დარგებიმეფუტკრეობა

ხელოვნური განაყოფის შექმნა ტარანოვის მეთოდით ( ფუტკრის ოჯახის ხელოვნური გაყოფა – არსებული ფუტკრის ოჯახის დაყოფა ორ ან მეტ ნაწილად)

 

 გაყოფის უამრავი ვარიაციები არსებობს, რომელიც მეფუტკრის მიერ წინდაწინ დასახულ მიზანზეა დამოკიდებული.

გაყოფის მეშვეობით შესაძლებელია შეიქმნას:

 მეტი ფუტკრის ოჯახი,  შევქმნათ ახალი გუნდი,  გამოვიყვანოთ მეტი დედა ფუტკრები,  თავიდან ავიცილოთ ნაყრიანობა და  ვაკონტროლოთ ტკიპების რაოდენობა ფუტკრის ოჯახში.

საფრენი 222222222222222222222

გამოცდილ მეფუტკრეებს  საკუთარი ხელწერა აქვთ, რომელსაც  წლების განმავლობაში წარმატებით იყენებდნენ. ინტერნეტშიც უამრავი მეთოდია აღწერილი მათ მიერ, სადაც ყველა მისი მეთოდის უპირატესობას უსვამს ხაზს.

ახლა მინდა ისევ მივუბრუნდე ტარანოვის გაყოფის მეთოდს და ისევ თავიდან აღვწერო ზოგი საინტერესო ასპექტები.

1947 წელს რუსმა მეფუტკრემ გ.ფ. ტარანოვმა აღმოაჩინა, რომ ფუტკრის ოჯახი ძირითადად შედგება ახალგაზრდა ძიძა ფუტკრებისგან. (სტატია პირველად გამოქვეყნდა American Bee Journal- ში, 2021 წლის მარტი, გვ. 295-298.)

1947 წელს რუს მეფუტკრეს ტარანოვს სჯეროდა, რომ ფუტკრის ოჯახი შედგება ძალიან ახალგაზრდა ძიძა ფუტკრებისგან, რომლებსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დაწყებული ახალი თაობის კვება და ცვილის გამოყოფა (დღვანდელი კვლევებით მთლად სიმართლეს არ შეესაბამება). მან ივარაუდა, რომ ახალგაზრდა ფუტკრებმა დაზოგეს მთელი ენერგია ახალი ოჯახის შესაქმნელად და რადგან მათ არასოდეს შეუსრულებიათ საორიენტაციო ფრენები, არც ეცოდინებოდათ გზა თავიანთი სკისკენ.

საფრემო 3333333333333333333

ტარანოვს სჯეროდა, რომ თუ ის შეძლებდა მოღალე ასაკოვანი ფუტკრებისაგან ახალგაზრდა ძიძების გამოყოფას, ანუ  ძველი და ახალგაზრდა ფუტკრების განცალკევებას, მაშინ ის შეძლებდა ახალი ოჯახის შექმნას და თავიდან აიცილებდა ნაყარზე გასვლას.

მეფუტკრის ამოცანა ისახავდა მიზანს თუ როგორ გამოეყო და განეცალკევებინა ფუტკრები ასაკის მიხედვით.

ამ ამოცანის გადასაჭრელად, ტარანოვმა გადაწყვიტა დაეფერთხა ყველა ფუტკარი სკის წინ და შეექმნა მათთვის  სკაში შესვლის  ხელოვნური ზღუდე. ანუ მას უნდა მოეფიქრებინა ისეთი რამ, რომელსაც იოლად დაძლევდა ასაკოვანი მოღალე ფუტკარი და ახალი თაობა ვერ გადალახავდა.

ბარიერი კი აღმოჩნდა 10სმ-ის სიგრძის მქონე ცარიელი სივრცე.

საფრე5555555555555555555

„გულწრფელად გითხრათ, ვცდილობ სამართლიანი ვიყო ჩემი კოლეგის განსჯისას, მაგრამ როდესაც წავიკითხე ჰაერის 10სმ-იანი ცარიელი სივრცის შესახებ, რომელიც განკუთვნილია ფუტკრისთვის ბარიერად, წამოვიყვირე „ესენი არიან ფუტკრები!” … “მათ აქვთ ფრთები!”

ტარანოვის იდეა უბრალოდ ეწინააღმდეგება ლოგიკას.

ვიფიქრე, რომ არქტიკული სარტყლის მახლობლად გრძელ ცივ ღამეებს ცოტაოდენი დამატებით არაყი სჭირდებოდა გასახურებლად, და ტარანოვი ცოტა მხიარულ ჭკუაზე ხომ არ იყო?

მაგრამ, როდესაც დავინახე ათასობით ახალგაზრდა ფუტკარი, რომლებიც მივიდნენ ბარიერამდე, უცქერდნენ მას ბარიერს და უარს ამბობდნენ შემდგომ ქმედებებზე, მივხვდი, რომ ბატონი ტარანოვი იყო გენიოსი. ყოველ ჯერზე, როდესაც მე ვხედავ ამას ხელახლა, ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რაც ყველა მეფუტკრემ უნდა ნახოს ცხოვრებაში ერთხელ მაინც.

მოდით უფრო ახლოს განვიხილოთ ტარანოვის ძალიან მარტივი და სასწაულებრივი მოწყობილობა.

 ტარანოვის დაფა

ტარანოვის დაფა არის სამკუთხა ფორმის, რომლის დახრის კუთხე მიწასთან უნდა შეადგენდეს 45 გრადუსს, თუ სკის შესასვლელი მაღალზეა, მაშინ მოგიწევთ იქონიოთ უფრო გრძელი ფიცარი. მნიშვნელობა ენიჭება დახრის კუთხეს და მეთოდი მუშაობს როცა სკა გარკვეულ სიმაღლეზეა მიწიდან. (შექმნილი/შეგროვებული ფუტკრების გუნდი არ უნდა ეხებოდეს მიწას).

საფრენი4444444444444444444

ფიცარს სჭირდება საყრდენი რომელსაც დაეყრდნობა ერთი ბოლო, ხოლო მეორე კი უბრალოდ მიწაზეა. ფიცრის ქვედა მხარეს ზედა ბოლოდან მიამაგრეთ რამე ნაჭერი, რომელზეც ფუტკრები იოლად შეძლებენ ჩაბღაუჭებას, სწორედ აქ იკრიბებიან ახალგაზრდა ფუტკრები.

უკეთესია თუ ტარანოვის დაფას წინასწარ შეჭედავთ და გაამზადებთ.

 დიდი ბარიერი

მას შემდეგ რაც დაასრულებთ დაფის შეჭედვას, დააშორეთ სკის შესასვლელს 10სმ-ით (4 დიუმი). ეს არის ის, რასაც მე ვუწოდებ ბარიერს, რომელიც ხელს უშლის ახალგაზრდა ძიძა ფუტკრებს, ვერ დაბრუნდნენ სკაში.

შემდეგ მიწაზე დააფინეთ ბიაზის ან ბრეზენტის ნაჭერი, ისე რომ არ დაფაროთ დაფა და ფუტკრებმა შეძლონ დაფისკენ მოძრაობა

ბიაზის ან ბრეზენტის ნაჭერი არ გამოიწვევს ფუტკრის ჩაბნევას ბალახში.

 როგორ გავყოთ ოჯახი

თუ ამინდმა გაგიმართლათ და ფუტკარი არ ირევა შეგიძლიათ დაიწყოთ გაყოფა. ამოიღეთ თითოეული ჩარჩო ფუტკრიანდ და დააფერთხეთ ფუტკარი წინდაწინ გაშლილ ბიაზზე/ბრეზენტზე. მოღალე ფუტკარი დაფერთხვის შემდეგ სწრაფად გაფრინდება სკისკენ, მაგრამ ახალგაზრდა ძიძები ადგილზე რჩებიან და იკრიბებიან გუნდად.

დააკვირდით რომ არ დაფერთხოთ დედიანი ჩარჩო, დედა ფრთხილად მოათავსეთ გალიაში ან იზოლატორში, შემდგომი თქვენი მიზნების მიხედვით.

დააბრუნეთ თითოეული დაფერთხილი ჩარჩო სკაში. როდესაც დაასრულებთ ყველა ჩარჩოს დაფერთხვას, დახურეთ სკა და დაელოდეთ, რადგან გაყოფა ერთ ან ორ საათში არ დასრულდება.

 რა მოხდება შემდეგ?

ლოდინის პერიოდში მცირე გუნდებად შეკრებილები ან გაფრინდებიან სახლში, ან სწრაფად გადავლენ დაფაზე, მივლენ 10 სმ-იან საჰაერო ბარიერთან აფრინდებიან და შეფრინდებიან სკაში, ყველაფერი ჩვეულებრივად არის…

227904345_1485361361821266_7775257765523009034_n

ხოლო ახალგაზრდა ფუტკრები და დედაც (თუ დავფერთხავთ მასაც ფუტკრებთან ერთად ჩარჩოდან), რომელთაგან არცერთი არ არის შეჩვეული ფრენას, ნელ-ნელა ადიან დაფაზე, სანამ არ მიაღწევენ ბარიერს. იქ ისინი გაოგნებულები შეხედავენ შექმნილ „უფსკრულს“. შემდეგ ერთმანეთს „გადაულაპარაკებენ“: _ „ვიღაც იდიოტს დაავიწყდა დაფის მიდგმა საფრენთან!” გაღიზიანებულები რომ სკაში ვერ შედიან, მზის შუქისგან დასამალავად გადადიან დაფის ქვედა ნაწილში და გუნდად ჩამოეკიდებიან მას.

ორი საათის შემდეგ ფუტკრები შექმნიან ორ განსხვავებულ ბანაკს. ერთი ჯგუფი დაუბრუნდება თავდაპირველ სკას, ხოლო მეორე ჯგუფი მჭიდროდ ჩამოეკიდება გუნდად დაფის ქვედა ნაწილს.

თუ ყურადღებით დააკვირდებით, შესაძლოა დაინახოთ რამდენიმე მზვერავი ფუტკარი, რომელიც გუნდის გარშემო დაფრინავს, ან ცეკვავს.  – დარწმუნებული იყავით, რომ ეს ნიშანია იმისა, რომ თქვენ წარმატებით შექმენით ხელოვნური სანაყრე გუნდი, რომელიც ეძებს ახალ საცხოვრებელ ბუდეს.

ალეკო პაპავა,

პროფესიონალი მეფუტრკე