სმ; შტამბის დიამეტრი 28-30 მმ; ფესვების სიგრძე 60-70 სმ, გვერდითი ტოტების რაოდენობა _ 4-5 ცალი, ფესვების რაოდენობა _ 7-8 ცალი;
ტყემალი _ შტამბის სიმაღლე 60-70 სმ; დიამეტრი 12-15 მმ; ძირითადი ტოტების სიგრძე _ 40-50 სმ;
ღოღნოშო, ჭანჭური _ ნერგის სიმაღლე 120-150 სმ, შტამბის დიამეტრი _
12-15 მმ.
ალუჩა _ შტამბის სიმაღლე 60-70 სმ, შტამბის დიამეტრი 14-15 მმ;
შინდი _ ბაღში ირგვება 2-3 წლიანი ნამყენი ნერგი შტამბის სიმაღლე 50-60 სმ, შტამბის დიამეტრი 15 მმ, 40-60 სმ სიგრძის ნაზარდებით.
ქაცვი _ მრავლდება მწვანე კალმებით – სათბურში ნერგის სიმაღლე არა ნაკლები 50 სმ; შტამბის დიამეტრი 8 მმ; ძირითადი ფესვების რაოდენობა -5.
კაკლოვანი ნერგის ტექნიკური პირობები
კაკალი _ ერთწლიანი ნერგის სიმაღლე 65-75 სმ; შტამბის დიამეტრი 20 სმ სიმაღლეზე 7-12 მმ, ფესვების სიგრძე _ 35-40 სმ, გვერდითი ფესვების რაოდენობა 3-4 ცალი;
ორწლიანი ნერგის სიმაღლე -80-95 სმ; შტამბის დიამეტრი 11-15 მმ, ფესვების სიგრძე -40-45 სმ; ფესვების რაოდენობა 4-5 ცალი;
პოლიეთილენის პარკში აღზრდილი ნერგის სიმაღლე 15-18 სმ, ნაზარდის დიამეტრი 4,9-5,5 მმ.
თხილის ნერგი _ მცენარის სიმაღლე – 40-50 სმ, შტამბის დიამეტრი _ 10-15 მმ, ფესვების სიგრძე – 20-35 სმ, ფესვების რაოდენობა 3-5 ცალი.
თხილის ორწლიანი ნერგი – მცენარის სიმაღლე – 65-100 სმ.
ნაზარდების რაოდენობა – 3-5 ცალი, შტამბის დიამეტრი 15-25 მმ.
ძირითადი ფესვების სიგრძე _ 45-65 სმ, ფესვების რაოდენობა – 5-7 ცალი;
წაბლის ნერგი _ ღეროს სიმაღლე 8-25 სმ, დიამეტრი 12 მმ. წაბლის 2 წლიანი ნამყენი ნერგის სტანდარტული სიმაღლე – 1,0-1,5 მ.
პეკანი – ნერგის სიმაღლე – 80-90 სმ, შტამბის დიამეტრი -12 მმ.
მშრალი სუბტროპკული კულტურების სარგავი მასალის ტექნიკური პირობები
ზეთისხილი _ ნერგის სიმაღლე 90-109 სმ; შტამბის დიამეტრი 7-13 მმ. ფესვების მოცულობა 56-83 მ3; სტანდარტული გამოსავლიანობა 48-84%;
აღმოსავლეთის ხურმა – სტანდარტული 2 წლიანი ნერგების შტამბის სიმაღლე უნდა იყოს 60-70 სმ, 4-5 ნაზარდი ყლორტით, ფუნჯა ფესვებით.
ლეღვი – მრავლდება თესლით. კალმების დაფესვიანებით, გადაწვენით, ამონაყრებით, მყნობით და სხვა. თესლით გამრავლებას არ მიმართავენ. ძირითადად იყენებენ კალმის დაფესვიანებით გამრავლებას. ერთწლიანი, ორწლიანი და სამწლიანი ნაზარდებით. კალმის სიგრძე _ 12-30 სმ. (3-5 მუხლთშორისით), კალმის დიამეტრი 10-15 მმ.
ფეიჰოას ნერგის სტანდარტი – ერთწლიანი ნერგის სიმაღლე 35 სმ; ფესვის ყელის სიმსხოს დიამეტრი 4 მმ, ფოთოლი 20 ცალი.
ორწლიანი ნერგის სიმაღლე 45 სმ; ღეროს დიამეტრი 6 მმ, ფოთოლი 25 ც.
ზეთისხილი – ნერგი სტანდარტულ ზომებს აღწევს 2-3 წლის შემდეგ. მას უნდა ჰქონდეს 3 ჩონჩხისებური ყლორტი ვარჯის ჩახვევისათვის, შტამები სწორმდგომი სიმაღლით 50-80 სმ; ფესვების სიგრძე 20-30 სმ. ფესვის ყელის დიამეტრი 10-20 მმ.
იაპონური ზღმარტლი (მუშმულა) ირგვება სტანდარტული ნათესარები 40-50 სმ სიმაღლის და მეორე წელს იმყნობა სასურველი ჯიშით. კალმებით გამრავლებისას ირგვება 12,5-15,0 სმ სიგრძის კალმები.
უნაბი – ნერგის სიმაღლე 80-100 სმ, სიმსხო-10-15 მმ.
აქტინიდია-კივი – ნერგის სიმაღლე 40-45 სმ; სიმსხო 6-80 მმ დიამეტრის.
კენკროვანი კულტურების სარგავი მასალის სტანდატრტი
მარწყვი – გამრავლება წარმოებს პწკალებიდან ერთი-ორი წლის მცენარის მიღებული ნერგით, ჩითილით; ჩითილს უნდა ჰქონდეს კარგად განვითარებული ფესვები – სიგრძით არანაკლები 5 სმ და მიწის ზედა ნაწილი – 3-5 ფოთლით, ჯანსაღი წვერის კვირტით.
ჟოლო და უეკლო მაყვალი – ჟოლო მრავლდება გადაწვენით. ერთწლიანი ფესვის ამონაყარებით 2-3 წლის სადედე ბუჩქიდან 30-40 სმ-ის დაშორებით, 10-20 სმ-ის ამონაყარები მცენარეებს იღებენ თავისი კომით 8ხ8 სმ და რგავენ მუდმივ ადგილზე ან უკთებენ რეალიზაციას. ფესვების ფუნჯი არანაკლები 15 სმ სიგრძის.
უეკლო მაყვალს ამზადებენ როგორც ჟოლოს კალმით, ასევე ფესვის ამონაყრით. ფესვების სიგრძე – 15-20 სმ. ყლორტები არა ნაკლები 8-10 მმ დიამეტრის. სადედეში ყლორტები 60-90 სმ სიგრძის. ყლორტებს ირჩევენ როცა ბუჩქის სიმაღლე მიაღწევს 1,5-2,5 მეტრს. ყლორტს გადაწიდნავენ და ღებულობენ სარგავ მასალას დაფესვიანების შემდეგ; შემდეგ ანცალკავებენ დედა ბუჩქიდან.
შავი, წითელი და თეთრი მოცხარის ნერგი. შავი მოცხარის სარგავი მასალა – ღერო არანაკლები 50 სმ; დიამეტრი 10 მმ; კარგად დაფესვიანებული წითელი და თეთრი მოცხარის – ღერო – 50 სმ, დიამეტრი 10-12 მმ. ჩონჩხის ფესვთა სისტემა – კარგად განტოტვილი, არანაკლებ 5 ფესვისა, 15-20 სმ სიგრძის.
ხურტკმელის სარგავი მასალის სტანდარტი – 2 წლიანი ნერგი,ნერგი სამი ღონიერი ყლორტით არა ნაკლები 20-25 სმ სიგრძის. ნერგის სიმსხო 8-10 მმ; კარგად განტოტვილი ფესვთა სისტემა არა ნაკლები 4 ჩონჩხისებრი ფესვისა, სიგრძით 20-25 სმ.
ლურჯი მოცვი – ნერგი ორი წლის, სიმაღლე არა ნაკლები 40-70 სმ, ფუნჯა ფესვებით 15-20 სმ სიგრძით; ღეროს დიამეტრი 10 მმ.
ცხრატყავა – სარგავი მასალა უნდა იყოს 2 წლის – სიმაღლე – 40-50 სმ აღწევს თესლნერგი მე-3 წელს, ყლორტები 5-30 სმ სიგრძის. ფესვები ხშირი დატოტვილი, ღეროს სიმსხო 8-10 მმ.
ქაცვი – ნერგის სიმაღლე არა ნაკლები 50 სმ; შტამბის დიამეტრი 8-10 მმ; ფესვებზე 5 ძირითადის, სიგრძით არა ნაკლები 20 სმ;
კოწახური – 2 წლის ნერგი – სიმაღლე არა ნაკლები 50 სმ; ღეროს დიამეტრი 8 მმ; ფესვების სიგრძე 15 სმ.
შტოში – მრავლდება კალმებით, ყლორტებით, საშუალო სიგრძე 22 სმ, დიამეტრი 8-9 მმ. ყლორტების რაოდენობა 3-6 ცალი.
ძახველი მრავლდება მწვანე დაკალმებით – ყლორტის სიგრძე – 70-80 სმ დიამეტრი 10 მმ.
იუზა ვასაძე _ სსმმა აკადემიკოსი, სმმ დოქტორი, პროფესორი,
/გივი ბადრიშვილი / – სსმმა აკადემიკოსი, სმმ დოქტორი, პროფესორი,
ვაჟა კვალიაშვილი _ სსმმა აკადემიკოსი, სმმ დოქტორი.