აგრარული განათლებადარგებიმეთევზეობაფერმერი ფერმერს

კობრის სათევზე მეურნეობაში პოლიკულტურის პირობებისათვის

მეთევზეობის პრაქტიკაში, ბუნებრივი საკვები ბაზის სრულად ათვისების მიზნით ფართოდ გამოიყენება წყალსატევში თევზის შერეული ჩასმა, დამატებითი თევზების ჩასმა და პოლიკულტურა (ჭკუასელი ა. და სხვები 2010 წ).
ცნობილია, რომ ტემპერატურულ რეჟიმთან დამოკიდებულების მიხედვით სატბორე მეურნეობებში გამოსაზრდელი თბილი წყლის მოყვარული თევზებიდან, რომელთა გამრავლებაც გაზაფხულზე ხდება, კობრი და მისი ჰიბრიდია. მათ რიცხვს მიეკუთვნება: კარჩხანა, იდი, ქარიყლაპია, თეთრი ამური, სქელშუბლა და მისი ჰიბრიდები (Б.А.Каспин 1964).

კლიმატური და ბუნებრივი პირობების თავისებურებებიდან გამომდინარე, კობრი სხვადასხვა გეოგრაფიულ პირობებში საკმაოდ განსხვავებული სახით წარმოგვიდგება. არსებობისათვის მკაცრი პირობებით გამორჩეულ ჩრდილოეთის პირობებში ქერცლიანი კობრის მოშენებას ამჯობინებდნენ. სამხრეთის რეგიონებისათვის  კარგი რეკომენდაციით ხასიათდება შიშველი კობრი. უკრაინაში გამოყვანილია ქერცლიანი, სწრაფმზარდი, სწრაფმზარდი ხორციანი და მაღალი ნაყოფიერების მქონე უკრაინული კობრი. ფართო გავრცელებას პოულობს  კობრისა და ამურის საზანის ნაჯვარი (კურსკის კობრი), რომელიც კარგად იზრდება და გამოზამთრების კარგი უნარით ხასიათდება. ასეთივე თვისებები აღმოაჩნდა საქართველოს  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო განყოფილების მიერ გამოყვანილ ჰიბრიდს, რომელიც მიღებულ იქნა ჩვენს მიერ ფარავნის ტბისა და მდინარე რიონის კობრის შეჯვარების გზით. აღნიშნული „ფარიონის“ სახელითაა ცნობილი (. ბარკალაია, ე. კაშია, .  წერეთელი, 2018).

კობრი კობრი

კობრი – სატბორე მეურნეობაში გამოსაზრდელი თევზების ძირითადი ობიექტია. დღეისათვის გამოყვანილია და იზრდება მისი რამდენიმე სახეობა, რომელთა შორის ძირითადი განმასხვავებელი ნიშნებია პროდუქტიული ხარისხოვნება, ფარფლის ფორმა-განლაგება და სხვა.

სარკისებური კობრი დაფარულია „სარკისებური“ ფარფლით, რომელიც სხეულზე სამ მწკრივადაა განლაგებული. იგი დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოში.

შიშველი კობრი

შიშველი კობრი – თითქმის მთლიანადაა მოკლებული ფარფლის არსებობას, ზოგიერთ ადგილებში მცირეოდენი გამონაკლისის გარდა, რომელიც გაფანტულია სხეულზე. მას ხშირად კანიანსაც ეძახიან.

შიველი კობრი 111111111111

ქერცლიანი კობრი მთლიანადაა დაფარული ქერცლით და სხვებთან შედარებით აქვს სხეულის წაგრძელებული ფორმა.

ქერცლიანი კობრი

ხაზიანი კობრი – ხასიათდება გვერდით ხაზზე ერთ მწკრივად განლაგებული მსხვილი ქერცლით.

ვერცხლისფერი კობრი

ვერცხლისფერი კარჩხანა – არის თევზი, რომელსაც საინტერესო ბიოლოგიური თვისება გააჩნია: წყალსატევების უმრავლესობაში (გამონაკლისს წარმოადგენს ციმბირი და შორეული აღმოსავლეთი) მამრობითი სქესის თევზი არ ბინადრობს. ასეთ შემთხვევაში ქვირითის განაყოფიერებას ახდენენ სხვა სახის თევზები (ოქროსფერი კარჩხანა, საზანი და სხვა). მის ძირითად საკვებს ზოოპლანქტონი წარმოადგენს – იშვიათად ბენტოსი. საკვებად გამოყენების თავისებურება წარმოსახავს მას გამრავლებისათვის პერსპექტიულ ობიექტად. ხასიათდება ფართოდ გავრცელების უნარით და გამოზამთრების მაღალი პროგნოზით. განსაკუთრებით მომგებიანად ითვლება ჩასასმელი მასალის დამატებითი სახით გამოყენება.

ოქროსფერი კობრი

ოქროსფერი კარჩხანა – გამოირჩევა განსაკუთრებული გამძლეობით, როგორც ჟანგბადის, ისე ჰიდროქიმიური რეჟიმის მიმართ. ძლებს წყალსატევის წყლის ფსკერზე გაყინვის პირობებშიც, იკვებება ბენთოსით.

ჭანარი

ჭანარი – ჟანგბადის მიმართ მაღალი მოთხოვნილებით არ ხასიათდება, სიცოცხლის უნარიანობას ინარჩუნებს ფსკერამდე გაყინულ წყალსატევებში. გამოზამთრების პერიოდში იფლობა ლამში. იკვებება ძირითადად ბენთოსითა და ზოობენთოსით. მისი გამოზრდა ხდება კობრის გამოსაზრდელ ობიექტებში დამატებითი ჩასასმელი მასალის სახით.

ხასიათდება განსაკუთრებული თავისებურებით იმ წყალსატევებში, რომლის ფსკერიდანაც საკვების აღება ათვისება უჭირს კობრს.

იდი იდი

იდი – ფართოდ გავრცელებული სამრეწველო დანიშნულების თევზია. მას ხშირად იყენებენ, როგორც დამატებით ჩასასმელ მასალას კობრთან ერთად გამოსაზრდელად, რაც ბევრად ადიდებს წყალსატევის პროდუქტიულობის მაჩვენებელს. ტბორებში ძირითადად ხდება მისი შინაური ფორმების გამოზრდა – ორფის ან ოქროსფერი იდის სახით. იკვებება შერეული საკვებით – ზოოპლანქტონით და ბენთოსით.

ქარიყლაპია

ქარიყლაპია – გამრავლებას იწყებს ყინულის დნობის პერიოდში,იშვიათად ყინულის საფარქვეშ. მისი მოზარდის ჩასმა  სატოფე ტბორში მიღებულია სარეველა თევზისაგან გასათავისუფლებლად, განსაკუთრებით კობრის საკვების კონკურენტი სახეობისაგან, ძნელად საზრდელი კარჩხანისა და სხვა სარეველა, დაბალი ღირებულების თევზისაგან. მის ძირითად საკვებს წვრილი თევზი წარმოადგენს.

სქელშუბლა ლ

სქელშუბლა – მდინარის თევზია მისი ძირითად საკვები მცენარეული წარმოშობისაა. სქესმომწიფებას სიცოცხლის 5-6 წლის ასაკში აღწევს. ხშირ შემთხვევაში სამხრეთის რეგიონებში ერთი ორი წლით ადრეც. გამრავლების პერიოდი ივლისი-აგვისტოს თვეებია, წყლის მაღალი ტემპერატურის პირობებში 25˚ და ზევით. გამოჩეკვა ხდება მეორე დღესვე. ცნობილია, რომ ჩინეთში მათი მოზარდის დიდი რაოდენობით გამოჭერა ხდება ბუნებრივ პირობებში, რომელიც გადაჰყავთ ხელოვნურ ტბორებში და ზრდიან სასაქონლო პროდუქციის მიღებამდე. საქართველოში ცნობილია სქელშუბლას სამი სახეობა: თეთრი, ჭრელი და ჰიბრიდული. აკლიმატიზაცია 1962 წლიდან (ნ. ნინუა 2013).

თეთრი ამური ლ

 თეთრი ამური – ბუნებრივ პირობებში უსურიისსუნგარის, ამურის და მათი მიმდებარე წყალსატევების ბინადარია. ახასიათებს ზრდის მაღალი ტემპი. იკვებება წყლის მცენარეებით. ხორცი ცხიმიანი აქვს. გამოყენება ხდება, როგორც დამარილებული ისე ნედლი სახით (.ჯიქია, მ. ბარვენაშვილი, 2011). საქართველოში პირველივე წლის ბოლოს აღწევს 500გრ. და მეტს. თეთრი ამური ერთი თვის ასაკში საკვებად იღებს როგორც წყალმცენარეებს, ისე ბალახსა და ფოთლებს. მათი გამოყენება ხდება წყალსატევის ჭარბი მცენარეული საფარისაგან გასათავისუფლებლად. საქართველოში აკლიმატიზებულია 1962 წლიდან

ზემოთ ჩამოთვლილი თევზების გარდა ზოგიერთ წყალსატევში დამატებითი ჩასასმელი მასალის სახით კობრთან ერთად სვამენ ფარგას, სიგს და სათანადო საარსებო პირობების არსებობისას ცისარტყელა კალმახიც.

ფარგა

ფარგა – შეიძლება გამოიზარდოს კობრთან ერთად იმ წყალსატევებში, სადაც ჟანგბადის კარგი რეჟიმია. მათი ჩასმა გამოსაზრდელ ტბორში რეკომენდებულია იმ წყალსატევებში, სადაც ბევრი სარეველა თევზია. ფარგას წყალსატევში ჩასასმელი მასალის რაოდენობა კობრის, როგორც ძირითადი თევზის, 10-20 %-ს უნდა შეადგენდეს.

ქორჭილა

ქორჭილა –  რეკომენდებულია ჩაისვას კობრის გამოსაზრდელ იმ შემთხვევაში, სადაც ბინადრობს სარეველა თევზი. იგი საკვებად იყენებს თავკომბალებს, ბაყაყებს, მწერებს და სხვა. ამწლიანები შემოდგომისათვის 30-40 გ-ს აღწევენ, რომელთა გამოზრდა კობრის ორწლიანებთან ერთად დასაშვებია.

ცისარტყელა კალახი

ცისარტყელა კალმახი – შემოყვანილია კურსკის ოლქიდან ერთი წლის ასაკში შეიძლება (თუ წყლის ხარისხი იძლევა საშუალებას) გაიზარდოს კობრის ერთწლიანებთან ერთად. იგი იკვებება როგორც თევზით, ისე წყალში ბინადარი სხვადასხვა უხერხემლო ცხოველებით, თავკომბალებითა და ბაყაყებით. ცისარტყელა კალმახის ჩასმა წყალსატევში მასში არსებული კობრის რაოდენობის 10%-ის ოდენობითაა რეკომენდებული.

რიპუსი

რიპუსი – იკვებება ზოოპლანქტონით. საქართველოში გადმოტანილი იქნა მისი განაყოფიერებული ქვირითი ვოლხოვის თევზსაჭერიდან. ლიფსიტის ჩასმა წყლის კარგი რეჟიმის პირობებში კობრის გამოსაზრდელ ტბორში რეკომენდებულია ყვითრის გაწოვის შემდეგ. თევზის ქარხანაში ინკუბირებული ან განაყოფიერებული ქვირითიდან მიღებული ლიფსიტის ჩასმა ტბორში უნდა მოხდეს კობრის ერთწლიანებთან. შემოდგომისათვის 50-80 გრ-მდე მიღწეული, ბუნებრივი პროდუქტიულობის30-40%-ით გაზრდის გარანტად შეიძლება იქნეს განხილული.

ევროპული რიპუსი

ევროპული  ჭაფალა – საქართველოში აკლიმატიზებულია ლენინგრადის (პეტერბურგის) ოლქიდან 1930 წელს, ტაბაწყურის და შემდეგ ფარავნის ტბორში. დღეისათვის წარმატებით ხდება მისი გამოზრდა ხრამჰესის წყალსატევშიც.

თამაზ გავაშელი, რუსუდან ბარკალაია

გამოყენებული ლიტერატურა:

      1. Б.А. Каспин и др. Проектирование и строительство рыбоводных хозяйств и заводов., Москва, 1964;
      2. ნ. ნინუა და სხვები. საქართველოს თევზები; თბილისი, 2013 წ;
      3. ლ/ ჯიქია, მ. ბარვენაშვილი. თევზის და კიბოსნაირთა მოშენება, თბილისი, 2011 წ;
      4. ა. ჭკუასელი, ე. გრიგორელიანი, ნ. მილაშვილი, ა. ჩაგელიშვილი, დ.დოდუა. ტბორში თევზის გამოზრდის ტექნოლოგია კვების საფუძვლებით, თბილისი 2010 წ.